Author Archives: energy

„როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კვლავ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი იქნება

2 ივნისს გამართულ „როსნეფტის” აქციონერთა წლიურ სხდომაზე დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ გერჰარდ შრიოდერი აირჩიეს. გერჰარდ შრიოდერი „გაზპრომის” შვილობილი კომპანია „როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 2017 წლიდანაა. გერჰარდ შრიოდერი 1998-2005 წლებში გერმანიის კანცლერი იყო. მისი კანცლერობის ბოლო დღეებს უკავშირდება გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი” პროექტის გარშემო რუსეთთან ხელშეკრულებების გაფორმება. კანცლერობის დასრულებისთანავე გერჰარდ შრიოდერი „ჩრდილოეთის ნაკადის” აქციონერთა კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. გერჰარდ შრიოდერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – „ნამახვანჰესის“ საკითხზე ჩართულია ევროკავშირის ავტორიტეტული ენერგოსტრუქტურა

„ნამახვანჰესის“ საკითხზე მედიაციის კუთხით ჩართულია ევროკავშირის ავტორიტეტული ენერგოსტრუქტურა, მათ ექნებათ სრული ნდობა, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „ნამახვანის“ საკითხი ასე დგას, რომ საჭიროა, გადაწყვეტილებების მიღება და კომუნიკაცია. კომუნიკაციაში როდესაც არის ორი მხარე და რთულია კომუნიკაცია, გვესმის რომ საჭიროა, მედიაციის როლის გამოყენება. მედიაციის კუთხით ჩვენ ჩართული გვყავს ენერგოგაერთიანება ევროკავშირის, ავტორიტეტული ...

Read More »

ასლან ბჟანიამ რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდების ხარჯზე კრიპტოვალუტის კანონიერად მოპოვების შესაძლებლობა დაუშვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვება მნიშვნელოვნად ზრდის დატვირთვას ისედაც ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ელექტროქსელებზე. მისი თქმით, „მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხის მოსაგვარებლად. არის შესაძლებლობა ამ ბიზნესის წარმოებისა საჭირო ელექტროენერგიის რუსეთიდან მოწოდების შემთხვევაში. ამ ეტაპზე რუსეთი მზადაა თავის ტარიფებით მოგვაწოდოს ელექტროენერგია. მათი ოპერატორები გაანაწილებენ თავიან ელექტროენერგიას, საბოლოო ჯამში ჩვენ აქამდე მივალთ, მაგრამ დროა საჭირო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ...

Read More »

“უახლოეს დღეებში საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე ეწვევა და „ნახავანჰესის“ საკითხზე შეხვედრა გაიმართება”

მთავარი საქართველოს ინტერესია, რომ ჩვენ ენერგეტიკულად ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ და საკუთარი, ადგილობრივი განახლებადი რესურსი განვითარდეს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნახავანჰესის“ საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ეწვევა აუცილებლად საქართველოს, ჩაერთვება მედიაციის პროცესში, რათა ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგი შედგეს. „ევროკავშირის მედიაცია, კერძოდ, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარის მეშვეობით ორგანიზებული მედიაცია, მიმდინარე ...

Read More »

ბიტკოინი შესაძლოა სალვადორში ოფიციალურ ვალუტად გამოცხადდეს

ნაიბ ბუკელეს სურვილის განხორციელების შემთხვევაში, სალვადორი გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კრიპტოვალუტას ოფიციალური სტატუსი მიენიჭება. ამჟამად ქვეყანას ეროვნული ვალუტა არ გააჩნია და ფინანსური ოპერაციებისთვის აშშ-ის დოლარს იყენებს. ბუკელეს განმარტებით, ბიტკოინის ვალუტად აღიარება საზღვარგარეთ მომუშავე სალვადორელებს სამშობლოში ფულადი გზავნილების განხორციელებას გაუადვილებს. პრეზიდენტის აცხადებს, რომ ბიტკოინის ვალუტად აღიარების კანონპროექტს პარლამენტში მომდევნო კვირის განმავლობაში გადაგზავნის.

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: „გამოგვეცლება ჰაერივით საჭირო ინვესტიცია, 2000 სამუშაო ადგილი, ქვეყანას შეელახება რეპუტაცია”

რიონის ხეობაში სიტუაცია ისევ დაძაბულია. ხმაური იყო სოფელ ზარათში, სადაც დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის მოხდა. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ამ ეტაპზე გადაკეტილი აქვთ რიონის ხეობაში შესასვლელი ხუთი გზა. თუმცა, როგორც „რიონის ხეობის მცველმა“ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, სამშენებლო კომპანია „ენკას“ რიონის ხეობაში შესვლისა და ტექნიკის შეტანის მცდელობები კვლავ აქვს. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „ენერგონიუსთან“ კომენტარი ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა გააკეთა: „არსებულ ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

ვანო მთვრალაშვილი: საწვავის გაიაფება გონივრულ ვადაში არაბრენდირებული სადგურებიდან დაიწყება

ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავჯდომარე „ბიზნესპარტნიორთან“ საწვავზე ფასებას შემცირებას ვარაუდობს და ფასწარმოქმნის ფაქტორებზე საუბრობს.   მისი განცხადებით, საწვავის ფასი ძირითადად დამოკიდებულია ორ ძირითად ფაქტორზე: საერთაშორისო ფასი პლატსის მიხედვით ნავთობპროდუქტებზე და ეს ფასები გაზრდილია, მეორე – ეროვნული ვალუტის კურსია და ამ თვალსაზრისით დადებითი დინამიკაა. „თავისთავად, აქედან გამომდინარე, მოლოდინები ოპტიმისტურია. ამის განმაპირობებელია ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში. თუ საუბარი იყო იმაზე, რომ ...

Read More »

თურქეთის ელჩი: „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები არ უნდა დაემუქრონ თურქ თუ ქართველ დასაქმებულებს

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს აქვთ პროტესტის ულფება, მაგრამ ისინი არ უნდა დაემუქრონ თურქ თუ ქართველ დასაქმებულებს, აცხადებს თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი. ელჩის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. ელჩის თქმით, უნდა აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“ ან სხვა რომელიმე პროექტი, ეს საქართველოს შიდა საკითხია, რაც მას აშფოთებს, კომპანია „ენკას“ მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა. „ის [„ენკა“] კარგი კომპანიაა, ამ კომპანიის მიმართ დისკრიმინაციას იმის გამო, რომ თურქულია, ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, 2021 წლის   4 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.89 (+  0,58) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.62 (+ 0,81)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რიონის ხეობაში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ დაპირისპირება მოხდა

ხმაური იყო სოფელ ზარათში. დაპირისპირება სამართსლდცველებსა და ადგილობრივებს შორის მოხდა. მოსახლეობის თქმით, მათ მეზობელ სოფელში სურდათ წასვლა, თუმცა პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპრება მოჰყვა. გაბრაზებულმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა ლოდებით გადაკეტა. ვარლამ გოლეთიანის თქმით, პოლიცია უკანონოდ ზღუდავს ადგილობროვების უფლებებს, რის გამოც მოსახლეობისთვის ცხოვრება გაუსაძლის გახდა.

Read More »