ჰესების მშენებლობის მოწინაღმდეგეებისგან სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის შენიშვნა, რომ საქართველოს არ გააჩნია არანაირი სამოქმედო გეგმა ენერგეტიკის განვითარების კუთხით, რომელის მიხედვითაც იქნება განსაზღვრული, თუ რეალურად რამდენი ელექტროენერია სჭირდება ქვეყანას და რა წყაროებით შეიძლება აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება.
ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის არსებობის შესახებ, რომელიც იქნება სამივე მიმართულებით: 1) განახლებადი ენერგიების განვითარების სამოქმედო გეგმა; 2) მთლიანად ენერგეტიკული სამოქმედო გემა და 3) ენერგოეფექტურობის განვითარების სამოქმედო გეგმა”, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ (იხ. სტატია).
ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანის სიტყვებით, ქვეყანას ასევე გააჩნია “საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმაც”.
“გადამცემი სისტემის ოპერატორის – ს/ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებთან – ს/ს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსთან“ და შ.პ.ს. „ენერგოტრანსთან“ შეთანხმებით ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა.
საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა ეს არის ქვეყნის გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის გაძლიერების დროში გაწერილი პროგრამა, რომელიც წარმოადგენს პასუხს არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, მომავალი გამოწვევების საპასუხოდ და შესაძლებლობების განსახორციელებლად. ის ასახავს საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ადეკვატურ განვითარებას, მომავლის დამაჯერებელი სცენარების შესაბამისად.” -აცხადებს ექსპერტი
გიორგი ჩიქოვანი განცხადებით, ხსენებულ დოკუმენტში შესაძლებელია ვნახოთ თუ რეალურად როგორ იზრდება ელექტროენერიაზე მოხმარება. რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რა პოტენციურად დაგეგმილი პროექტებით/წყაროებითარის შესაძლებელი აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება. მისი სიტყვებით, საქართველო წლების განმავლობაში მზარდ ენერგოდეფიციტს განიცდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ელექტროენერგიის მოთხოვნას საკუთარი რესურსებით (ქვეყნის შიგნით მოქმედი გენერაციის წყაროებით) ვერ იკმაყოფილებს და იმპორტს საჭიროებს, ხოლო ელექტროენერგიაზე მოთხოვნა კი ყოველწლიურად 5%-ით იზრდება.
“მხოლოდ 2020 წელს საქართველომ 1 610 100 000 კვტ.სთ ოდენობის ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. განახლებადი რესურსების სწორი ათვისება აუცილებელია ენერგოდეფიციტის აღმოსაფხრელად და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” – აღნიშნა მან.
ნინო სამადაშვილი