Author Archives: energy

ნორვეგია ნავთობის გაყიდვის მოგებიდან მიღებულ თანხას საკუთარ მოქალაქეებს ურიცხავს

ნორვეგია – ქვეყანა, სადაც დაცვის თანხლებით არავინ დადის, სადაც არ არის კორუფცია, სადაც ბერგენში, სამეფო სასახლეში ღამის ოპერებს დგამენ, ზაფხულობით კი ქუჩებში სპექტაკლებს, მეფე, რომელიც თავად ნიშნავს და ხსნის თანამდებობიდან მინისტრებს (მთავრობაში 7 მინისტრი და ერთი პრემიერ-მინისტრია), სადაც სამეფო სასახლის პარკი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის… ХХ საუკუნის დასაწყისში ნორვეგია” თევზმჭერთა პროვინციას” წარმოადგენდა განვითარებული გემთმშენებლობით. 1969 წლის დეკემბერში ნავთობის პირველი საბადოს ”ეკოფიქსი” ...

Read More »

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“

წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, შესაბამისად, იმპორტის წილიც და ღირებულებაც გაზრდილია. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა განაპირობებს ელექტროენერგიის მზარდს იმპორტს, ხედავენ თუ არა დარგის სპეციალისტები პრობლემას და არის თუ არა გაზრდილ ელექტროენერგიის იმპორტი ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი. ენერგეტიკოსი ბაჩანა ფიფია აცხადებს, რომ ქვეყნის შიგნით არსებული გენერაციის წყაროებით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება. მისი თქმით, საქართველოში იმპორტის ...

Read More »

FITCH -მა “ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეიტინგის პროგნოზი გაუუარესა

გავლენიანმა სააგენტომ ენერგეტიკულ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“  რეიტინგი  „BB-“  დონეზე დაუდასტურა, თუმცა, პროგნოზი „სტაბილურიდან“  „ნეგატიურით“ შეუცვალა. ეს  Fitch-ის მიერ კომპანიისთვის მინიჭებული ბოლო რეიტინგია. რეიტინგის გადახედვა დაკავშირებულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავარი აქციონერის რეიტინგის ცვლილებასთან  და ამ კომპანიებს შორის მჭიდრო კავშირს  ასახავს. Fitch-ი აღნიშნავს, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2020 წლის პირველ ნახევარში სუსტი მაჩვენებლები ჰქონდა, რაზეც გავლენა მოახდინა ელექტროენერგიის მოხმარების 10%-იანმა კლებამ,ასევე მაღალი ძაბვის მომხმარებლებისთვის ...

Read More »

საქართველოს ენერგოომბუდსმენის სამსახური საერთაშორისო ორგანიზაციის NEON სრულუფლებიანი წევრი გახდა

NEON ბელგიის კანონმდებლობისა და ევროკავშირში მოქმედი წესების საფუძველზე შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ევროპული ქვეყნის უფლებადამცველ სამსახურებს, რომლებიც ეროვნულ დონეზე ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორის მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად ფუნქციონირებს. თავდაპირევლად, ორგანიზაციის წევრად დაიშვებოდა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა საქართველოს აქტიური მონაწილეობის შედეგად, ორგანიზაციამ შეცვალა წესდების პუნქტები და საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი დაუშვეს ასოცირებილ წევრად, რაც სალომე ვარდიაშვილის უშუალო ჩართულობის და აქტივობის შედეგი იყო ...

Read More »

ირანი მზაადაა ნავთობის ექსპორტის გაზრდისთვის აშშ-ს სანქციების გააუქმების შემთხვევაში

ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის ნავთობის სამინისტროს დაევალა, მომდევნო სამი თვის მანძილზე მზადყოფნაში იყოს ნავთობის სრული დატვირთვით მოპოვებისა და ექსპორტისთვის, თუ ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რომელმაც თავი აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა, ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები შემსუბუქდება ან მოიხსნება. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა კვირას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ემზადება ნავთობის მოპოვების გაზრდისთვის, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. ”ნავთობის სამინისტრო ყველა ნაბიჯს ...

Read More »

ენგურჰესის გაჩერების გამო, დე ფაქტო აფხაზეთს ელექტროენერგიის შესყიდვა თავად მოუწევს

15-20 იანვრიდან ენგურჰესი სარემონტო სამუშაოების გამო 100 დღით გაჩერდება. ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში” ამბობენ, რომ ეს ელექტროენერგიის დეფიციტს არ შექმნის და დანაკლისი თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტირებული ელექტროენერგიით შეივსება. უწყებაში ,,ბიზნესპრენიუსს“ განუცხადეს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა თავად უზრუნველყოფს თავისი მოხმარების დაფარვას. ,,დეფიციტის დაფარვა მოხდება თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტირებული ენერგიის საშუალებით, მოცულობა დამოკიდებულია კონკრეტული თვის რეჟიმიდან გამომდინარე. დეფიციტური სიტუაცია არ ...

Read More »

პანდემიის მიუხედავად კახეთის გაზიფიკაციის სამუშაოები გრძელდება

ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას. სამუშაოები მიმდინარეობს კახეთის რეგიონის 6 დასახლებულ პუნქტში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 45 986 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 526 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.ამჟამად, დასრულებულია 13 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აშენდა 77 580 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 972 ადგილობრივ მოსახლეს საშუალება მისცემს ...

Read More »

USAID ენერგეტიკის პროგრამა

შშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკის პროგრამა (UEP) არის სამწლიანი, 7.5 მილიონ დოლარიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაში, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად. პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების სრულყოფისა და ენერგეტიკაში ინვესტიციების ზრდის საშუალებით.UEP დაეხმარება საქართველოს მთვარობას და შესაბამის უწყებებს მარეგულირებელი რეფორმების ფისკალური და გრძელვადიანი ზემოქმედების შეფასებაში, ინვესტიციების მოზიდვაში, ენერგიის ...

Read More »

2020 წელს საწვავის იმპორტი გაიზარდა

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა, საქართველოში მიმდინარე წელს საწვავის იმპორტი გაიზარდა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებიდან ირკვევა, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1004,8 ათასი ტონა, რაც 12,3 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან და მან ...

Read More »

სემეკმა ელექტრონული ქვითრების სავალდებულო რეგულაცია აამოქმედა

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სემეკმა ელექტრონული ქვითრების სავალდებულო რეგულაცია აამოქმედა. 15 დეკემბრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლები კომუნალურ სერვისებზე ელექტრონულ ქვითრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms-ით) მიიღებენ იმ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც დაფიქსირებული აქვთ შესაბამისი კომუნალური მომსახურების კომპანიაში. სემეკი მოუწოდებს მომხმარებლებს, ელექტრონული ქვითრების მისაღებად კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ საკონტაქტო ტელეფონის ნომრები კომპანიების ცხელი ხაზის ან USSD კოდის ...

Read More »