OPEC+-ის ექსპერტთა ტექნიკურმა კომიტეტმა შეამცირა ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი 2021 წელს 300 ათასი ბარელით/დღეში, 5,6 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში.
მანამდე OPEC+-ის ქვეყნები ვარაუდობდნენ, რომ მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილება მიმდინარე წელს გაიზრდებოდა 5,9 მილიონი ბარელით/დღეში, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის შედეგად მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ. ამასთან, სამშაბათს “ბლუმბერგმა” წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ტექნიკური კომიტეტი საუდის არაბეთის წინადადებით შეამცირებს გლობალური ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზს 2021 წელს.
ოთხშაბათს გაიმართება OPEC+-ის მინისტრთა სამონიტორინგო კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილება ნავთობის მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება და კორონავირუსის მესამე ტალღის ფონზე მაისის თვეში ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების პარამეტრები.