სემეკმა ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია დაამტკიცა.

მეთოდოლოგიის მიზანია, მომხმარებლების დაცვა ბაზრის გახსნის გარდამავალ ეტაპზე და მათთვის სტაბილური ფასის განსაზღვრა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის უწყვეტი და საიმედო ფუნქციონირების ხელშეწყობა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისათვის გამჭვირვალე და სამართლიანი სატარიფო განაკვეთების დაწესება.

მეთოდოლოგიის მიხედვით, მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, რომლებიც ისარგებლებენ უნივერსალური მიმწოდებლის მომსახურებით, კომისია დაადგენს ელექტროენერგიის ტარიფებს.

Leave a Reply