Author Archives: energy

ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

2021 წლის  1 აპრილის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  63.60 (+  0.06) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  61,45 (+ 2,29)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აქციზის გადასახადის შემცირება საწვავს 20 თეთრით გააიაფებს

ნავთობიმპორტიორი კომპანიების ნაწილი საწვავის ფასების შემცირების შესაძლებლობას აქციზის გადასახადის განახევრებაში ხედავს. სექტორის წარმომადგენელთა განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ აქციზი 2017 წლამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდება, ბენზინი და დიზელი მყისიერად 20 თეთრით გაიაფდება. „სენტა ოილის“ დამფუძნებლის განმარტებით, ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება არსებულ რთულ სიტუაციაში ხელისუფლებისთვის მარტივი არ იქნება. „თუ წარმოვიდგენთ, რომ 250 ლარით შეიძლება შემცირდეს აქციზის გადასახადი, ეს გამოიწვევს საწვავის დაახლოებით 20 თეთრით ...

Read More »

გიორგი კაპანაძე: ესკოსგან საბოლოო პასუხს 10 დღეში ველოდებით

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ კიდევ დაელოდება ესკოსგან მოთხოვნილი ინფორმაციის მიღებას, რაც 2016-2021 წლებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფებით  მოწოდებას შეეხება. ამასთანავე, დავაკვირდებით რა ფორმატით გაასაჯაროვებს იგი მარტში შეძენილი ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციას. ამჯერად მაინც თუ მიაწვდის საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას და შემდეგ მივიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ აფბას ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ Pia.ge-ს განუცხადა.  გიორგი კაპანაძეს ესკოსთან მიმდინარე შეუთანხმებლობის თაობაზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ. ...

Read More »

გერმანიის მარეგულირებელმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულების წინააღმდეგ ორი ეკოლოგიური ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

გერმანიის ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ (BSH) გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულების წინააღმდეგ ორი ეკოლოგიური ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეკოლოგიური ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებს ნეგატიური გავლენა ექნება ზღვის ეკოსისტემისა და მფრინველებისთვის ნაკრძალი ზონისთვის. 15 იანვარს, გერმანიის ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ (BSH) გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის ნებართვა გასცა. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ...

Read More »
ქარის ელექტროსადგურ ქართლის ტურბინები უკვე საქართველოშია

ქართლის ქარის სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 15.9%-ით შემცირდა

ესკოს ვებ გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, მარტში ქართლის ქარის სადგურმა 8.798 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. სულ, 2021 წლის იანვარ-მარტში ქართლის ქარის სადგურის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ შეადგინა 19.689 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე 15.9%-ით ნაკლებია. 2017 წლიდან დღემდე ქართლის ქარის სადგურის მიერ იანვარ-თებერვალში გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემები ასეთია: 2017 – 21.258 მლნ კვტსთ2018 – 20.406 მლნ კვტსთ2019 ...

Read More »

„ფოლკსვაგენი“ ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერობას გეგმავს

2030 წლისთვის „ფოლკსვაგენს“ ამბიციური გეგმები აქვს დასახული. ამ დროისთვის კომპანიას სურს, ჩინეთსა და აშშ-ში ელექტრომობილების სრული გაყიდვების 50%-ის, ხოლო ევროპაში ელექტრომობილების 70%-ის მწარმოებელი თავად გახდეს. ამჟამინდელი მდგომარეობით, ელექტრომობილების წარმოების გლობალური ლიდერი „ტესლაა“. გასული წლის მონაცემების მიხედვით, ელექტრომობილების საერთაშორისო ბაზრის 16%-იან წილს „ტესლა“ ფლობს, „ფოლკსვაგენი“ კი მხოლოდ 13 პროცენტს. ბაზრის წილებს შორის 3%-იანი სხვაობა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ჩანს, თუმცა „ტესლას“ უპირატესობის ...

Read More »
ნაკადი

აშშ-ში გერმანიის კოორდინატორმა Nord Stream 2-ის შეჩერება მოითხოვა

გერმანიის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობათა კოორდინატორმა Nord Stream 2 გაზსადენის დროებითი შეჩერება მოითხოვა, რათა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენაზე სამუშაოდ დრო მიეცეს. მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრმა, პიტერ ბეიერმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში თითქმის დასრულებული მილსადენის მშენებლობა, ბერლინსა და ვაშინგტონს შორის „ბარიერია“. პროექტი ექვემდებარება აშშ-ს სანქციებს და უკვე დიდი ხანია დაძაბულობის წყაროს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორ მოკავშირეს შორის. „თუ ტრანსატლანტიკური ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

OPEC+მა ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი შეამცირა

OPEC+-ის ექსპერტთა ტექნიკურმა კომიტეტმა შეამცირა ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი 2021 წელს 300 ათასი ბარელით/დღეში, 5,6 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში. მანამდე OPEC+-ის  ქვეყნები ვარაუდობდნენ, რომ მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილება მიმდინარე წელს გაიზრდებოდა 5,9 მილიონი ბარელით/დღეში, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის შედეგად მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ. ამასთან, სამშაბათს “ბლუმბერგმა” წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ტექნიკური კომიტეტი საუდის არაბეთის წინადადებით შეამცირებს გლობალური ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზს 2021 წელს. ოთხშაბათს გაიმართება ...

Read More »

დავით ნარმანიამ ენერგეტიკულ ობიექტებზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის წევრებთან ერთად სს „ენერგო-პრო გენერაციის“ ენერგეტიკულ ობიექტებზე დასრულებული სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ასევე, გაეცნო საინვესტიციო გეგმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებს, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის უწყვეტი და საიმედო მიწოდების უზრუნველყოფას. სემეკის თავმჯდომარე და წევრები, აპარატის თანამშრომლებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ რიონჰესზე, გუმათჰესების კასკადსა და ლაჯანურჰესზე. დაათვალიერეს ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

გაზის ფასი ევროპაში რეკორდულად გაიზარდა

მიწისქვეშა საცავებში გაზის შენახვის სეზონის დაწყების ფონზე, 7 კვირის განმავლობაში ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში მაქსიმუმამდე გაიზარდა. დღეს ჰოლანდიურ ჰაბში TTF მიწოდებაზე კონტრაქტის ფასი ათას კუბურ მეტრზე 233 აშშ დოლარამდე გაიზარდა. “წინა დღის ფასის” საშუალო მაჩვენებელი ათას კუბურ მეტრზე 218 აშშ დოლარი იყო მარტში, 219 დოლარი თებერვალში და 257 აშშ დოლარი იანვარში. გასული კვირის ბოლოს ევროპამ დაასრულა მიწისქვეშა საცავებიდან ბუნებრივი აირის ...

Read More »