Author Archives: energy

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მტკვარი ჰესის მშენებლობას 2021 წლის ბოლოს დაასრულებს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მტკვარი ჰესზე ძირითადი სამუშოების დასრულებას 2021 წლის ბოლოსთვის  გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ განუცხადა, მტკვარი ჰესი ინვესტიციების მოცულობით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყველაზე მსხვილი პროექტია, მისი საინვესტიციო ღირებულება 157 მლნ დოლარია.  2014 წელს თანაინვესტირების ფონდმა მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი სრულად შეისყიდა და მშენებლობა გააახლა. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება ...

Read More »

“ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე რასაც ნიშნავს, ნანახი გვაქვს – ეს არის მთავარი პოლიტიკური იარაღი ოკუპანტის ხელში”

„მინდა ძალიან მარტივი და გასაგები ენით ავხსნა, თუ რა დევს ახლა სასწორზე ნამახვანში. მთელი ამ პიარკამპანიის დედააზრი, რასაც განსაკუთრებით ოპოტელევიზიები ამ დღეებში გადმოცემენ, არის მიმართული არა ამ პრობლემის მოგვარებისაკენ, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დიდი ჩიხისაკენ, იყენებენ რა ამ პროტესტში ჩართულ გულწრფელ ადამიანთა გრძნობებზე მანიპულაციების მთელ არსენალს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ნამახვანში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას ...

Read More »

„ OPEC +“ – ის ფარგლებში აზერბაიჯანმა მარტში ნაკისრი ვალდებულებები 100.5% -ით შეასრულა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით,, ნავთობის მოპოვებამ აზერბაიჯანში 2021 წლის მარტში შეადგინა 592,1 ათასი ბარელი დღე/ღამეში თებერვლის თვის 593 ათასი ბარელისა. “2021 წლის მარტში აზერბაიჯანში კონდენსატით ნავთობის დღიურმა მოპოვებამ შეადგინა 734,8 ათასი ბარელი, საიდანაც 592,1 ათასი ბარელი მოვიდა ნავთობის მოპოვებაზე, 142,7 ათასი ბარელი კონდენსატზე. აზერბაიჯანმა ნავთობის მოპოვება მარტის თვეში შეამცირა 125,9 ათასი ბარელით დღე/ღამეში 2018 წლის ოქტომბრის თვესთნ შედარებით “, – ...

Read More »

ლეიბორისტები ნამახვანჰესის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებენ

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ნამახვანჰესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. „ლეიბორისტებს“ მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობასა და ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომელიც გარემოს დაცვის უფლებას ეხება. „ვითხოვთ ყველა კონტაქტის და ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომელიც დაიდო ამ ე.წ. კომპანიასთან და რომელიც არის ადამიანის უფლების ხელყოფა, ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,89 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცაზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუტების იმპორტიორთა კავშირი” ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგების შესახებ: გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,89 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 492,423 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები გაიზარდა 0,31 მილიონი ბარელით  და შეადგინა  234,897 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 2,08 მილიონი  ბარელით  და შეადგინა 143,464 მლნ ბარელი. ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ...

Read More »

სემეკსა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობის განვითარება და საქართველოში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, დანერგვა. ამ მიზნით მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი პროექტების, ...

Read More »

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი გაზარდა

“ნავთობპროდუტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) გაზარდა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი 2021 წელს 230 ათასი ბარელით/დღე-ღამეში. სააგენტო ახლა პროგნოზირებს მოთხოვნილებას 96,7 მლნ ბარელის ოდენობით/დღე-ღამეში, რაც 5,7 მლნ ბარელით მეტია 2020 წელთან შედარებით, ნათქვამია  IEA-ის მოხსენებაში. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში სუსტი მონაცემების მიუხედავად, წლიური პროგნოზი გაიზარდა გაუმჯობესებული ეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით. ამავდროულად, მოთხოვნილების აღდგენა კვლავ არასტაბილურია, რადგან რიგ მომხმარებელ- ქვეყნებში იზრდება ...

Read More »

ლერი ბარნაბიშვილი: მთავრობის პოზიციაა, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს, არ იქნება შესრულებული

ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, იქნება ეს ჰესების მშენებლობა, თუ სხვა პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ იქნება შესრულებული, – ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, ქუთაისში, „ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არის და ეს საკითხი მოლაპარაკების საგანი იქნება. „მე ...

Read More »

“ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ კონკრეტული ჰესის საჭიროებაში”

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. „ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, რა თქმა უნდა ყველაფერზე, პასუხი დღეს ვერ გვექნებოდა, თუმცა შევთანხმდით დიალოგის გაგრძელებაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შვიდი ადამიანი ვიყავით პარლამენტიდან, იყო პრემიერის წარმომადგენელი. იცით, რომ პარლამენტში მრავალსაათიანი განხილვა იყო, შედგა რამდენიმე შეხვედრა და პარლამენტარების მხრიდან ეს იყო სწორედ იმ ...

Read More »

“ხელისუფლებასთან დიალოგის გასაგრძელებლად სამი წინაპირობა დავასახელეთ”

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, გუბერნატორებსა და დეპუტატებთან შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენა. როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, შეხვედრა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში წარიმართა. „ყველაზე უფრო კარგი ის არის, რომ გადავდივართ, ვფიქრობ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში, რადგან არსებობს დათმობითი სულისკვეთება, რომელიც იგრძნობოდა მათი მხრიდან. სამი ძირითადი საკითხი დავაყენეთ, რათა გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგის. სამი პირობა არის ის, რომ ...

Read More »