Author Archives: energy

ზურაბ ჯაფარიძე: “ამ საგიჟეთში 800 მილიონით გარისკვა, ხელშეკრულებაში გარანტიებს უნდა ნიშნავდეს”

“ნამახვანის” ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ზურა ჯაფარიძე საკუთარ facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “როცა ადამიანებს არ ესმით რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ნებისმიერი რესურსი თავისუფლად იცვლიდეს მფლობელს და გადადიოდეს ნაკლებად ეფექტური მფლობელისგან უფრო ეფექტური მფლობელის ხელში, განურჩევლად მოქალაქეობისა, ეთნიკური წარმომავლობისა თუ თვალის ფერისა და როცა ამ ადამიანებისგან მომავალი პოლიტიკური დაკვეთით ქვეყნის კონსტიტუციაში იწერება, რომ დაუშვებელია მიწის მიყიდვა უცხოელზე – უცხოელი ინვესტორი, ...

Read More »

იოსებ არჩვაძე: მთავრობა ყველაფერს აკეთებს სოციალური წნეხის შესამსუბუქებლად, იგივე სუბსიდირების პროგრამა ამის კარგი მაგალითია

„როგორც ელექტროენერგიის სექტორში, გაზშიც გვჭირდება ბაზრის ლიბერალიზაცია, კონკურენცია, ბაზრის გახსნა, გაზსაცავის მშენებლობა… თუ რამე არ შევცვალეთ გაზის სფეროში, ასე იქნება ყოველთვის – ნებისმიერ დროს, სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაძლებელი იქნება რომ ტარიფი მოსახლეობას გაეზარდოს. ფაქტია, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ სოციალური წნეხის შესამსუბუქებლად, იგივე სუბსიდირების პროგრამა ამის კარგი მაგალითია. მხოლოდ ბუნებრივი გაზის სექტორში სუბსიდირების პროგრამით ისარგებლა მილიონზე მეტმა აბონენტმა, რამაც ჯამში 165 მილიონ ლარამდე შეადგინა“, ...

Read More »

“სემეკი კომპანიების და მომხმარებლების ინტერესებს თანაბრად იცავს, შესაბამისად მისი მოვალეობა დაბალანსებული ტარიფების დადგენაა”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 27 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა და 1 კუბური მეტრი ცისფერი აირის ფასი პირველი ივნისიდან 54 თეთრი იქნება. ეკონომისტი ანდრია გვიდიანი გაზის ტარიფის ზრდას გარდაუვალ ნაბიჯად მიიჩნევს და ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ლარის კურსის ცვლილებით ხსნის. გვიდიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ბოლოს დადგინდა ბუნებრივი გაზის ტარიფი (2019 წლის 31 დეკემბერი), ...

Read More »
საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს

მაისში რეაბილიტირებული ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია 98,5%-ით გაიზარდა

ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შემდეგ, 2021 წლის 1-დან 24 მაისის ჩათვლით ელექტროენერგიის გამომუშავება მკვეთრად გაიზარდა. თუ საქართველოს ყველაზე დიდმა ჰიდროელექტროსადგურმა 2020 წლის მაისის 24 დღეში 141.353 მლნ კვტ-სთ გამოიმუშავა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 98,5%-ით 280.608 მლნ კვტ-სთ-მდე გაიზარდა. მიმდინარე წელს, მაისში ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგია ენგურჰესმა 20 მაისს გამოიმუშავა 16.606 მლნ კვტ-სთ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 7.646 ...

Read More »
აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

„თბილისი ენერჯი“: გაზს 34 თეთრად ვყიდულობთ და 26 თეთრად ვყიდით

„თბილისი ენერჯი“ გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის – გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმე თვეა “თბილისი ენერჯი” ითხოვდა მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას, რაც ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში მომავალში ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს როგორც მოსახლეობას, ისე კომპანიას. „გვინდა განვმარტოთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ვალუტის კურსის გამო, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს. ...

Read More »

ბაიდენი: “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის სანქციები ზიანს მოუტანს ურთიერთობას ევროპელ მოკავშირეებთან

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა არ გამოიყენოს სანქციები “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის გაზსადენთან მიმართებით, რადგან პროექტი თითქმის დასრულებულია, ხოლო სანქციები ზიანს მიაყენებდა ურთიერთობას ევროპელ მოკავშირეებთან. “ის თითქმის ბოლომდე დასრულებულია”, – თქვა ბაიდენმა გაზსადენზე, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით გაზს რუსეთიდან გერმანიაში ჩაიტანს. “საქმე ის არ არის, შემიძლია თუ არა გერმანიას ნებართვა მივცე, რაღაც გააკეთოს, ან არ გააკეთოს … ახლა ...

Read More »
რა ცვლილებები შეეხება სოციალური გაზის ტარიფს

თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი გაეზრდება

თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ზის ტა­რი­ფი გა­ეზ­რდე­ბა. ამის შე­სა­ხებ სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ტა­რი­ფის ცვლი­ლე­ბა კომ­პა­ნი­ის 20 მი­ლი­ო­ნი­ან­მა და­ვა­ლი­ა­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია. “კომ­პა­ნია “თბი­ლი­სი ენერ­ჯიმ” მო­მარ­თა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფის გა­და­ხედ­ვის მიზ­ნით, ვი­ნა­ი­დან მათ ბოლო წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 20 მლნ ლარ­ზე მეტი ზა­რა­ლი და­უგ­როვ­დათ და პრაქ­ტი­კუ­ლად ხდე­ბი­ან ვა­ლა­უ­ვა­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­და­ი­ხე­დოს ტა­რი­ფე­ბი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მათი ზა­რა­ლი, რო­მე­ლიც ლა­რის კურ­სის გა­უ­ა­რე­სე­ბის ...

Read More »

სემეკი დღეს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებს

დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი)საჯარო სხდომაზე შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებს. საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. პანდემიის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი რეგულაციების ფარგლებში, სემეკი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, შესაბამისი პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხის მოსმენა, პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა. სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისათვის ბმულის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების” იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის  26 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68,87 (+  0.22) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.21 (+ 0.14)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები გუმათთან რჩებიან

“რიონის ხეობის მცველები” რჩებიან გუმათთან აღმართულ რკინის ჯებირებთან. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ჯებირებს ხელებს ურტყამდნენ და პროტესტს ასე გამოხატავდნენ. ჯებირების მეორე მხარეს სამართალდამცავები იმყოფებიან. ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანა. აქციის მონაწილეები აპირებენ რიონის ხეობისკენ მიმავალი გზები გადაკეტონ და გადაადგილების საშუალება არ მისცენ ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ ავტომანქანებს.

Read More »