კახა კალაძე: მისასალმებელია, რომ ადგილობრივი ბიზნესი ენერგეტიკაში ძალიან გააქტიურდა

კახა კალაძე: მისასალმებელია, რომ ადგილობრივი ბიზნესი ენერგეტიკაში ძალიან გააქტიურდა

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით მისასალმებელია ის ფაქტი, რომ უცხოელი ინვესტორების გარდა ენერგეტიკის დარგში ინვესტიციებით, ქართველი ბიზნესმენებიც არიან დაინტერესებულები.

როგორც კალაძემ სოფელ საგურამოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გახსნაზე აღნიშნა, ბოლო წლებში ადგილობრივი ბიზნესის გააქტიურება, გარკვეულ რეგულაციებში ცვლილებების განხორციელებამ განაპირობა.

“მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გააქტიურდა ადგილობრივი ბიზნესი ენერგეტიკაში პროექტების განხორციელებით. ეს რა თქმა უნდა გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ განვახორციელეთ გარკვეული ცვლილებები რეგულაციებში, უფრო შევამსუბუქეთ, უფრო მარტივი გავხადეთ ინვესტიციების განხორციელება და დღეს რა თქმა უნდა საამაყოა ის, რომ გარდა უცხოელი ინვესტორებისა, რომლებსაც ძალიან დიდი ინტერესი აქვთ ამ დარგში ინვესტიციების განხორციელების, აქტიურად არის ჩართული ქართველი ბიზნესმენები.
საგურამო თითოეული ჩვენგანისთვის ასოცირდება დიდ ილია ჭავჭავაძესთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის პროგრესზე და განვითარებაზე ზრუნავდა. ახალი ტექნოლოგიური აღჭურვით, ეკოლოგიურად უნაკლო ჰესის აქ აშენება ერთგვარი დასტურია იმ დიდი იდეების და მისწრაფებებისა, რასაც ბოლო 2 საუკუნეა ჩვენი ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე საზოგადო მოღვაწეები  ოცნებობენ. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ პროექტის დაპროქტებაში და მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ პროექტის განხორციელებაში.
არ არსებობს ქვეყნის წინაშე დიდი და პატარა დამსახურებები. ყველაფერი თუნდაც რამდენიმე ადამიანის საკეთილდღეოდ გაკეთებული, არის შემადგენელი ერთი საერთო დიდი საქმის – ჩვენ ვაშენებთ წარმატებულ ქვეყანას, წარმატებულ საქართველოს”, – განაცხადა კალაძემ.

Leave a Reply