Author Archives: energy

იაპონიაში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი თხევადი წყალბადის ქარხანა აშენდება

ფრანგული Air Liquide და იაპონური Itochu მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს თხევადი წყალბადის ქარხანას ააშენებენ. მხარეებს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქარხანა, რომელიც იაპონიის უდიდესი კუნძულის ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში აშენდება, მიზნად ისახავს ექსპლუატაციაში შესვლას 2025 წლამდე, ნათქვამია მოხსენებაში. ახალი ქარხანა მიზანია აწარმოოს დღეში 30 ტონამდე წყალბადი გათხევადებული ბუნებრივი აირიდან, ელექტროსადგურებში საწვავად გამოსაყენებლად და ტრანსპორტისთვის. აღნიშნული მოცულობა საკმარისი იქნება 42,000 მანქანისთვის. ამბობენ, ...

Read More »

ავსტრიაში ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების ორი დიდი ჰესი აშენდება

“Limberg III და Reisseck II+ ელექტროსადგურები ხელს შეუწყობენ მდგრადი ენერგომომავლის შექმნას!” გასულ ოთხშაბათს ავსტრიაში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელის “ვერბუნის” თავმჯდომარემ მაიკლ სტრუგლმა განაცხადა ორი ახალი ფართომასშტაბიანი ჰიდროენერგეტიკული პროექტის შესახებ – Limberg III–ის მშენებლობა კაპრუნში, ზალცბურგში იგეგმება და Reisseck II+-ის – კარინთიაში. ინვესტიციების ღირებულება ნახევარ მილიარდ ევროზე მეტია და ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის განმტკიცებას რეგიონში. Limberg III დასრულების შემდეგ, Limberg III იქნება ელექტროსადგური, ...

Read More »

წყლის რესურსების დაცვის დღეს ენერგოომბუდსმენი სემეკის თავმჯდომარესთნ ერთად საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიასთან და სემეკის წევრებთან ერთად შპს „ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ მედიაში, ასევე მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით ვრცელდება არაერთი მომხმარებლის ინფორმაცია წყალმომარაგების კომპანიების არასათანადო მომსახურეობასთან დაკავშირებით, როგორც დედაქალაქის მაშტაბით, ასევე რეგიონულ ...

Read More »

აფბა ესკოს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დარღვევაში ამხელს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო)  საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დარღვევაში ამხელს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, საკითხს შესაბამის სამართლებრივ მსვლელობას აუცილებლად მისცემენ. აფბას განცხადებით, ორგანიზაციამ 2021 წლის 4 მარტს ოფიციალურად, წერილობით მიმართა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო), რათა მიეწოდებინა 2016-2020 წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალური ტარიფები თვეების მიხედვით. ინფორმაციაში დეტალურად უნდა ყოფილიყო ასახული იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდებობა ...

Read More »

„ელგრინი“ ელექტროენერგიის იმპორტისას საქართველოს საიმედო პარტნიორია- ზურაბ ნოღაიდელი

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ჰესების მშენებლობა ფერხდება, რაც ელექტროენერგიის იმპორტს ზრდის, კომპანია „ელგრინი“, რომელიც  ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან ახორციელებს, მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსული ელექტროენერგიის იმპორტი შეუძლია აზერბაიჯანით ჩაანაცვლოს. კომპანიის მოსაზრებით, თუკი „ესკო“ ელექტროენერგიის მაჩვენებლებს დეტალურად გამოაქვეყნებს, მათ შორის დღის და ღამის ტარიფებსაც,  ამ მოსაზრების  მართებულობა კიდევ უფრო ცხადი გახდება. როგორც ირკვევა, თებერვალში აზერბაიჯანული ელექტროენერგია გაიაფდა და სტაბილურად 4.4 ცენტი შეადგინა, მაშინ ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

საწვავი დღეს 3 თეთრით გაძვირდა

საწვავი კიდევ 3 თეთრით გაძვირდა 2.61 ლარის ნაცვლად 2.64 ლარი გახდა.“ერთი “დადებითი” ფაქტორია, თუ აქამდე საწვავის ღირებულება 5 თეთრიანი მარჟით იზრდებოდა ამჯერად 3 თეთრით გაიზარდა. მაგრამ, “უარყოფითი” ისაა, რომ პერმანენტულ გაძვირებებს შორის, თუ ადრე საშუალოდ 10 – 15 დღიანი ინტერვალი იყო, ამჯერად ეს ინტერვალი ერთ კვირამდე შემცირდა. ფაქტიურად, საწვავის გაძვირების ტემპი თუ ცნობილი იქნება, მარტივად შესაძლებელია ლარის გაუფასურების ტრენდის განსაზღვრა,” – განaცხადა ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 19  მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64,53 (+  1.25) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  61.42 (+ 1.42)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: არ შეიძლება მიწა გადავიდეს სამუდამოდ კერძო საკუთრებაში

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მებრძოლმა ვარლამ გოლეთიანმა საკუთარ facebook გვერდზე მიმართვა გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ შეასრულონ მათი ყველა მოთხოვნა და აღიშნა, რომ აქციის მონაწილეები არ აპირებენ არაფრის დათმობას და ბოლომდე იბრძოლებენ. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი მიზანი არ არის არეულობის მოწყობა და რომელიმე სამთავრობო პირის გადადგომა, თუმცა არ აპირებენ შეეგუონ სახელმწიფო ინტერესების დათმობას ინვესტორის სასარგებლოდ, რის ...

Read More »

TANAP– ის საშუალებით თურქეთს 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ექსპორტზე გაიტანა თურქეთში, რაც 15,6%-ით მეტია, წინა წელთან შედარებით. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელეს, ნავთობისა და გაზის წარმოების შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით. ხსენებული მონაცემების თანახმად, ამ პერიოდში 919 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიეწოდებოდა თურქეთს ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP). ნინო სამადაშვილი

Read More »

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ენერგოუსაფრთხოებაში

ევროკავშირმა შეაქო საქართველო რეგიონალური და ევროპის მასშტაბით ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ერთობლივ პრესრელიზში, იუწყება აზერბაიჯანული პრესა. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო როლს სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, კასპიის ზღვიდან ევროპის ბაზრებზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაში. დოკუმენტში ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ ევროკავშირი მიიჩნევს საქართველოს მთავარ პარტნიორად რეგიონში და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას საგარეო ...

Read More »