“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით,, ნავთობის მოპოვებამ აზერბაიჯანში 2021 წლის მარტში შეადგინა 592,1 ათასი ბარელი დღე/ღამეში თებერვლის თვის 593 ათასი ბარელისა.
“2021 წლის მარტში აზერბაიჯანში კონდენსატით ნავთობის დღიურმა მოპოვებამ შეადგინა 734,8 ათასი ბარელი, საიდანაც 592,1 ათასი ბარელი მოვიდა ნავთობის მოპოვებაზე, 142,7 ათასი ბარელი კონდენსატზე. აზერბაიჯანმა ნავთობის მოპოვება მარტის თვეში შეამცირა 125,9 ათასი ბარელით დღე/ღამეში 2018 წლის ოქტომბრის თვესთნ შედარებით “, – აღნიშნავს დეპარტამენტი.
2021 წლის მარტის თვის მონაცემებით, აზერბაიჯანის ნავთობის მოპოვების კვოტამ შეადგინა 595 ათასი ბარელი დღე/ღამში. ამრიგად, აზერბაიჯანმა ნავთობის მოპოვების შესახებ ნაკისრი ვალდებულებები „OPEC +“ – ის გარიგების ფარგლებში მარტის თვეში შეასრულა 100.5% -ით.
როგორც ცნობილია, ოპეკისა და ოპეკის არაწევრმა ქვეყნებმა 2020 წლის 12 აპრილს ვიდეო კონფერენციის დროს, დაამტკიცეს შეთანხმება ნავთობის ყოველდღიური მოპოვების სამ ეტაპად შემცირებაზე. სამ ეტაპად, 2020 წლის 1 მაისიდან 2022 წლის აპრილამდე. შეთანხმებების ფარგლებში, აზერბაიჯანმა პირობა დადო, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან შეამცირებს ნავთობის მოპოვებას კონდენსატის გამოკლებით, ე.ი. 718 ათასი ბარელიდან დღე /ღამეში ნიშნიდან.
2021 წლის 5 იანვრის და 2021 წლის 4 მარტის ხელშეკრულებების თანახმად, აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება უნდა შენარჩუნდეს 595 ათასი ბარელის დონეზე 2021 წლის აპრილამდე.