ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვება მნიშვნელოვნად ზრდის დატვირთვას ისედაც ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ელექტროქსელებზე.
მისი თქმით, „მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხის მოსაგვარებლად. არის შესაძლებლობა ამ ბიზნესის წარმოებისა საჭირო ელექტროენერგიის რუსეთიდან მოწოდების შემთხვევაში. ამ ეტაპზე რუსეთი მზადაა თავის ტარიფებით მოგვაწოდოს ელექტროენერგია. მათი ოპერატორები გაანაწილებენ თავიან ელექტროენერგიას, საბოლოო ჯამში ჩვენ აქამდე მივალთ, მაგრამ დროა საჭირო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის მაინინგის პრობლემას წლის ბოლოსთვის ჩვენ ვიმედოვნებთ ამ პრობლემის მოგვარებას, მანამდე კი ეს უკანონო ქმედება უნდა აღიკვეთოს”
ოკუპირებულ აფხაზეთში მაინინგი დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის დადგენილებითაა აკრძალული 2022 წლის მარტამდე, თუმცა, აკრძალვის მიუხედავად, კრიპტოვალუტის მაინინგი ინტენსიურად მიმდინარეობს.