Author Archives: energy

კახა კალაძე გაზპრომის ხელმძღვანელს დღეს შეხვდება

კახა კალაძე გაზპრომის ხელმძღვანელს დღეს შეხვდება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “გაზპრომის” ხელმძღვანელს ალექსეი მილერს დღეს შეხვდება. როგორც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კახა კალაძისა და ალექსეი მილერის მორიგი სამუშაო შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართება.  

Read More »
ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას წითელი ნუსხით დაცული ხეების გაკაფვის ნებართვა მიეცა

ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას წითელი ნუსხით დაცული ხეების მოჭრის ნებართვა მიეცა

“ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას” “ხობიჰესი 2”-ის მშენებლობის ფარგლებში წითელი ნუსხით დაცული ხეების მოჭრის ნებართვა მიეცა. მთავრობის შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, შპს “ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალზე 41,6 მვტ სიმძლავრის “ხობიჰესი 2”-ის პროექტის ფარგლებში, სადერივაციო გვირაბისა და გამათანაბრებელი რეზერვუარის მშენებლობისათვის მისასვლელი გზების მშენებლობის მიზნით, მუხურის ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში არსებული 22 926 ...

Read More »
კახა კალაძე: 70-იანი წლების შემდეგ ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა

კახა კალაძე: 70-იანი წლების შემდეგ ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა

70-იანი წლების მერე ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა , რომელიც არ იზიარებს “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკაში შემცირებულია. “ვერ დაგეთანხმებით, რადგან ეს სხვა მიმართულებით არის დათვლილი. ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში განცხადების გაკეთებას ვგეგმავთ, რომ ავხსნათ, თუ რა იგულისხმება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. მინდა გითხრათ, რომ ამდენი ინვესტიცია, ...

Read More »
კახა კალაძე: მისასალმებელია, რომ ადგილობრივი ბიზნესი ენერგეტიკაში ძალიან გააქტიურდა

კახა კალაძე: მისასალმებელია, რომ ადგილობრივი ბიზნესი ენერგეტიკაში ძალიან გააქტიურდა

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით მისასალმებელია ის ფაქტი, რომ უცხოელი ინვესტორების გარდა ენერგეტიკის დარგში ინვესტიციებით, ქართველი ბიზნესმენებიც არიან დაინტერესებულები. როგორც კალაძემ სოფელ საგურამოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გახსნაზე აღნიშნა, ბოლო წლებში ადგილობრივი ბიზნესის გააქტიურება, გარკვეულ რეგულაციებში ცვლილებების განხორციელებამ განაპირობა. “მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გააქტიურდა ადგილობრივი ბიზნესი ენერგეტიკაში პროექტების განხორციელებით. ეს რა თქმა უნდა გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ განვახორციელეთ გარკვეული ცვლილებები ...

Read More »
საგურამოში 4,4 მეგავატიანი "საგურამო ჰესის" მშენებლობა დაიწყო

საგურამოში 4,4 მეგავატიანი “საგურამო ჰესის” მშენებლობა დაიწყო

სოფელ საგურამოში “საგურამოჰესის” მშენებლობა იწყება. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, “საგურამოს” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, დაესწრნენ. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, “საგურამოს” ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 4,4 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი 32 მლნ.კვტსთ. “საგურამოჰესის” ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება და მასში კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ...

Read More »
ერდოღანი: თურქეთი შეძლებს, ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთის ენერგომატარებლებს

ერდოღანი: თურქეთი შეძლებს, ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთის ენერგომატარებლებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ ანკარამ შესაძლოა ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთისგან ნავთობის და გაზის შესყიდვას, იმ ფონზე, როცა ორმხრივი ურთიერთობები გაუარესების გზაზეა, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. 5 დეკემბერს ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში ერდოანმა თქვა, „სხვა მომწოდებლების პოვნა შესაძლებელიაო“. სავარაუდოდ, მას მხედველობაში ჰქონდა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ყატარი და აზერბაიჯანი. ერდოანი ამ კვირაში ესტუმრა ყატარს, სადაც მიაღწია შეთანხმებას გათხიერებული ბუნებრივი აირის ...

Read More »
კახა კალაძე: ელექტროენერგიის მიწოდებაზე არანაირი გრაფიკი არ იქნება

კახა კალაძე: ელექტროენერგიის მიწოდებაზე არანაირი გრაფიკი არ იქნება

ვიცე-პრემიერ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობას ელექტროენერგია უწყვეტ 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება. როგორც კალაძე აცხადებს, გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ გარკვეული ქაოსი შეეტანათ მოსახლეობაში, რომ ელექტროენერგია გრაფიკით იქნებოდა მიწოდებული, თუმცა, კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. „ზამთართან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კომპანიებმა ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჩაატარეს. გარკვეული ადამიანების დაჯგუფება ცდილობდა გარკვეული ქაოსი შემოეტანათ, რომ თითქოს ელექტროენერგიის მიწოდება ...

Read More »
თუ შაჰდენიზის პროექტი 2018 წლამდე დასრულდება, საქართველო გაზპრომისგან გაზს აღარ იყიდის

თუ შაჰდენიზის პროექტი 2018 წლამდე დასრულდება, საქართველო გაზპრომისგან გაზს აღარ იყიდის

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, თუ შაჰდენიზის პროექტი 2018 წლამდე დასრულდება, საქართველოს აღარ მოუწევს, დამატებით ბუნებრივი აირი შეიძინოს „გაზპრომისგან“. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, რაც შეეხება იმ 10%-ს, რომელსაც საქართველო როგორც გამტარი ქვეყანა იღებს, ბუნებრივი აირის აღნიშნულ მოცულობას ქვეყანა კვლავ მიიღებს. კახა კალაძის თქმით, მას გაუჭირდება ზუსტად იმის თქმა, დასრულდება თუ არა „შაჰდენიზის“ პროექტი 2018 წლამდე, რადგან საკმაოდ მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი. „შაჰდენიზის მეორე ...

Read More »
ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო 2016 წლის სექტემბრამდე გაწევრიანდება

ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო 2016 წლის სექტემბრამდე გაწევრიანდება

ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო 2016 წლის სექტემბრამდე გაწევრიანდება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა. „გაერთიანებაში მოლაპარაკებების წარმართვა მნიშვნელოვანი საკითხია. ამას ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომელიც ჩემთვის საკმაოდ მაღალი დონის დოკუმენტია. ხელშეკრულებაში გვაქვს ოფცია წევრობის თვალსაზრისით 2016 წლის სექტემბრისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოლაპარაკებების დასრულება სწორედ ოფიციალურად დადგენილი ბოლო ვადის ფარგლებში განხორციელდეს. პროცესში მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. კონსტრუქციული პოზიციები ორივე მხარის ...

Read More »
როგორც ჰიდრო, ისე ალტერნატიული ენერგორესურსების დიდი ნაწილი ასათვისებელია

როგორც ჰიდრო, ისე ალტერნატიული ენერგორესურსების დიდი ნაწილი ასათვისებელია

საქართველოს ჰიდრო, ისევე როგორც ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების დიდი ნაწილი არის ასათვისებელი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, სადაც ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრა მიმდინარეობს. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოში აღნიშნული მინისტრიალის ჩატარების ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების საქართველოში ჩატარება ყველასთვის სასიხარულოა. “ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის და ეკონომიკური კავშირების გამყარება და ...

Read More »