Author Archives: energy

თურნავა: საქართველოში საკუთარი ელექტროენერგიის წყაროები უნდა დომინირებდნენ

სასურველია რომ ჩვენი საკუთარი ელექტროენერგიის წყაროები კვლავაც დომინირებდნენ მომატებული მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში, – ამის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში წელიწადში ჯამში 4 მილიარდი კილოვატ-საათის ელექტროენერგიის და იმპორტულ გაზზე დაყრდნობილი ელექტროენერგიის იმპორტირება ხდება, რაც ქვეყნის წლიური მოხმარების 30%-ზე მეტს შეადგენს. „სამომავლოდ, როდესაც ეკონომიკა აღდგება და მოხმარება მომავალში ეკონომიკურ ზრდასთან ერთად გაიზრდება, სასურველია რომ ჩვენი საკუთარი ელექტროენერგიის წყაროები კვლავაც დომინირებდნენ ამ ...

Read More »

„გაზპრომი“ ბიტკოინის საწარმოს ხსნის, რომელიც გაზის ენერგიაზე იმუშავებს

რუსული „გაზპრომი“ ახალ ბიზნესში იწყებს საქმიანობას – ბიტკოინის მოპოვება. კომპანიამ გადაწყვიტა გამოიყენოს ნავთობისა და გაზის მარაგები ბიტკოინის საწარმოებლად. კომპანია არის რუსეთის გაზის მონოპოლისტი და მსოფლიოში სიდიდით მე -10 ნავთობმწარმოებელი. „გაზპრომი“ ხელმძღვანელობს ისეთ ტრანსსასაზღვრო გაზსადენებთან დაკავშირებულ პროექტებს, როგორიცაა Nord Stream და South Stream, რომელიც რუსულ გაზს ევროპას აწვდის. “გაზპრომი” ახლა უკვე შეეცდება კრიპტოვალუტის ბაზარზე შესვლასაც. კომპანიის ახალი ობიექტი მდებარეობს ციმბირის ჩრდილო–დასავლეთ ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

„პანდემიამ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 11.2%-ით შეამცირა“ – 3 მიზეზი, რამაც მოხმარება შეამცირა

2020 წლის იანვარ-ნოემბერში COVID-19 პანდემიამ ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად შეამცირა. ამის შესახებ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული. კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, მოხმარება წლიურად 11.2%-ით არის შემცირებული. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება შესაძლოა, აიხსნას – შემცირებული ეკონომიკური აქტივობით, კრიპტოინდუსტრიის მკვეთრი ვარდნით და თითქმის განულებული ტურიზმით. ამასთან, როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, 2020 წლის 11 თვეში რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ...

Read More »

ირანი აცხადებს, რომ განაახლა ურანის გამდიდრება

ირანის მთავრობის განცხადებით, ქვეყანამ მიწის ქვეშ მდებარე ობიექტზე განაახლა ურანის 20 პროცენტით გამდიდრება – რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ზღვარს, რომელიც ირანს 2015 წელს, საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულებით დაუწესდა. მთავრობის პრესმდივანმა, ალი რაბიეიმ 4 იანვარს განაცხადა, რომ ფორდოს ობიექტზე ამ სამუშაოს დაწყების ბრძანება გასცა პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ. ეს არის ირანის მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებას. იმ ხელშეკრულებით ირანს შეუმსუბუქდა ...

Read More »
ილჰამ ალიევი: TANAP უალტერნატივოა

აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი იზრდება – რა მოცულობის ბუნებრივ აირს მიიღებს საქართველო გატარების სანაცვლოდ

2021 წელს საქართველო აზერბაიჯანიდან მთლიანად 188,8 მლნ კუბური მეტრით მეტ გაზს მიიღებს, ვიდრე 2020-ში. როგორც 2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსშია აღნიშნული, წელს ქვეყანა აზერბაიჯანიდან სულ 2,518 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, საიდანაც „სოკარის“ მიწოდება იქნება 1,504 მლრდ კუბური მეტრი. ამავე ბალანსის მიხედვით, წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ (სპეციალურ ფასად შესასყიდი გაზი) მოცულობა 508.7 მლნ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2021 წლის  5 იანვრის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  53,60  (+  2,51) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  49,93  (+  2,31)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
რუსეთი გაზის ტრანზიტის საკითხში უკრაინას თურქეთით ჩაანაცვლებს

2020 წელს ევროპაში TurkStream-ით 5.8 მლრდ კუბური მეტრი რუსული გაზი ტრანსპორტირდა

2020 წელს გაზსადენ TurkStream-ის საშუალებით, თურქეთის გავლით ევროპაში 5.8 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის რუსული გაზის ტრანსპორტირება განხორციელდა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. აღნიშნული გაზსადენი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2020 წლის დასაწყისში გახსნეს. გასული წლის იანვრის შემდეგ რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა ბულგარეთს, საბერძნეთს, მაკედონიასა და რუმინეთს. TurkStream-ი 930 კმ სიგრძის გაზსადენს მოიცავს, რომელიც რუსეთს თურქეთთან შავი ...

Read More »

თხევადი გაზის ასოციაცია პარლამენტს აქციზის გადახედვას სთხოვს

საქართველოს თხევადი გაზის  ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა ხოფერია პარლამენტის ახალ შემადგენლობას ინიციატივით მიმართავს, შეისწავლოს და გადახედოს  IX მოწვევის  საკანონმდებლო ორგანოს დროს მიღებული კანონი.  როგორც ხოფერია აცხადებს, უნდა მოხდეს სააქციზო განაკვეთის განხილვა, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ამის მიხედვით სამართლიანი ტარიფების დაწესება. “დღეს მოქმედი ტარიფებით, უბრალოდ გაჩერდა ეს სფერო და აღარ ვითარდება. იხურება თხევადი გაზის ავტოგასამართი სადგურები, შესაბისად, ხალხი უმუშევარი რჩება. ამ ...

Read More »
შესაძლებელია თუ არა ჰაერის ელექტროენერგიად გარდაქმნა

რას მოგვიტანს ენერგობაზრის რეფორმა

ელექტროენერგიის ბაზრის დერეგულირების პროცესი გრძელდება. წელს, თავისუფალ ბაზარზე „ენერგო პროსა“ და „თელასის“ მომხმარებელთა ნაწილი გავა. 2021 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წელს, „თელასიდან“ ბაზარზე გამსვლელი მომხმარებლების მოხმარება 13.5 მლნ კვტ.სთ იქნება, „ენერგო პროდან“ გასული მომხმარებლების მოხმარება 230.8 მლნ კვტ.სთ. რეფორმის ფარგლებში იზრდება პირდაპირი მომხმარებლების წილი. 2021 წელს პირდაპირი მომხმარებლები ჯამში სავარაუდოდ, 2.3 მლრდ კვტ. სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ. მთავრობა წელს, ელექტროენერგიის ...

Read More »

თურნავა: ნამახვან ჰესის პროექტის განმახორციელებელი თურქული კომპანი „ენკა“ ძალიან სერიოზული და სოლიდური ინვესტორია

ჩვენ ინვესტორს არცერთ ეტაპზე გადასვლის უფლებას არ ვაძლევთ, იმის გარეშე, დამატებითი დასაბუთებები არ წარმოადგინოს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ნამახვან ჰესის პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის განმახორციელებელი თურქული კომპანი „ენკა“ ძალიან სერიოზული და სოლიდური ინვესტორია. „პანდემიისა და სხვა რისკების მიუხედავად, საქართველოში 800 მლნ დოლარს დებს. იშვიათად მესახება რეგიონში ასეთი მსხვილი მასშტაბის პროექტი, როგორიც ნამახვანის ჰესის მშნებლობის პროექტი. ეს არის, ...

Read More »