ნაკადი

Bloomberg: გერმანიის მიერ Nord Stream 2-ის მიტოვება გარდაუვალია

ახალი მთავრობის მოსვლისთანავე, გერმანია უარს იტყვის Nord Stream 2-ზე, აღნიშნავს Bloomberg.

მასალის ავტორის თქმით, უახლოეს მომავალში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “უსიამოვნო საუბარს” გამართავენ რუსეთსა და გაზსადენზე. დაძაბულობა შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის, რომელიც ამერიკის უახლოეს მოკავშირედ ითვლება, კვლავ იზრდება. მერკელი აგრძელებს პროექტს მხოლოდ სოციალ-ემოკრატებთან კოალიციაში, დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით. Nord Stream 2 მას ასევე აძლევს გარკვეულ უპირატესობას ამერიკის ლიდერთან მოლაპარაკებისას.

თუმცა, სექტემბერში გერმანიაში ფედერალური არჩევნები ჩატარდება და, ჟურნალისტის განცხადებით, მერკელი დატოვებს თავის პოსტს. ”მან იცის, რომ დადგება მომენტი, როდესაც კონსერვატორებისა და მწვანეთა ახალი მთავრობა განაცხადებს შემდეგს: მილსადენის აშენება საერთოდ არ ღირდა და მასში ჰაერის გარდა არაფერი არ გაივლის”, – აღნიშნავს სააგენტო.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply