საქსტატი: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 13.5%-ით გაძვირდა

აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ ბოლო ათწლეულის მორიგი რეკორდი მოხსნა და 12.8%-ს მიაღწია. ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის 16.2%-იანმა გაძვირებამ გამოიწვია. 10.9%-ითაა გაზრდილი ჯანდაცვის ღირებულებაც, მათ შორის სამედიცინო პროდქციის, აპარატურის და მოწყობილობის ფასი – 17.9%-ით. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ინფლაციამ ზეგავლენა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზეც მოახდინა:

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირების შემხვევაში:

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი
მატება, რაც 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (4.3 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა
და შეკეთება (0.5 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირების შემთხვევაში:

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.6 პროცენტიანი
მატება, რაც 1.75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.5 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე
მოვლა და შეკეთება (7.1 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა
მომსახურება (4.5 პროცენტი).

Leave a Reply