CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ 50 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.
2 სექტემბრისთვის კრიპტოვალუტის ფასი 4.54%-ით გაიზარდა და 50,352 აშშ დოლარი შეადგინა.
შედეგად, მისმა კაპიტალიზაციამ 938.35 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.
კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.