Author Archives: energy

ესპანეთში, რამდენიმე რეგიონში, შტორმისა და წყალდიდობის გამო, ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია. ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უამინდობის გამო ზოგიერთ საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა შეწყდა. შტორმმა განსაკუთრებით კატალონიის რეგიონი დააზარალა, წყალდიდობაა ქალაქ ალკანარში, სადაც წაქცეულია ხეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ჰოსპიტალიზებულია სამი ადამიანი. სტიქიის ზონაში ხუთი ათასამდე საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანცესმა მოსახლეობას სიფრთხილისა და საგანგებო ...

Read More »

ტედ კრუზი ჯო ბაიდენს უკრაინის გამო აკრიტიკებს: მზის პანელები რუსეთის აგრესიას ვერ შეაჩერებენ

აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა, ტეხასის შტატის სენატორმა, ტედ კრუზმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვედრაზე ისაუბრა. ”ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია კვლავ არის განწყობილი, შესაძლებლობა მისცეს ვლადიმერ პუტინს, გაზსადენი “ჩრდილოეთ ნაკადი 2″-ის მშენებლობა დაასრულოს. ეს გადაწყვეტილება თავისთავად დამღუპველია, რადგან შეერთებული შტატებისადმი ნდობის აღდგენის დაწყების ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა; ასევე, კონგრესის რეკომენდაციის დარღვევა, რომ ამ პროექტის მიმართ სანქციები ...

Read More »

რუსეთი სექტემბერში ნავთობის მოპოვებას 100 ათასი ბარელით გაზრდის

გუშინ გაიმართა “ოპეკი +”-ის წევრი ქვეყნების მინისტრთა შეხვედრის მე-20 სხდომა. მონაწილეებმა განიხილეს ივლისის თვეში მოპოვებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ასევე განიხილეს ნავთობის მოპოვების გაზრდის გეგმები. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის ალექსნადრ ნოვაკის თქმით,  შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოქტომბერში ნავთობის მოპოვების 400000 ბარელით/დღეში გაზრდასთან დაკავშირებით. ”რუსეთისთვის, ეს ნიშნავს, რომ  სექტემბერსა და ოქტომბერში ჩვენ დამატებით 100 ათასი ბარელით/დღეში ...

Read More »

აშშ და უკრაინა კვლავ ეწინააღმდეგებიან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტს

აშშ და უკრაინა კვლავ ეწინააღმდეგებიან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტს, რომელსაც ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის საფრთხედ განიხილავენ. ამის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „აშშ გააგრძელებს კანონმდებლობითა და ენერგეტიკული დიპლომატიით გათვალისწინებული ზომების გამოყენებას, რათა შეინარჩუნოს უკრაინის სატრანზიტო როლი, უზრუნველყოს ენერგიის მიწოდების უსაფრთხოება და ხელი შეუშალოს კრემლის მიერ ენერგეტიკის როგორც გეოპოლიტიკური იარაღის გამოყენებას. აშშ-ისა და უკრაინის მთავრობები მხარს უჭერენ უკრაინაში დივერსიფიცირებული ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასის ზრდა კონტროლს აღარ ექვემდებარება

ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და ათას კუბურ მეტრზე მისი ღირებულება 630 აშშ დოლარს აღემატება. ამრიგად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე  ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 632,33 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” ...

Read More »

აშშ ხელს შეუწყობს უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას

აშშ-მა და უკრაინამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. განცხადება თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები, უკრაინასთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავისი აგრესიისთვის. განცხადების მიხედვით, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა დაასრულეს თავდაცვის სტრატეგიული ჩარჩო შეთანხმების მომზადება, რომელიც წარმოადგენს საფუძველს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცებისა ...

Read More »

„ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეაჩეროთ რუსული მილსადენი“

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული ფირმა ნაფტოგაზის (Naftogaz)ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ დაბლოკონ რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მილსადენი და მოუწოდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, გააძლიეროს სანქციები ამ პროექტისთვის. შეგახსენებთ, რომ უკრაინა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა გერმანიასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის ივლისში მიღწეულ გარიგებას, რომელიც რუსეთს ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის  გაგრძელების საშუალებას აძლევს. საპასუხოდ რუსეთი აცხადებს, რომ $11 მილიარდიანი  პროექტი, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0.78 აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული report წერს. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 72.21 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 ...

Read More »

რუსული გაზსადენი ევროპას ძვირი დაუჯდება

რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე ბოლო წლების მანძილზე ძალიან ბევრს კამათობენ, ძირითადად პოლიტიკურ ჭრილში, თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის თითქმის შეუმჩნევლად, ამ პროექტის ირგვლივ მიმდინარეობს სულ სხვა, მაგრამ არანაკლებად დაუნდობელი ომი – სამართლებრივი. ეს ბრძოლა შესაძლოა ევროპელებს ძალიან ძვირი დაუჯდეთ, პირველ რიგში საკუთარი სიბრიყვის გამო. დიდი ხანია გაზსადენის მფლობელები სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში აპროტესტებენ ევროკავშირის ერთ-ერთ ნორმას – კერძოდ, „საგაზო დირექტივას“, რომელიც თანახმადაც გაზის ...

Read More »

მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივა: მზის პანელების სისტემების ხელშეწყობა საქართველოში

აქ. ახლა საქართველოში კიდევ უფრო მეტი პოტენციალი იქმნება მზის პანელებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. “მწვანე ინიციატივა” – ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც თიბისი ლიზინგი საიმედო პარტნიორის Green For Growth Fund-ის და ევროკავშირის EU4Energy პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს და რომლის ფარგლებშიც, თიბისი ლიზინგმა შექმნა სპეციალური სალიზინგო პროდუქტი მზის პანელების სისტემების განვითარების მხარდასაჭერად, რომლის მეშვეობითაც როგორც იურიდიულ ისე ფიზიკურ პირებს საშუალება ეძლევათ მნიშვნელოვნად შეამცირონ მზის ...

Read More »