Author Archives: energy

ნაციონალები სომხეთისათვის გაზის გადაკეტვისკენ მოგვიწოდებენ

TAP-ის ამოქმედებამ იტალია გაზის ექსპორტიორი გახადა

ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) ამოქმედების შემდეგ, იტალია გაზის ექსპორტიორი გახდა. ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) ამოქმედების შემდეგ, იტალიამ იანვარში საფრანგეთში 36 მლნ კუბ. მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, შვეიცარიას კი, დაახლოებით 4 მლნ კუბ. მეტრი გაზი მიაწოდა. იტალიური მედია წერს, რომ ბაზარზე ამ „რევოლუციას“ ტექნიკური ხასიათი აქვს, რადგანაც განხორციელებული ინვესტიციებით, იტალიის და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის დამაკავშირებელ გაზსადენებს „უკან გატარების“ შესაძლებლობაც აქვს. შეგახსენებთ, 2020 ...

Read More »

2017-2020 წლებში ქართლის ქარის ელექტროსადგური დაგეგმილ სიმძლავრეზე გავიდა

საქართველოში ერთადერთი ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა. 2017-2020 წლებში სადგურმა სულ 348 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. თვეში 200 კვტ/სთ-ის მოხმარების გათვალისწინებით ეს წლიურად 36 200 ოჯახის ელექტროენერგიით სრულ დაკმაყოფილებას ნიშნავს. ქარის ელექტროსადგურზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და რადგან ინვესტორები ფრთხილობდნენ პროექტი საკუთარ თავზე სახელმწიფომ აიღო. მისი მშენებლობა $35 მლნ დაჯდა. თანხის უდიდესი ნაწილი სესხის სახით EBRD-მა გამოყო. ...

Read More »
ნაკადი

Bloomberg: გერმანიის მიერ Nord Stream 2-ის მიტოვება გარდაუვალია

ახალი მთავრობის მოსვლისთანავე, გერმანია უარს იტყვის Nord Stream 2-ზე, აღნიშნავს Bloomberg. მასალის ავტორის თქმით, უახლოეს მომავალში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “უსიამოვნო საუბარს” გამართავენ რუსეთსა და გაზსადენზე. დაძაბულობა შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის, რომელიც ამერიკის უახლოეს მოკავშირედ ითვლება, კვლავ იზრდება. მერკელი აგრძელებს პროექტს მხოლოდ სოციალ-ემოკრატებთან კოალიციაში, დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით. Nord Stream 2 მას ასევე აძლევს ...

Read More »

ენერგოომბუდსმენი: თებერვალში მიღებული კომუნალური გადასახადების ქვითარი იქნება ფინალური, რომელსაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირება შეეხება

თებერვალში მიღებული ქვითარი იქნება ფინალური, რომელსაც შეეხება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირება,- ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სუბსიდირების პროგრამის დასრულების შეეხება. ენერგოომბუდსმენის სამსახური მომხმარებლებს მოუწოდებს, ნებისმიერი ინფორმაციის დაზუსტების ან შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, ინდივიდუალურად მიმართონ. „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებით განხორციელდა ენერგეტიკის სფეროს მომხმარებელთა სუბსიდირება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ...

Read More »

ფეროშენადნობების მწარმოებლები ელ.ენერგიასთან დაკავშირებით სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართავენ

ფეროშენადნობების მწარმოებლები გაძვირებულ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით კვლავ გამოსავლის ძიებაში არიან. დარგის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროს დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა უწყებამ კომპანიები სემეკთან გადაამისამართა. როგორც ფეროშენადნობთა ასოციაციაში განმარტავენ, ამ ეტაპზე ისინი სემეკისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ ელიან და საკითხთან დაკავშირებით ისევ ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ. ასოციაციაში აცხადებენ, რომ საუბარია დარგისთვის შედარებით იაფი ელექტროენერგიის მიწოდების საჭიროებაზე. დარგის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის შედეგად მათი ...

Read More »

ევროკავშირში ჰიბრიდი და ელექტრომობილების გაყიდვები 1 მილიონამდე გაიზარდა

ევროკავშირის ქვეყნებში ჰიბრიდი და ელექტრონული ავტომობილების გაყიდვები 1 მილიონამდე გაიზარდა, რაც აღნიშნული ტიპის მანქანებზე მოთხოვნის ზრდით აიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემა ევროპის ავტომობილთა მწარმოებელთა ასოციაციაზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს 1.046 მილიონი ელექტრონული და ჰიბრიდული ავტომობილი გაიყიდა, მაშინ როდესაც 2019 წელს გაყიდული ავტომობილების რაოდენობამ 387,808 შეადგინ. აღსანიშნავია, რომ ე.წ ფლაგ-ინ ჰიბრიდებს, მათი გაყიდვები 59 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ბენზინის ძრავის ...

Read More »

ჯო ბაიდენი ირანისთვის სანქციების მოხსნის წინაპირობას ასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ირანს სანქციებს მანამ არ მოუხსნის, სანამ თეირანი ურანის გამდიდრების პროგრამას არ შეაჩერებს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ირანელებმა უნდა შეწყვიტონ ურანის გამდიდრება. აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა. აშშ-ს სურს, რომ ირანმა ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და თუ ირანი ამას გააკეთებს, აშშ შესაბამისად მოიქცევა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 7 თებერვალს ირანის ...

Read More »
გაზგასამართი სადგურები მძღოლებს ყვლეფენ

დაპირისპირება თხევადი გაზის სექტორში – ჩააყენა თუ არა ახლმა კანონმა ბაზრის სუბიექტები თანაბარ პირობებში

გასულ კვირას „კომერსანტზე“ გამოქვეყნებულ სტატიას სადაც თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია აცხადებდა, რო მსხვილმა ბიზნესმა მცირე ბიზნესი სახელმწიფოს ხელით ჩაკეტა ეხმაურება „საქართველოს თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ნარიმან ფირცხელიანი. მედიაჰოლდინგი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ კი  შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ჩვენი დარგისადმი  გვერდში დგომა გამოიხატა შემდეგში : ახალი კანონპროექტის ერთერთი ძირითადი მიზანი იყო ...

Read More »
დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მთელი წლის განმავლობაში პირველად გაიზარდა და ერთი ბარელის ფასი 60$-ს აღწევს. ნავთობის ფასის მკვეთრი მატება უკვშირდება ინვესტორების მოლოდინს, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ სწრაფად დაიწყება ეკონომიკის აღდგენა. Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 8 თებერვალს 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე $60,19-ს გაუტოლდა. ნავთობის ფასის ზრდა განაპირობა ასევე საწვავის მოხმარების გაზრდამ ჩინეთში, სადაც ნავთობპროდუქტების მოხმარება მნიშვნელოვნად მატულობს წინა წელთან შედარებით.

Read More »

კომპანია ENKA-ში აცხადებენ, რომ სოფელ მოლეკურაში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კომპანია ამ დროისთვის სამუშაოებს არ აწარმოებს

კომპანია ENKA რიონის ხეობაში სოფელ მოლეკურაში მეწყერის ჩამოწოლის ფაქტს ეხმაურება. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ამ მომენტისთვის კონკრეტულ საპროექტო მონაკვეთში კომპანიის მიერ სამუშაოები არ ხორციელდება. „მიმდებარე ტერიტორიაზე (ზედა ბიეფში) სამომავლოდ იგეგმება ახალი გზის მშენებლობა. მშენებლობამდე კი ჩატარდება მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები, რაც გულისხმობს აქტიურ მოძრაობაში მყოფი ზედაპირული მეწყერის ხელოვნურად ჩამოშლას. ეს კი სამომავლოდ თავიდან აგვარიდებს მსგავს საფრთხეებს. გამომდინარე იქიდან, რომ ENKA-ს დეტალურად აქვს შესწავლილი ხეობის ფონური გარემო, მიზანშეწონილად მიაჩნდა ...

Read More »