ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად ოქტომბრის თვის მეორე ოთხშაბათს აღინიშნება.
ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა, თუ როგორ შეიძლება ისეთი კატასტროფების რისკის შემცირება და დამანგრეველი ზემოქმედების შერბილება, როგორიცაა მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ღვარცოფი და სხვა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გაეროსა და ევროკავშირის რეგიონალურ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოელ დონორებთან, რომელთა ფინანსური დახმარებითაც სხვადასხვა პროექტები ხორციელდება.
ბუნებრივი კატასტროფების შემცირების საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1989 წელს და მისი მიზანია ბუნებრივი კატასტროფებისა და მათი გამანადგურებელი შედეგების თავიდან აცილება.