Author Archives: energy

ვარლამ გოლეთიანი – „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა ერთადერთი პუნქტი არ არის, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოგვიწევს პროტესტის გაგრძელება

„ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა ერთადერთი პუნქტი არ არის, ვითხოვთ გადაცემული ხეობის უკან დაბრუნებას, ასევე, სამინისტროს მიერ გაცემული უკანონო ნებართვების გაუქმებას, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა „ენკას“ მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტის გაგრძელება მოუწევთ. „ხელშეკრულების შეწყვეტა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პუნქტია, თუმცა ერთადერთი არ არის. მოთხოვნებში ასევე ...

Read More »
ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

ნავთობის ფასმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება.

Read More »

გიორგი ფანგანი – „ნამახვანჰესის“ აშენება ტარიფების შენარჩუნებაში ან დაწევაში აუცილებლად დაგვეხმარებოდა

ძალიან მალე აღმოვჩნდებით იმ მდგომარეობაში, რომ ცივ თვეებში ჩვენი ენერგომოხმარების 60-70 პროცენტი მთლიანად იქნება დაკომპენსირებული იმპორტით, რაც წარმოუდგენელია. ვერც ერთ ქვეყანას ვერ ნახავთ, რომელსაც ენერგოდამოუკიდებლობაზე პრეტენზია აქვს, რომ ასეთი სურათი იყოს, – ამის შესახებ სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ისეთი პროექტების გაჩერება, როგორიც არის „ნამახვანჰესი“ არა მხოლოდ საზიანოა ენერგოდამოუკიდებლობისთვის, არამედ საზინოა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ქვეყნის ...

Read More »

ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ ჩანს

2015 წელს ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების განახლებასთან დაკავშირებით ივნისში შეჩერებულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ ჩანს. ვაშინგტონმა თეირანს მიანიშნა, რომ მოლაპარაკების გაგრძელება სურს და შეთანხმების მიღწევისთვის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ეს გაუთავებლად ვერ გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ “ამერიკის ხმა” იუწყება. აღნიშნული ინფორმაცია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდა. მისი თქმით, ვაშინგტონის მოთმინება სამუდამოდ არ გასტანს, თუმცა მას ...

Read More »
ავარიის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა

მარნეულის გაზიფიცირება გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში გაზგამანაწილებელი ქსელი ჩაირთო. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქსელის მშენებლობა კომპანია „SOCAR Georgia Gas“-მა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 12.7 კმ გაზსადენი მოეწყო. გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა 227 პოტენციურ აბონენტს ექნება. მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეის მონაცემებით სულ რეგისტრირებულია 30 166 აქტიური აბონენტი, რაც მარნეულში გაზიფიცირების 84% შეადგენს.

Read More »

Rivian-ი პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც ბაზარზე ელექტროპიკაპი წარადგინა

ელექტრომობილების სტარტაპი, Rivian-ი, პირველი ავტომწარმოებელი გახდა, რომელმაც სამომხმარებლო ბაზარზე ელექტროპიკაპი წარმოადგინა. აღნიშნული ქმედებით მან აჯობა ელექტრომობილების ისეთ მსხვილ და ინოვატორ მწარმოებლებს, როგორიც Tesla, General Motors-ი და Ford-ი არიან. Rivian-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, არჯი სკარინჯმა, ტვიტერის საკუთარ პროფილზე განაცხადა, რომ კომპანიის პირველმა R1T პიკაპმა მომხმარებლებისათვის უკვე გაიარა საწარმოო ხაზი ილინოისში მდებარე ქარხანაში. „თვეების განმავლობაში განხორციელებული წარმოებამდელი ავტომობილების გამოცდის შემდეგ, კომპანიამ ...

Read More »
თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

ნამოხვანის ხარჯზე დაგეგმილი გვქონდა, რომ 2030 წლისათვის შემოგვეტანა ელექტროსისტემაში განახლებადი ენერგიის წყაროები

ენერგოექსპერტი გია არაბიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან კომპანია „ენკას“ მიერ რიონის ხეობაში „ნამოხვანჰესის“ პროექტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ „ყველას ერთად მოგვიწევს ყველაფრის გააზრება“. ენერგეტიკოსი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არის ცუდი ქვეყნისთვის საინვესტიციო კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. „ის რაც მოხდა ძალიან ცუდია და პირდაპირ გეტყვით რა მიზეზების გამო არის ცუდი. პირველი – ზარალდება ჩვენი საინვესტიციო იმიჯი. ამდენი ...

Read More »

ბეზოსი ბუნების დასაცავად $1 მილიარდს გამოყოფს

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ხმელეთისა და ოკეანეების დასაცავად $1 მილიარდის დახარჯვას გეგმავს. The Bezos Earth Fund-ი, რომელიც მილიარდერმა ბიზნესმენმა 2020 წელს დააარსა, $1 მილიარდს დაცული ტერიტორიების მონიტორინგის, შექმნის, გაფართოებისა და მართვისთვის გამოყოფს. ფონდი თანხის გამოყენებას გეგმავს ისეთი ტერიტორიებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნებისა და ნახშირბადის მარაგისთვის. 2020 წლის თებერვალში ბეზოსი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად ათი წლის განმავლობაში $10 მილიარდის ...

Read More »

“როცა ლაპარაკია 800 მილიონ დოლარზე, ლარში რომ გადავიყვანოთ, ეს 2 მილიარდ ნახევარია”

რას ნიშნავს ქვეყნისთვის კომპანია ENKA-ს გადაწყვეტილება და მის მიერ საქართველოს სახელმწიფოთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა, რისი შედეგადაც $ 800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი აღარ განხორციელდება – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც ცუცქირიძემ განაცხადა, საქმე შესაძლოა, საერთაშორისო არბიტრაჟშიც გადავიდეს. „ყველამ ვიცით, რომ „ენკა“ ხელშეკრულებიდან გავიდა. ეს პროექტი, განსაკუთრებით, 2 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვის თემა იყო. „ენკა“ იყო არა ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასების ზრდას ელექტროენერგიაზე ფასის მატება მოჰყვა

ბოლო კვირებში ევროპის ქვეყნებში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შესახებ BBC იუწყება. ამის შედეგად გაზზე ფასმა მოიმატა, რამაც დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში, კვების მრეწველობაზე და სხვა სფეროებზე გავლენა მოახდინა. ასევე, ამ ფაქტს ევროპის სახელმწიფოებში ელექტროენერგიაზე ფასის მატება მოჰყვა. მთავრობა მომხმარებლებისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობს. კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სირთულეები, რაც ენერგიის განახლებულ წყაროებზე გადასვლასთან არის დაკავშირებული. ესპანეთში ბოლო რამდენიმე თვეში ...

Read More »