ვარლამ გოლეთიანი: არ შეიძლება მიწა გადავიდეს სამუდამოდ კერძო საკუთრებაში

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მებრძოლმა ვარლამ გოლეთიანმა საკუთარ facebook გვერდზე მიმართვა გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ შეასრულონ მათი ყველა მოთხოვნა და აღიშნა, რომ აქციის მონაწილეები არ აპირებენ არაფრის დათმობას და ბოლომდე იბრძოლებენ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი მიზანი არ არის არეულობის მოწყობა და რომელიმე სამთავრობო პირის გადადგომა, თუმცა არ აპირებენ შეეგუონ სახელმწიფო ინტერესების დათმობას ინვესტორის სასარგებლოდ, რის გამოც არსებული ხელშეკრულების გაუქმება აუცილებელ პირობად მიაჩნიათ.

გოლეთიანი ხაზს უსვამს, რომ მიწის საკითხი ყველაზე მეტად აღელვებს საზოგადოებას და ამიტომ მიაჩნია, რომ რაც არ უნდა მომგებიანი იყოს პროექტი, დაუშვებელია  კერძო პირებს სამუდამოდ გადაეცეთ საკუთრებაში მიწის დიდი ფართობი, მიუხედავად იმისა ქართველი იქნება ის თუ უცხოელი.  მისი განცხადებით ასეთივე პრობლემა დგას“ ნამახვანჰესის“ შემთხვევაშიც, როდესაც ხეობის დიდი ნაწილი ინვესტორის საკუთრებაში გადადის.

 „არ შეიძლება არაფრის ფასად გადასცე მიწა სამუდამო საკუთრებაში, ქართველი იქნება, თუ უცხოელი.  კერძო პირის სამუდამო საკუთრებაში მიწის დიდი ფართობი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს“, – აცხადებს გოლეთიანი.

ვარლამ გოლეთიანი ასევე შეეხო იმ საკითხებსაც, რომლებითაც, მისი სიტყვებით, „ნამახვანჰესის“ მომხრეები აპელირებენ: ენერგოდამოუკიდებლობა, ფინანსური ინვესტიცია და დასაქმება და აღნიშნა, რომ ხსენებული არგუმენტები კირიტიკას ვერ უძლებენ, რადგან ინვესტორს, ხელშეკრულების თანახმად, უფლება აქვს არ დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა, იმ შემთხვევაში, თუ მათი კომპეტენცია არ იქნება შესაბამისი. იქიდან გამომდინარე, რომ ხეობის მოსახლეობა, გადამზადების შემთხვევაშიც ვერ შეძლებს მიიღოს ჰესის ასაშენებლად აუცილებელი ცოდნა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს, მით უმეტეს საინჟინრო პოზიციებზე. ხოლო, რაც შეეხება ინვესტივციებს, გოლეთიანი მიიჩნევს, რომ არ აქვს ფინანსთა სამინისტროს დათვლილი პროექტის ხარჯი და სარგებელი და არც ანგარიში აქვს გამოქვეყნებული, თუ ინვესტირებული თანხის რა წილი დარჩება ეკონომიკაში. ხოლო ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, ვარლამ გოლეთიანის სიტყვებით,  ქვეყანას არანაირი საგებელი არ ენქება, რადგან ინვესტორი ითავისუფლებს თავს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებისგან და აქვს უფლება სურვილისამებრ განკარგოს გამომუშავებული ენერგია. ის ასევე შეეხო  ერთ-ერთი აქციის დროს გაჟღერებულ მოთხოვნას, ნათია თურნავას გადაყენებასთან დაკავშირებით და ხსენებული ახსნა იმით, რომ მათ სურდათ უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ პასუხი, თუ რატომ დაიდო მსგავი ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება თავის დროზე, მიუხედავად იმისა, რომ არ თვლიან მხოლოდ ნათია თურნავას აღნიშნულში დამნაშავედ. აქედან გამომდინარე, მისი შეხვედრიდან წასვლა ძალიან შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა აქცის მონაწილეებსითვის.

ნინო სამადშვილი

Leave a Reply