რა ცვლილებები შეეხება სოციალური გაზის ტარიფს

თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი გაეზრდება

თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ზის ტა­რი­ფი გა­ეზ­რდე­ბა. ამის შე­სა­ხებ სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ტა­რი­ფის ცვლი­ლე­ბა კომ­პა­ნი­ის 20 მი­ლი­ო­ნი­ან­მა და­ვა­ლი­ა­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

“კომ­პა­ნია “თბი­ლი­სი ენერ­ჯიმ” მო­მარ­თა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფის გა­და­ხედ­ვის მიზ­ნით, ვი­ნა­ი­დან მათ ბოლო წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 20 მლნ ლარ­ზე მეტი ზა­რა­ლი და­უგ­როვ­დათ და პრაქ­ტი­კუ­ლად ხდე­ბი­ან ვა­ლა­უ­ვა­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­და­ი­ხე­დოს ტა­რი­ფე­ბი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მათი ზა­რა­ლი, რო­მე­ლიც ლა­რის კურ­სის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღეს, და­კომ­პენ­სირ­დეს. ჩვენ როცა ტა­რი­ფი და­ვად­გი­ნეთ კურ­სი იყო 2.97. ამის შემ­დეგ კომ­პა­ნი­ას უფრო ძვი­რად უწევ­და ენერ­გი­ის ყიდ­ვა, ვიდ­რე ჩვენს მიერ დად­გე­ნი­ლი ტა­რი­ფით ხდე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­წო­დე­ბა.

სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია კომ­პა­ნი­ის­თვის ზა­რა­ლის დაგ­რო­ვე­ბა. იმის­თვის, რომ კომ­პა­ნია გა­ი­მარ­თოს და შეძ­ლოს უსაფრ­თხოდ, დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს არ­სე­ბი­თი გა­დახ­რა გას­წორ­დეს.

ამ მიზ­ნით გან­ვი­ხი­ლავთ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფე­ბის გა­და­ხედ­ვის სა­კითხს. 20 მლნ ლარ­ზე მეტი უნდა და­უ­კომ­პენ­სირ­დეს კომ­პა­ნი­ას. ჩვენ ვი­ღებთ გა­ზის მო­ცუ­ლო­ბას, სა­შუ­ა­ლო ვა­ლუ­ტის კურსს თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით და იმის შე­სა­ბა­მი­სად ვახ­დენთ გა­და­ან­გა­რი­შე­ბას. ტა­რი­ფე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი წარ­მოგ­ვიდ­გენს და­ან­გა­რი­შე­ბას, კო­მი­სია იმ­სჯე­ლებს და მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი გა­იზ­რდე­ბა და თბი­ლის­ში მცხოვ­რებ აბო­ნენ­ტებს შე­ე­ხე­ბათ”, – გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია (სე­მე­კი) შპს „თბი­ლი­სი ენერ­ჯის­თვის“ დად­გე­ნი­ლი სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფის კო­რექ­ტი­რე­ბა­ზე ღია სხდო­მა­ზე იმ­სჯე­ლებს. სხდო­მა 12:00 სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

Leave a Reply