ესკოს ვებ გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, მარტში ქართლის ქარის სადგურმა 8.798 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.
სულ, 2021 წლის იანვარ-მარტში ქართლის ქარის სადგურის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ შეადგინა 19.689 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე 15.9%-ით ნაკლებია.
2017 წლიდან დღემდე ქართლის ქარის სადგურის მიერ იანვარ-თებერვალში გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემები ასეთია:
2017 – 21.258 მლნ კვტსთ
2018 – 20.406 მლნ კვტსთ
2019 – 21.433 მლნ კვტსთ
2020 – 23.411 მლნ კვტსთ
2021 – 19,689 მლნ კვტსთ