ბიტკოინის ფასი 10%-ით შემცირდა

ბიტკოინმა შაბათ-კვირისკენ მიმავალი კლება ჩინეთის ოფიციალური პირების ახალი გაფრთხილების შემდეგ, რომ კრიპტოვალუტებს რეგულაციები ელის, კვლავ განაგრძო.

უმსხვილესი ციფრული ვალუტის ფასი პარასკევს გვიან ვაჭრობაში 10%-ით შემცირდა და $33,550-მდე დაეცა, სანამ უკან დაბრუნდებოდა და $38,000-ს მიაღწევდა. ბიტკოინის ფასი ბოლო მონაცემებით $36,356-ს შეადგენს. კრიპტოვალუტა კვირის დასაწყისში თითქმის $ 30,000-მდე ჩამოვიდა, 14 მაისის ვაჭრობის $49,100-ით დასრულების შემდეგ.

უკანასკნელი დარტყმა ბიტკოინმა მაშინ მიიღო, როდესაც ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბიტკოინის მოპოვება და ვაჭრობა უნდა შეჩერდეს. კვირის დასაწყისში კრიპტო ბაზარი უკვე შეირყა იძულებითი გაყიდვებისა და აშშ-ს შესაძლო საგადასახადო რეგულაციების გამო.

ბიტკოინთან ერთად დაეცა უფრო მცირე ციფრული მონეტებიც. ბოლო შვიდი სესიის განმავლობაში ეთერიუმი დაახლოებით 38%-ით შემცირდა.

Leave a Reply