Author Archives: energy

ზურაბ ნოღაიდელი: საქართველოს აქვს შანსი, ენერგეტიკული ჰაბი გახდეს

„საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ელექტროენერგეტიკული ჰაბი. საამისოდ, ქვეყანამ საკუთარი უპირატესობები უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ ენეერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი თქმით, ვითარების ანალიზისას, მოსახლეობა არ უნდა შევიდეს შეცდომაში, რომ თუნდაც თურქეთში, ენერგიის იმპორტი მიმზიდველი აღარ არის. „ეს ასეა ახლა, როცა პანდემიაა და როცა მოხმარება შემცირებული. ამგვარი ვითარება შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ გარკვეული პერიოდით, მაგრამ არა უსასრულოდ. ამდენად, იგივე თურქეთში ...

Read More »

“დარწმუნებული ვარ, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე მყოფთა უმრავლესობა არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთთან”

ჩვენ „ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მათ, ვინც ადგილზე აპროტესტებს ამ მეგაპროექტს, რამდენიმე ძალიან მისაღები პლატფორმა შევთავაზეთ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, პირველი პლატფორმაა ექსპერტები და საბჭო. „ესაა გახსნილი პლატფორმა იმისთვის, რომ ნებისმიერ ექსპერტს, მათ შორის იმ ადამიანების ნდობით აღჭურვილ პირს, ვინც აპროტესტებს ამას ხეობაში, შეეძლება გადახედოს ყველა კვლევას და თავისი რეკომენდაციები წერილობით, დასაბუთებულად ...

Read More »

“აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მწვანე წყალბადის, გეოთერმული ენერგიის საპილოტე პროექტის, ასევე, ბიომასისა და ბიოგაზის პროექტების განსავითარებლად”

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ალტერნატიული ენერგეტიკის ისეთ დარგებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია, ასევე ბიოენერგია და განსაკუთრებით გეოთერმული ენერგია, საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს და ხშირად გაისმის უკმაყოფილება, რომ არ ხდება ხსენებული რესურსების სათანადოდ ათვისება, “ენერგონიუსი” დაუკავშირდა ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორს გიორგი ჩიქოვანს, იმის გასარკვევად, თუ რამდენად იგეგმება რაიმე პროექტის განხორციელება ან თუნდაც კვლევითი სამუშაოების ჩატარება აღნიშნული მიმართულებით? “ჩვენი ქვეყანა ...

Read More »

SOCAR-მა უკრაინას 0.3 ათასი ტონა საავიაციო საწვავი მიაწოდა

მიმდინარე წლის აპრილში, SOCAR Energy Ukraine– მა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) შვილობილმა კომპანიამ, უკრაინაში 0.3 ათასი ტონა საავიაციო საწვავი შემოიტანა. აზერბაიჯანული კომპანიის მიერ ქვეყანაში შემოტანილი საწვავი მომარაგდა ლიტვიდან. იმპორტის მოცულობა შემცირდა 0.6 ათასი ტონით, ანუ, სამჯერ შემცირდა მარტთან შედარებით. წლიურ ჭრილში, ანუ 2020 წლის აპრილთან შედარებით, საავიაციო საწვავით უკრაინის მომარაგება ლიტვიდან გაიზარდა 60% -ით, ანუ 1.3 ათასი ტონით.  აპრილში ბელორუსმა უკრაინას 4,9 ათასი ტონა საავიაციო საწვავი ...

Read More »

ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები განახლდა

მსოფლიო სახელმწიფოებმა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ირანსა და აშშ-ს შორის საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ განაახლეს. ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩი მიხეილ ულიანოვი Twitter-ზე წერს. ულიანოვის თქმით, ავსტრიის დედაქალაქში მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი განახლდა და მონაწილე ქვეყნებს შორის არსებობს ურთიერთგაგება, რომ ”მიმდინარე რაუნდი საბოლოო უნდა იყოს”,- ნათქვამია ულიანოვის ტვიტში.

Read More »

სემეკში ირიგაციის რეგულირების საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ირიგაციის რეგულირების საკითხები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და კომისიის წევრები. შეხვედრაზე იმსჯელეს მელიორაციის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

Read More »
ჰიდროელექტროსადგურ ”საგურამოჰესის” მშენებლობა დასრულდა

ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესებიდან საქართველო იმპორტში წლიურად $80 მლნ-ზე მეტს ზოგავს

ჰესების შესახებ დავაში ბოლო პერიოდში მცადრი მოსაზრება გავრცელდა, რომლის თანახმადაც ახალი ჰესები არ მუშაობს, მათ მხოლოდ გარემოს მიაყენეს ზიანი და ქვეყნის ენერგობალანსი არ გაუუმჯობესებიათ. რეალობა საპირისპიროა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად შუახევი ჰესიც მუშაობს, დარიალი ჰესიც და ლარსი ჰესიც. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სეზონური ჰესი 2004 წელს ახმეტაში აშენდა, ხადორჰესში ჩინური ინვესტიცია ჩაიდო. მისი დადგმული სიმძლავრე 24 მეგვატია, 2020 წელს ჰესმა 108 ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა

ჰესების მშენებლობის მოწინაღმდეგეებისგან სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის შენიშვნა, რომ საქართველოს არ გააჩნია არანაირი სამოქმედო გეგმა ენერგეტიკის განვითარების კუთხით, რომელის მიხედვითაც იქნება განსაზღვრული, თუ რეალურად რამდენი ელექტროენერია სჭირდება ქვეყანას და რა წყაროებით შეიძლება აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება. ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის არსებობის შესახებ, რომელიც იქნება სამივე მიმართულებით: 1) განახლებადი ენერგიების განვითარების სამოქმედო გეგმა; 2) მთლიანად ენერგეტიკული სამოქმედო გემა და 3) ...

Read More »

ხატია წილოსანი: ალტერნატიული ბუნებრივი რესურსების არარსებობის პირობებში, ჰიდრორესურსი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, გამოიმუშაოს ენერგიაზე დღეს არსებული მოთხოვნის 12%. „ნებისმიერ შემთხვევაში დიალოგი არის ამ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი გზა. ხელისუფლება საწყისი ეტაპიდანვე ძალიან აქტიურად ცდილობდა ხეობაში კანონით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებას. გარემოს ზემოქმედების შესახებ კოდექსი ითვალისწინებს იმას, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის, მაგალითად, ჰესის ...

Read More »

ლომინაძე: სიცრუეა რომ პოლიციის მანქანებით გადაგვყავს ჩვენი თანამშრომლები.

ენკას დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, სიცრუეა რომ პოლიციის მანქანებით გადაგვყავს ჩვენი თანამშრომლები. “ის, რომ პოლიციის მანქანებით გადაგვყავს ჩვენი თანამშრომლები, აბსოლუტური სიცრუეა, იმიტომ რომ 400 ადამიანი მუშაობს ჩვენს ობიექტზე, ფიზიკურად წარმოუდგენელია — რამდენი მანქანა იქნება საჭირო ამისთვის”,- ამბობს ლომინაძე. დღეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგემ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ენკას თანამშრომლები პოლიციის მანქანებით შეყავთ ხეობაში.

Read More »