Author Archives: energy

გამრიცხველიანება 300 ლარით ძვირდება

ჭკვიანი მრიცხველების დაყენება 2021 წლის 1 ოქტომბრიდან სავალდებულო იმ ახალი საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსებისთვის გახდება, რომლებიც განაცხადს გამრიცხველიანების შესახებ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შეიტანენ. ჭკვიანი მრიცხველი თავად დისტანციურად გადასცემს ინფორმაციას კომპანიას, შესაბამისად, აღმრიცხველს მონაცემების მისაღებად ადგილზე მისვლა აღარ დასჭირდება. ამასთან, ჭკვიანი მრიცხველი შესაძლებლობას იძლევა თავად ჩართოს ან გათიშოს ელექტროენერგია. როგორც სემეკში აცხადებენ, ჭკვიან მრიცხველებს როგორც მომხმარებლებისთვის ისე კომპანიებისთვის კიდევ არაერთი უპირატესობა ექნება. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ ჭკვიანი მრიცხველებით აღჭურვა ...

Read More »

რუსეთში ნავთობის მოპოვება 3,7%-ით შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, წლის პირველი ნახევრის შედეგებით რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება შემცირდა 3,7%-ით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 254,93 მილიონი ტონა. საშუალო დღე-ღამური მოპოვება 2021 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა 10.32 მილიონი ბარელის ოდენობით. 2021 წლის ივნისის თვეში რუსეთმა მოიპოვა 42,64 მილიონი ტონა ნავთობი გაზის კონდენსატთან ერთად, რაც 11,7%-ით მეტია 2020 წლის ივნისის თვის მაჩვენებელთან ...

Read More »

ბიტკოინის ფასი ისევ შემცირდა

Coindesk-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების ყველაზე მსხვილ Binance-ის ბირჟაზე ბიტკოინის ფასი ბოლო 24 საათში 1.22%-ით შემცირდა. ამ დროისათვის, ბიტკოინის ღირებულება 32 940  აშშ დოლარს შეადგენს. ბოლო კვირების განმავლობაში ბიტკოინის ფასი აპრილის რეკორდიდან განახევრდა. ფასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მისი მოპოვების გარემოზე ზემოქმედების შესახებ დისკუსიამ და ჩინეთის კრიპტო რეგულაციებმა. ციფრულმა ვალუტამ რეკორდულ $65,000-იან ღირებულებას აპრილის შუა რიცხვებში მიაღწია, რაც ელონ მასკის მხრიდან ბიტკოინის ადვოკატირებას უკავშრდება, სანამ მან ...

Read More »

პოლონეთში ელექტრომობილების შეძენის მსურველებისთვის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება

პოლონეთში 12 ივლისიდან ელექტრომობილების შეძენის მსურველებისთვის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. შესაბამის ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. პროგრამა გავრცელდება ე.წ. ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ელექტრომობილებსა და წყალბადზე მომუშავე მანქანებზე. კლიმატის საკითხებში პოლონეთის მინისტრის მოადგილემ, ირენეუშ ზისკამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეებისთვის ელექტრომობილების შესაძენად სუბსიდია 18 750 (ოთხი ათასამდე ევრო) ზლოტს, ხოლო მრავალსულიანი ოჯახებისთვის – 27 000 ზლოტს (ექვსი ათასამდე ევრო) შეადგენს. სუბსიდირების მიღებას ...

Read More »

რუმინეთში უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა

რუმინეთში, ქალაქ კონსტანცასთან, ქვეყნის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, ამასთან, ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. კომპანია „პეტრომიდიას“ ქარხანის ადმინისტრაციის ცნობით, აფეთქების შემდგ საწარმოში ტექნოლოგიური პროცესები წარმატებით შეაჩერეს. შემთხვევის ადგილზე რვა სახანძრო ბრიგადა, ასევე სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Read More »
ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა

„ენერგო-პრო ჯორჯია“ – რეგიონების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ჩვენი მიზეზით არ მომხდარა

„ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ინფორმაციით, რეგიონების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიზეზით არ მომხდარა. „საქართველოს რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილ ქსელში ავარია არ მომხდარა. შესაბამისად, ენერგომომარაგების შეზღუდვა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა, თუმცა, კომპანია ბოდიშს უხდის საკუთარ აბონენტებს. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს, ბათუმის გარეუბნების, ახალქალაქის და ნინოწმინდას მუნიციპალიტეტების ...

Read More »

უკრაინულმა კომპანიებმა ყარაბახის ტერიტორიაზე მდებარე ჰესის აღდგენის სურვილი გამოთქვეს

უკრაინული კომპანიები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ყარაბახის ტერიტორიაზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის აღდგენაში. აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პოლტავას რეგიონალური საბჭოს დეპუტატმა, ენერგეტიკის საკითხების ექსპერტმა ევჰენ კორფმა განაცხადა. მისი სიტყვებით, უკრაინულ კომპანიებს შეუძლიათ ყარაბაღში ისეთი სამუშაოების განხორციელება, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ძალიან ცოტას თუ შეუძლია: „უკრაინაში გენერაციის მსგავს სისტემებს აწარმოებს 2 კომპანია. დსთ-ს სხვა ქვეყნებში მათ აწარმოებს ერთი ბელორუსული და ორი რუსული კომპანია. მსხვილი ...

Read More »

“ოპეკი +”-ის მინისტრები ვერ შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, გუშინდელ შეხვედრაზე “ოპეკი +”-ის მინისტრებმა ვერ შეძლეს შეთანხმება ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ უახლოესი თვეების განმავლობაში. “ოპეკი +”-ის მონიტორინგის სხდომა და შეხვედრა ასევე გაიმართება პარასკევს, 2 ივლისს. გადაწყდა, რომ კონსულტაციებისთვის კიდევ ერთი დღე იქნეს აღებული, წერს TASS ოპეკის წყაროზე დაყრდნობით. ცნობილია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, კერძოდ არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ყაზახეთმა, არ მოიწონეს ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ შემოთავაზებული ...

Read More »

განახლებადმა ენერგიამ ნავთობპროდუქტებს პირველად “აჯობა”

პირველად, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოებამ ევროკავშირში გადააჭარბა წიაღისეული საწვავიდან წარმოებას, ვკითხულობთ ევროპის სტატისტიკური სააგენტოს Eurostat–ის  მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებში. გარდა ამისა, 2020 წელს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა 1 052 582 გვტ.სთ-მდე, რაც 29 994 გვტ.სთ-ით მეტია, ვიდრე წიაღისეული საწვავიდან მიღებული. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 979 866 გვტ.სთ იყო, ხოლო 1990 წელს – 303,279 გვტ.სთ. ევროკავშირში 2020 წელს წიაღისეული საწვავიდან ...

Read More »

მზის პანელებით მოსაპირკეთებელი სამუშაოები ელექტროენერგიის წარმოებისთვის

ბარსელონაში ცენტრალურ მოედანზე (Plaça de les Glòries) დაგებულია 50 კვადრატული მეტრი მზის ენერგო – ტროტუარი ელექტროენერგიის წარმოებისთვის. პროექტმა მოიგო მუნიციპალური კონკურსი “გენერატორების ტროტუარები“, რომელიც ეძებს განახლებადი ენერგიის გამომუშავების ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ქალაქის ინფრასტრუქტურის ფარგლებში. პროექტის მიზანი არის ელექტრო ენერგიის მიღებისა და წარმოქმნის ეკოლოგიური წყაროების დანერგვა. პანელურმა ტროტუარმა უნდა გამოიმუშაოს წელიწადში ელ-ენერგიის 7,560 კვტ / სთ, რაც ექვივალენტურია სამი საცხოვრებელი სახლის წლიური ...

Read More »