მსოფლიო ბანკი 2021 წელს ნავთობის ფასის 44 დოლარამდე ზრდას ვარაუდობს

მსოფლიო ბანკი ვარაუდობს 2021 წელს ნავთობის ფასის ზრდას 44 დოლარამდე ბარელზე და 2020 წელს – 50 დოლარამდე/ბარელზე. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

“2021 წელს ნავთობის ფასი გაიზრდება 44 დოლარამდე/ბარელზე და 2022 წელს – 50 დოლარამდე ბარელზე 2020 წლის საპროგნოზო ფასთან შედარებით, რომელიც შეადგენს 41 დოლარს/ბარელზე”, – ნათქვამია ანგარიშში.

ბანკის ექსპერტთა აზრით, ფასის პროგნოზისათვის ძირითად რისკებს წარმოადგენს მომავალში პანდემიის ხანგრძლივობა და სიმძიმის დონე, მათ შორის, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავებისა და გავრცელების ტემპები. “ავადმყოფობის დონის შემდგომი ზრდა, რომელიც გამოიწვევს თვითიზოლაციისა და მოძრაობის შეზღუდვის უფრო მკაცრი რეჟიმის შემოღებას, ნავთობზე მოთხოვნილებას უფრო მეტად შეეხება, ვიდრე სხვა სახის ნედლეულზე მოთხოვნილებას. ამასთან, თუ ვაქცინის გავრცელება უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ივარაუდება, 2021 წელს ნავთობის მოხმარების ზრდა უფრო მნიშვნელოვანი იქნება”, – განმარტავენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები.მსოფლიო ბანკი აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პანდემია ნებისმიერ შემთხვევაში ხანგრძლივ ზემოქმედებას მოახდენს ნავთობის გლობალურ მოხმარებაზე, რომელიც სავარაუდოდ 2021 წლის ბოლოსათვის 5%-ით ნაკლები იქნება იმ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც ფიქსირდებოდა COVID-19-ის გავრცელების დაწყებამდე.

Leave a Reply