Author Archives: energy

აშშ-ს ნავთობის მარაგები შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,117 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 443 მლნ ბარელი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ბენზინის მარაგები გაიზარდა 5,664 მლნ ბარელით და შეადგინა 226,546 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1,370 მლნ ბარელით და შეადგინა 128,076 მლნ ბარელი. აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 127 ათასი ბარელით ...

Read More »

დავით ნარმანია – შემდგომი ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი უცვლელი იქნება

შემდგომი ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი უცვლელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა. მისივე თქმით, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის გაზის ტარიფი ერთი წლის წინ განისაზღვრა და შემდგომი ორი წლის განმავლობაში არ გადაიხედება. „საყოფაცხოვრებო სექტორის, ანუ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფები ერთი წლის წინ დავადგინეთ და სახელმწიფოს მონაწილეობით და შეხიდებით დარჩა უცვლელი. შემდგომი ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფები არ გადაიხედება, ანუ ...

Read More »

მსოფლიო ბანკი 2021 წელს ნავთობის ფასის 44 დოლარამდე ზრდას ვარაუდობს

მსოფლიო ბანკი ვარაუდობს 2021 წელს ნავთობის ფასის ზრდას 44 დოლარამდე ბარელზე და 2020 წელს – 50 დოლარამდე/ბარელზე. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. “2021 წელს ნავთობის ფასი გაიზრდება 44 დოლარამდე/ბარელზე და 2022 წელს – 50 დოლარამდე ბარელზე 2020 წლის საპროგნოზო ფასთან შედარებით, რომელიც შეადგენს 41 დოლარს/ბარელზე”, – ნათქვამია ანგარიშში. ბანკის ექსპერტთა აზრით, ფასის პროგნოზისათვის ძირითად რისკებს წარმოადგენს მომავალში პანდემიის ...

Read More »

მომავალი წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იანი ზრდაა ნავარაუდები

ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, 2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 12.92 მლრდ კვტ.სთ იქნება, რაც 2020 -თან შედარებით, 3%-იანი ზრდაა. 2021 წელს მოხმარების სტრუქტურა იცვლება. “თელასიდან” და “ენერგო-პროდან” მომხმარებელთან ნაწილი თავისუფალ ბაზარზე გავა. „თელასიდან“ ბაზარზე გამსვლელი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია მომავალ წელს 13.5 მლნ კვტ.სთ იქნება, “ენერგო-პროდან” გასულების მოხმარება 230.8 მლნ კვტ.სთ. თავად „თელასის“ მოხმარება 2.82 მლრდ იქნება, „ენერგო-პროს“ – 4.54 მლრდ კვტ.სთ. ...

Read More »

თბილისში გაზის კომერციული ტარიფი არ გაიზრდება

ბიზნესისთვის გაზის კომერციული ტარიფი არ გაიზრდება – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, სამინისტროს ჰქონდა კონსულტაცია კომპანიასთან და „მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ მოქმედი ტარიფი არ გადაიხედება, არ შეიცვლება“, – აღნიშნა თურნავამ. „ჩვენი კონსულტაციები ასე დასრულდა და კომპანია გაზს არ გააძვირებს. შეიძლება ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები, მაგრამ ამავე დროს ხედავდეს, რომ გადახდისუნარიანობა ...

Read More »

ენერგომატარებლებზე მოთხოვნა არასტაბილური რჩება

ოპეკის პრეზიდენტმა მოუწოდა არ იჩქარონ ნავთობის მოპოვების გაზრდა. “ოპეკის ქვეყნები მომავალი წლიდან არ უნდა ჩქარობდნენ ნავთობის მოპოვების გაზრდას, როდესაც ენერგომატარებლებზე მოთხოვნა არასტაბილური რჩება.” ამის შესახებ განაცხადა ოპეკის პრეზიდენტმა და ალჟირის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელმაჯიდ ატარმა. “მიუხედავად დადებითი ნიშნებისა და ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, ვფიქრობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ხელსაყრელი სცენარის მიხედვით, აპრილის თვეში ჩვენ შევძლებთ 2 მილიონი ბარელის მოპოვებას დღე/ღამეში. ...

Read More »

სემეკი განიხილავს ახალი მომხმარებლების მიერთების ვადების გახანგრძლივებას

24 დეკემბერს კომისია სხდომაზე განიხილავს სს „საქორგგაზის”, შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“, შპს ,,თელავგაზის“, შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ და შპს ,,გასკო +“-ის მოთხოვნებს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, იმ მოქალაქეებს, რომელთა საკითხებიც განიხილება 24 დეკემბრის სხდომაზე და შეეხება გამანაწილებელ ქსელზე და წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ვადებს, კომისია ...

Read More »

ავტომობილი, რომელიც ნახშიროჟანგს შთანთქავს და ჟანგბადს გამოყოფს

შანხაის საავტომობილო ინდუსტრიის კორპორაცია SAIC-ის ავტომობილის YeZ-ის კონცეფცია იმითაა რევოლუციური, რომ იგი მცენარეების მსგავსად ფოტოინთეზირებს. აითვისებს ჰაერში უკვე არსებულ ნახშიროჟანგს და ატმოსფეროში ჟანგბადს გამოყოფს. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება მანქანის სახელში ჩადებული აზრიც, YeZ ხომ ჩინურად “ფოთოლს” ნიშნავს. მრავალ ფუტურისტულ ასპექტს შორის გამოირჩევა სახურავი, რომელზეც განთავსებულია მზის პანელები და ბორბლები, მასზე დამაგრებული მცირე ზომის ქარის ტურბინებით, დამატებითი ენერგიის მისაღებად. აღნიშნული მახასიათებლები ...

Read More »

გაეროს პროგნოზით, 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა სამი გრადუსით მოიმატებს

გაერო-ს განცხადებით, მიუხედავად პანდემიის პერიოდში სათბურის აირების გამოყოფის შემცირებისა და სხვადასხვა ქვეყნის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შეჩერების პირობისა, დედამიწა მაინც ადგას კურსს, რომელიც საუკუნის მიწურულს მას 3 გრადუსით გაათბობს. გამონაბოლქვის დონის ყოველწლიურ შეფასებაში, გაერო-ს გარემოს დაცვის პროგრამა აღნიშნავს, რომ 2020 წელს ნახშირბადით დაბინძურების მოცულობაში დაფიქსირებულ 7-პროცენტიან ვარდნას „უმნიშვნელო გავლენა“ აქვს გათბობაზე, წიაღისეულ საწვავზე ვრცელი და სწრაფი უარის თქმის გარეშე. მოხსენების ფარგლებში ...

Read More »

სემეკმა ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია დაამტკიცა. მეთოდოლოგიის მიზანია, მომხმარებლების დაცვა ბაზრის გახსნის გარდამავალ ეტაპზე და მათთვის სტაბილური ფასის განსაზღვრა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის უწყვეტი და საიმედო ფუნქციონირების ხელშეწყობა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისათვის გამჭვირვალე და სამართლიანი სატარიფო განაკვეთების დაწესება. მეთოდოლოგიის მიხედვით, მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, რომლებიც ისარგებლებენ უნივერსალური მიმწოდებლის მომსახურებით, კომისია დაადგენს ელექტროენერგიის ტარიფებს.

Read More »