Author Archives: energy

გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გადაწყვიტეს, უარი თქვან წიაღისეულ ენერგომატარებლებზე

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, წლის ბოლომდე შეწყვიტონ ქვანახშირის პროექტების დაფინანსება და თანდათან შეაჩერონ დანარჩენი წიაღისეული ენერგომატარებლების, მათ შორის ნავთობისა და გაზის, მხარდაჭერა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება დასკვნით კომუნიკეზე დაყრდნობით. ამგვარი სტრატეგიის მიზანია, გლობალური ტემპერატურის მატება ცელსიუსით 1,5 გრადუსით შეიზღუდოს. ამავე დროს „დიდი შვიდეულის“ მთავრობებს გადაწყვეტილი აქვთ, მათმა პარტნიორებმაც მისდიონ მათ მაგალითს და უკვე 2030 წლისთვის გადავიდნენ სატრანსპორტო საშუალებებზე ნულოვანი ემისიით. ...

Read More »

რომის პაპისთვის ელექტრომობილს დაამზადებენ

ელექტრომობილების ამერიკელი მწარმოებელი Fisker Inc.-ი რომის პაპისთვის ელექტრომობილს დაამზადებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი ჰენრიკ ფისკერი Twitter-ზე წერს. „დიდი პატივი იყო რომის პაპ ფრანცისკესთან კერძო აუდიენცია. ის ძალიან კარგად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც გარემოს დაცვის საკითხში გვეკისრება ჩვენ და მომავალ თაობებს. მოუთმენლად ველი პაპის პირველი ელექტრომობილის შექმნას“, – წერს ჰენრიკ ფისკერი. ავტომობილზე მუშაობა მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება. კათოლიკური ეკლესიის მეთაურის მანქანაში არსებული დამცავი ...

Read More »

პრემიერმინისტრი BP-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი BP-ის რეგიონულ დირექტორ გარი ჯონსსშეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები. აღინიშნა, რომ BP-ს 25 წელია, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, რომელსაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირებისა და საწვავის მიწოდების კუთხით. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა, განიხილოს კომპანიასთან სხვადასხვა საინვესტიციო მიმართულება, მათ შორის, განახლებადი ენერგიის ...

Read More »

ბიტკოინის ფასი 10%-ით შემცირდა

ბიტკოინმა შაბათ-კვირისკენ მიმავალი კლება ჩინეთის ოფიციალური პირების ახალი გაფრთხილების შემდეგ, რომ კრიპტოვალუტებს რეგულაციები ელის, კვლავ განაგრძო. უმსხვილესი ციფრული ვალუტის ფასი პარასკევს გვიან ვაჭრობაში 10%-ით შემცირდა და $33,550-მდე დაეცა, სანამ უკან დაბრუნდებოდა და $38,000-ს მიაღწევდა. ბიტკოინის ფასი ბოლო მონაცემებით $36,356-ს შეადგენს. კრიპტოვალუტა კვირის დასაწყისში თითქმის $ 30,000-მდე ჩამოვიდა, 14 მაისის ვაჭრობის $49,100-ით დასრულების შემდეგ. უკანასკნელი დარტყმა ბიტკოინმა მაშინ მიიღო, როდესაც ჩინეთის ...

Read More »

რას მიიღებს რუსეთი “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით“

რას მოიგებს რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით“, – ამის შესახებ report.ge-ს ლოგისტიკის ექსპერტი, დავით გოჩავა უყვება. მისი აზრით, ამ კონტექსტში აუცილებელია გავიხსენოთ ფულის კეთების ტექნოლოგია პუტინის რუსეთში, რომელიც გოჩავას შეფასებით ასეთია: არსი მდგომარეობს ქვეყნის ბიუჯეტიდან ფულის მოტეხვაში. შედიან ოლიგარქები პუტინთან, წარადგენენ პროექტს, რომლის თანახმად შესაძლებელია მილიარდობით დოლარის მოტეხვა ბიუჯეტიდან. ამასთან თუ ამ პროცესში ჩართულები არიან ევროპელი „მექრთამეები“, ფულს დახარბებული „პოლიტიკოსები“, მაშინ საქმე კიდევ ...

Read More »
საუდის არაბეთი ძირითად ნავთობმომპოვებელ კომპანიას ყიდის

საუდის არაბეთმა 3.5%-ით შეამცირა ნავთობის ექსპორტი

მიმდინარე წლის მარტის თვეში საუდის არაბეთმა 3.5%-ით შეამცირა ნავთობის ექსპორტი წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო მოპოვება – 0,1%-ით, Joint Organization Data Initiative(JODI) მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადეს “ნავთობპროდეუქტების იმპორტრიორთა კავშირი”.  ექსპორტი შემცირდა 5,427 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში თებერვლის თვის  5,625 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. JODI–ის მონაცემებით, საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვებამ მარტის თვეში შეადგინა 8.138 მილიონიბარელი/დღე-ღამეში თებერვლის თვის 8.147 მლნ ბარელია მაჩვენებელთან შედარებით წლიურ გამოხატულებაში  მაჩვენებელი 16.4%-ით შემცირდა.

Read More »
ინოვაცია ენერგეტიკაში

ელონ მასკი რუსეთს Tesla-ს წარმოების პოტენციურ ჰაბად განიხილავს

ელონ მასკმა კრემლის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ის ღიაა შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთში Tesla-ს ქარხანა აშენდეს. ღონისძიებაზე მასკმა თბილად ისაუბრა რუსეთის შესახებ და ხაზი გაუსვა ქვეყნის კოსმოსურ მიღწევებს. კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის მიწვევით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი შეკითხვებს დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში პასუხობდა. “რუსეთში ბევრი ნიჭი და ენერგიაა. ვფიქრობ, ახლოს ვართ რუსეთში Tesla-ს არსებობასთან და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება. ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: ნამახვანჰესის მშენებლობის ჩაშლის მცდელობების უკან, დიდი ალბათობით, შეიძლება რუსეთი იდგეს

ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის ჩაშლის მცდელობების უკან, დიდი ალბათობით, შეიძლება რუსეთი იდგეს. „მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყნის მხრიდან. ყველაზე დიდი ალბათობით, ამის უკან შეიძლება იდგეს რუსეთი, რომელიც პერმანენტულად, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

Read More »

აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტში მონაწილე 3 რუსულ ორგანიზაციასა და 13 გემს სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტში მონაწილე 3 რუსულ ორგანიზაციასა და 13 გემს სანქციები დაუწესა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორს, Nord Stream 2 AG-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, მატიას ვარნიგს სანქციები არ დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. „რესპუბლიკელი“ სენატორები ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

ნამახვან ჰესი საშუალებას მისცემს საქართველოს შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება – Emerging Europe

2019 წელს საქართველოს მთავრობამ „ენკა რინიუბალზ“-ის კონსორციუმთან გააფორმა 15-წლიანი ხელშეკრულება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და მართვის შესახებ. 800 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც შექმნის 433 მეგავატიან ელექტროსადგურს და გამოიწვევს საქართველოს ელექტროენერგიის რევოლუციურ პროგრესს, შეამცირებს მის ენერგეტიკული დამოკიდებულებას და დაეხმარევა ქვეყანას პარიზის შეთანხმების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.  საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს და პროგნოზით, ...

Read More »