Author Archives: energy

ევროპულ ბაზარზე „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს

ევროპულ ბაზარზე „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს. ამის შესახებ რუსული კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა განაცხადა. „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ შექმნა ყველა საჭირო შესაძლებლობები გაზსადენის ასამოქმედებლად: წარმოების შესაძლებლობები იამალში და გაზის გადამცემი შესაძლებლობები ჩრდილოეთ გაზის გადამცემ დერეფანში. მილერის განცხადებით, რუსული გაზის ექსპორტი იზრდება არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ აღმოსავლეთშიც. „ახლა, შემოდგომა-ზამთრის პერიოდის წინ, ჩვენ ...

Read More »

ENOVUS: მზის, ქარისა და ჰიდრო მიკროელექტროსადგურებზე მოთხვონა გაზრდილია

მიკრო ელექტროსადგურებზე მოთხოვნა იზრდება. “ბიზნესპარტნიორთან” კომპანია Enovus-ში განმარტავენ, რომ დაინტერესება იზრდება როგორც კერძო პირებიდან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესიდან. Enovus-ი მომხმარებლებს მიკრო-ქარის და მიკრო-ჰიდრო ელექტროსადგურებთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას, დაპროექტების, ფინანსური შეფასების, ინსტალაციასა და მონიტორინგს სთავაზობს. კომპანიის კორპორატიული სტრატეგიის განვითარების ლიდი, ანა ლეჟავა “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, რომ სტარტაპის ამოცანაა მომხმარებელს ენერგო-ეფექტური გადაწყვეტილებები მიაწოდოს და საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორი განავითაროს, ასევე, ცნობადობის ამაღლების სხვადასხვა კამპანიაში ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

რამდენად იმოქმედებს ვროპაში გაზის ფასის ისტორიული მაქსიმუმი საქართველოოზე?

ევროპის ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, საცავებში გაზის მარაგების დეფიციტისა და აზიაში მოხმარების ზრდის ფონზე, უახლოეს პერიოდში გაზი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს, ხოლო „გაზპრომის“ მიდგომა უკრაინული ტრანზიტისადმი ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს. პრობლემას აცნობიერებენ საქართველოშიც, თუმცა სპეციალისტები ამ გავლენას უშუალოდ ტარიფთან დაკავშირებით ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ქართველ მომხმარებელს გაზი, სულ მცირე, წლის ბოლომდე არ გაუძვირდება. ტრანს–კასპიური გაზსადენისა და ...

Read More »

მცირედი კლების შემდეგ, ბიტკოინის ღირებულებამ 50 000 დოლარს ისევ გადააჭარბა

CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ 50 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. 2 სექტემბრისთვის კრიპტოვალუტის ფასი 4.54%-ით გაიზარდა და 50,352 აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, მისმა კაპიტალიზაციამ 938.35 მილიარდ დოლარს მიაღწია. ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »

საქსტატი: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 13.5%-ით გაძვირდა

აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ ბოლო ათწლეულის მორიგი რეკორდი მოხსნა და 12.8%-ს მიაღწია. ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის 16.2%-იანმა გაძვირებამ გამოიწვია. 10.9%-ითაა გაზრდილი ჯანდაცვის ღირებულებაც, მათ შორის სამედიცინო პროდქციის, აპარატურის და მოწყობილობის ფასი – 17.9%-ით. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. ინფლაციამ ზეგავლენა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზეც მოახდინა: ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირების შემხვევაში: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  2 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.03 (+ 1.44)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.99 (+ 1.40)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 3 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაცის „თელასი“ ავრცელებს. ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭრელაშვილის და ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსისი გამზირის, არტურ ლაისტის და გულუას ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მოსახლეობას. კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.2 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.2 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 425.395 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები გაიზარდა  1.29 მილიონი ბარელით  და შეადგინა  227,214 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1.73 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  136.727 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,3 ...

Read More »
დაბინძურებული ჰაერი კლავს - შეშა, გაუმართავი ტრანსპორტი, მანგანუმის საბადოები...

ჰაერის დაბინძურების შედეგად მილიარდობით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება

მსოფლიოში თითოეული მოქალაქე ჰაერის დაბინძურების დღევანდელი დონის შედეგად საშუალოდ სიცოცხლის 2.2 წელს კარგავს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჩიკაგოს უნივერსიტეტის ანგარიშში – ჰაერის ხარისხის სიცოცხლის ინდექსში (AQLI). ანგარიშის თანახმად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურება მოწევაზე, ავტოსაგზაო შემთხვევებსა და აივ ინფექცია/შიდსზე უფრო დიდი „მკვლელია.“ AQLI-ში ასევე აღნიშნულია, რომ მთავარი დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავის წვაა. ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა ინდოეთია, სადაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლის ...

Read More »

ჯეკ დორსი: ბიტკოინი ინტერნეტის “ეროვნული ვალუტა” გახდება

Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი გეგმავს კრიპტოვალუტის დეცენტრალიზებული ბირჟა შექმნას. ამ პროექტს განახორციელებს მისი სხვა კომპანია – Square შეუდგება. კომპანია Square უკვე რამოდენიმე წელია რაც ელექტრონული გადახდების ბიზნესშია. ამ წლის დასაწყისში კომპანიამ 170 მილიონი დოლარის ბიტკოინი შეიძინა. დორსიმ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ტვიტი, რომ Square ღია კოდის დეცენტრალიზებულ გაცვლას (DEX) დაიწყებს. დორსის განცხადებით, კრიპტოვალუტა მნიშვნელოვან როლს ასრულებს Twitter–ის მომავალ განვითარებაში. გასულ თვეს მეწარმემ B-Word კონფერენციაზე მიმდინარე გადახდის ...

Read More »