ფრანგული Air Liquide და იაპონური Itochu მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს თხევადი წყალბადის ქარხანას ააშენებენ.
მხარეებს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქარხანა, რომელიც იაპონიის უდიდესი კუნძულის ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში აშენდება, მიზნად ისახავს ექსპლუატაციაში შესვლას 2025 წლამდე, ნათქვამია მოხსენებაში.
ახალი ქარხანა მიზანია აწარმოოს დღეში 30 ტონამდე წყალბადი გათხევადებული ბუნებრივი აირიდან, ელექტროსადგურებში საწვავად გამოსაყენებლად და ტრანსპორტისთვის. აღნიშნული მოცულობა საკმარისი იქნება 42,000 მანქანისთვის.
ამბობენ, რომ ქარხანა, რომელიც იაპონიაში აშენდება, ანალოგიურია, ნევადაში Air Liquide–ის მიერ აშენებული ქარხანისა, რომლის ინვესტიციამაც 187 მილიონი დოლარი შეადგინა, რითაც ხსენებული საწარმო წყალაბადის წარმოების მიმართულებით მსოფლიოში უდიდესი ობიექტად იქცა.
დღეისათვის იაპონია დღეში 44 ტონა თხევად წყალბადს აწარმოებს. მთავრობის ენერგეტიკული სტრატეგია, რომელსაც პრემიერ მინისტრი იოშიჰიდა სუგა ხელმძღვანელობს, მიზნად ისახავს წყალბადზე, როგორც ენერგიის სუფთა მატარებელზე, სრულად გადასვლას, 2030 წლისთვის წყალბადის წლიური წარმოების 3 მილიონ ტონამდე და წყალბადის სადგურების რაოდენობის 137-დან 900-მდე გაზრდას.
ნინო სამადაშვილი