Author Archives: energy

ბიტკოინის მაინერები, სავარაუდოდ, ჩინეთიდან ტეხასში გადავლენ

ჩინეთის მთავრობის პოლიტიკა კრიპტოვალუტისა და მაინინგ ინდუსტრიის მიმართ ყოველწლიურად მკაცრდება, 2021 წელის მაისში შემოღებული ახალი რეგულაციების გამო, მაინერების მნიშვნელოვან ნაწილს ჩინეთის დატოვება უწევს. ექსპერტების განმარტებით, მაინერებისთვის ზედმეტად სარისკო საქმიანობად იქცა ჩინეთში გაჩერება, რაც პოლიტიკური არასტაბილურობითა და გამკაცრებული რეგულაციებითაა გამოწვეული. მთავრობის მიერ მაინინგ ცენტრების წინასწარი გაფრთხილების გარეშე დახურვა და ძვირადღირებული კომპიუტერული მოწყობილობების კონფიქსკაცია ჩინეთში რეალურ პრობლემას წარმოადგენს. კომუნისტური მთავრობისაგან თავდაცვის საშუალებად კი კანონის უზენაესობა და სასამართლო მაინერებისათვის ხელმისაწვდომი ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

“OPEC +”-ის შეხვედრაზე ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული

კვირას, 18 ივლისს გაიმართა “OPEC +”-ის ქვეყნების მინისტრთა შეხვედრა, რომელზეც მირებულ იქნა გადაწყვეტილება შეთანხმების 2022 წლის ბოლომდე გაგრძელებასთან დაკავშირებით, შეცვლილი იქნება გარიგების ძირითადი პარამეტრი – ზოგიერთი ქვეყნისთვის ნედლეულის მოპოვების საბაზისო დონე, TACC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, რუსეთის ფედერაციისა და საუდის არაბეთისთვის მოპოვების საბაზისო დონე გაიზრდება 0,5 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში 11,5 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, ხოლო არაბთა ...

Read More »

ირანში გამართულ დემონსტრაციებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ირანის სამხრეთში გამართულ დემონსტრაციებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში მეორე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება წყლის დეფიციტის გამო. გამოსვლები ნავთობით მდიდარ, ხუზესტანის პროვინციაშიც მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციებს ერთი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილის მამის თქმით, მისი შვილი პროტესტის მონაწილეებმა მოკლეს. ირანი 50 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე გვალვის წინაშე დგას. წყლის დეფიციტმა სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის გაჩანაგება გამოიწვია, ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   16 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.59  (+ 0,12 ) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.81 (+ 0,16)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

უკრაინა “თურქული ნაკადის” გამო კომპენსაციას ითხოვს

კიევი გეგმავს მოლაპარაკების გამართვას ბრიუსელთან, “თურქული ნაკადის” გამო, გაზის “სამხრეთით” ტრანზიტის დაკარგვისგან გამოწვეული ზარალისთვის კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით. ოქსანა იშჩუკმა, კიევის გლობალური კვლევების ცენტრის „სტრატეგია XXI“-ის დირექტორმა აღნიშნული განცხადება „უკრაინფორმის“ სტატიაში გააკეთა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსული გაზსადენის პროექტი Nord Stream 2 ამოქმედდება, ქვეყანას 10-15 წლით ბუნებრივი აირის სტაბილურად მიწოდების გარანტიები დასჭირდება. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ევროკავშირისგან გარანტიები ...

Read More »
ნავთობისა და გაზის კორპორაცია 40 ტონამდე ნავთობს ყიდის

IEA: მსოფლიოს ნავთობის დეფიციტი ემუქრება

OPEC +-ის უთანხმოებამ შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის დეფიციტი, გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი შეუწყოს ინფლაციას და ზიანი მიაყენოს ეკონომიკის აღდგენას. თუ ალიანსი არ შეთანხმდება წარმოების გაზრდაზე, მაშინ მოთხოვნა ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვნად მაღალი იქნება, ვიდრე მიწოდება. აღნიშნულის შესახებ იუწყება Bloomberg, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ყოველთვიური ანგარიშზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის უთანხმოების გამო, მომდევნო თვეში წარმოების მოცულობა არ ...

Read More »
ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

NREL ქარის ტურბინების მწარმოებელი კომპანია აპირებს ტურბინის ფრთების შემდგომ გადამუშავებას

შემუშავდა ახალი მასალა ქარის ფრთებისთვის, რომლის გადამუშავებაც შესაძლებელი გახდება, თანაც წარმოების ხარჯებიც შემცირება. მკვლევარებმა, აჩვენეს თერმოპლასტიკური ფისის მიზანშეწონილობა NREL- ში წარმოებული თერმოპლასტიკური კომპოზიტის ფრთაზე. ფრთები ამჟამად მზადდება თერმოსეტის ფისის გამოყენებით, რაც უფრო მეტ ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს საწარმოო ობიექტში, ხოლო საბოლოო პროდუქტი ხშირად ნაგავსაყრელებში მთავრდება. თერმოპლასტიკურ ფისოვანზე გადასვლა შესაძლებელს გახდის ქარის ტურბინის ფრთების გადამუშავებას და ასევე შესძენს მათ უფრო გრძელ, ...

Read More »

თურქეთში ელექტროენერგიის ფასი 12%-ით, ხოლო ბუნებრივი გაზის ფასი 15%-ით გაიზარდა

თურქეთში ელექტროენერგიის ტარიფი ყველა ტიპის მომხარებლისთვის 15%-ით გაიზარდა. ბუნებრივი გაზის ტარიფმა მოსახლეობისთვის 12%-ით, ინდუსტრიული მომხმარებლისთვის და ბუნებრივ გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის კი 20%-ით მოიმატა. ინფორმაციას თურქული წყარო bianet-ი ავრცელებს. დღევანდელი მონაცემებით, მოსახლეობის ელექტროენერგიის ტარიფი 10.55 აშშ ცენტია. სტატისტიკის თანახმად, ბოლო სამნახევარ წელიწადში ელექტროენერგიის ტარიფი 122%-ით გაიზარდა. Energy Market Regulatory Authority-ის (EPDK) განმარტებით, ფასების მატება ელექტროენერგიის გენერაციის თვითღირებულების ზრდამ გამოიწვია, რაც ერთი ...

Read More »

გიორგი ფანგანი: სემეკმა გამოითხოვა ინფორმაციები „თელასისგან“ და „თელმიკოსგან“, გადაცდომის შემთხვევაში, გამოვიყენებთ მკაცრ ზომებს, კომპანიები აუცილებლად დაჯარიმდებიან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულმა კომისიამ გამოითხოვა ინფორმაციები „თელასისგან“ და „თელმიკოსგან“. თუ ვნახეთ, რომ კომპანიების მხრიდან გადაცდომას ჰქონდა ადგილი, გამოვიყენებთ ყველაზე მკაცრ ზომებს, კომპანიები აუცილებლად დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ სემეკ-ის წევრმა გიორგი ფანგანმა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების წინააღმდეგ მოსახლეობის საჩივრებთან დაკავშირებით განაცხადა. „პირველ ივლისს მოხდა კომპანია „თელასის“ განცალკევება და საქმიანობაში ჩაერთო „თელმიკო“. ეს არის კომპანია, რომელსაც ექნება ელექტროენერგიით ვაჭრობის უფლება და ...

Read More »

სემეკი: საჩივრებს შევისწავლით და ზედმეტობის შემთხვევაში, მომხმარებლებს გადასახადი დაუკორექტირდებათ

სემეკ-ში ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების წინააღმდეგ რამდენიმე ათეული საჩივარი შევიდა. აბონენტების ნაწილი აცხადებს, რომ ივლისში ელექტროენერგიის მოხმარებისთვის დარიცხული გადასახადი გაცილებით მეტია და მათი ვარაუდით, კომპანიებმა ზედმეტი გადასახადი დაარიცხეს. სემეკ-ში აცხადებენ, რომ თითოეულ საჩივარს შეისწავლიან და თუკი ზედმეტობა დაფიქსირდა, მომხმარებელს გადასახადი დაუკორექტირდება, კომპანიები კი, დაჯარიმდებიან. პირველი ივლისიდან მომხმარებელს „თელასისა“ და „ენერგოპროს“ ნაცვლად, „თელმიკო“ და „ეპ ჯორჯია“ ემსახურება. ამ ცვლილებების გამო, აბონენტებს, ერთჯერადად, ...

Read More »