თურნავა: ნამახვან ჰესის პროექტის განმახორციელებელი თურქული კომპანი „ენკა“ ძალიან სერიოზული და სოლიდური ინვესტორია

ჩვენ ინვესტორს არცერთ ეტაპზე გადასვლის უფლებას არ ვაძლევთ, იმის გარეშე, დამატებითი დასაბუთებები არ წარმოადგინოს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ნამახვან ჰესის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის განმახორციელებელი თურქული კომპანი „ენკა“ ძალიან სერიოზული და სოლიდური ინვესტორია.

„პანდემიისა და სხვა რისკების მიუხედავად, საქართველოში 800 მლნ დოლარს დებს. იშვიათად მესახება რეგიონში ასეთი მსხვილი მასშტაბის პროექტი, როგორიც ნამახვანის ჰესის მშნებლობის პროექტი. ეს არის, პირველ რიგში, ის უცხოური ვალუტის ფინანსური წყარო ჩვენს ფინანსურ ბაზარზე, რომელიც თუნდაც ლარის კურსის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ასევე, ბევრ სხვა სიკეთეს ჩვენს ეკონომიკაში“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, აღნიშნულთან ერთად, პროექტით 2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

„მიხარია, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ პროეტქტთან დაკავშირებით ხმა ამოიღო. 2 000-ზე მეტ სამუშო ადგილს შექმნის, რომელთაგან უმეტესობა ადგილობრივი დასაქმდება და ეს თვითონ რეგიონის განვითარებაში ძლიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა.

როდესაც ასეთი მსხვილი პროექტები შენდება, ბუნებრივია, გარკვეული კითხვები, თუნდაც პროტესტი, თუ მოსახლეობას გარკვეული კითხვები გაუჩნდა, ესეთი დიდი პროექტები გვინდა თუ არ გვინდა, ბუნებაზე ზემოქმედებს. ენერგეტიკულად და ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ნაკლებადდამაზიანებელი უნდა იყოს,

ამდენად, სწორია, რომ პროექტს ძალიან დიდი კვლევები აქვს. სწორია, რომ ჩვენი და გარეოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია ამ ნებართვების ფარგლებში, ინვესტორს სულ მუდმივი ანგარიშგების რჟიმში ამყოფებს. ჩვენ მას არცერთ ეტაპზე გადასვლის უფლებას არ ვაძლევთ, იმის გარეშე, დამატებითი დასაბუთებები არ წარმოვადგენიოთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

Leave a Reply