მიწისქვეშა საცავებში გაზის შენახვის სეზონის დაწყების ფონზე, 7 კვირის განმავლობაში ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში მაქსიმუმამდე გაიზარდა.
დღეს ჰოლანდიურ ჰაბში TTF მიწოდებაზე კონტრაქტის ფასი ათას კუბურ მეტრზე 233 აშშ დოლარამდე გაიზარდა. “წინა დღის ფასის” საშუალო მაჩვენებელი ათას კუბურ მეტრზე 218 აშშ დოლარი იყო მარტში, 219 დოლარი თებერვალში და 257 აშშ დოლარი იანვარში.
გასული კვირის ბოლოს ევროპამ დაასრულა მიწისქვეშა საცავებიდან ბუნებრივი აირის ამოქაჩვის რეკორდული სეზონი – თითქმის 69 მილიონი კუბური მეტრი იქნა ამოღებული მიწისქვეშა სათავსებიდან, რაც 24 მილიარდი კუბური მეტრით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
ახალ უკვე შენხავის სეზონის ჯერია: რეკორდული მოცულობის ამოქაჩვის კომპენსირებისთვის, საჭიროა იგივე მოცულობის ბუნებრივი აირის საცავებში უკან ჩატვირთვა, რაც ხელს შეუწყობს იმპორტის გაზრდას ყველა მიმართულებით: იქნება ეს მილსადენები, თუ გათხევადებული გაზი.
ნინო სამადაშვილი