ნორვეგია – ქვეყანა, სადაც დაცვის თანხლებით არავინ დადის, სადაც არ არის კორუფცია, სადაც ბერგენში, სამეფო სასახლეში ღამის ოპერებს დგამენ, ზაფხულობით კი ქუჩებში სპექტაკლებს, მეფე, რომელიც თავად ნიშნავს და ხსნის თანამდებობიდან მინისტრებს (მთავრობაში 7 მინისტრი და ერთი პრემიერ-მინისტრია), სადაც სამეფო სასახლის პარკი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის…
ХХ საუკუნის დასაწყისში ნორვეგია” თევზმჭერთა პროვინციას” წარმოადგენდა განვითარებული გემთმშენებლობით. 1969 წლის დეკემბერში ნავთობის პირველი საბადოს ”ეკოფიქსი” გახსნამ სიტუაცია სრულებით შეცვალა.
ნავთობი, ისევე როგორც ქვეყნის სხვა ბუნებრივი რესურსი, ხალხის მემკვიდრეობად არის გამოცხადებული. ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სოციალურ პროგრამებში და საყოველთაო კეთილდღეობის ფონდში მიდის. თუმცა, ნორვეგიაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია – 1% და ყველაზე მაღალი სოციალური დახმარება 800-დან 1500 ევრომდე (უმუშევრების კომუნალური და ტრანსპორტით მგზავრობის სრული ანაზღაურებით).
ნორვეგია თანდათან ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად იქცა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 40 ათას დოლარს აღწევს. 30 წლის განმავლობაში ქვეყნის შემოსავალმა 454,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. თითოეული ნორვეგიელის პირად ანგარიშზე ნავთობის გაყიდვის მოგებიდან თანხა ირიცხება, დღესდღეობით ეს თანხა 100 ათას დოლარზე მეტს შეადგენს თითო მოსახლეზე. ბავშვის დაბადებისთანავე იხსნება ანგარიში მის სახელზე და 3 ათასი დოლარი ირიცხება.
ნორვეგიელები სათუთად უფრთხილდებიან ბუნების წიაღისეულს, ზრუნავენ წყლისა და ჰაერის სისუფთავეზე. ქვეყანა უზარმაზარ თანხებს უხდის რუსეთს ძველი ჩაძირული წყვალქვეშა ხომალდების ამოყვანისთვის და შემდგომ მიწაში ჩაფვლისთვის, ასევე კოლის ნახევარკუნძულზე ბირთვული ნარჩენების შენახვისთვის.
ე.წ. ნავთობის ფონდიდან ინვესტიციებზე მკაცრი კონტროლი და წესებია: აკრძალულია მომავალი თაობისთვის განკუთვნილი ფულის ინვესტიცია კომპანიებში, რომლებიც ბირთვულ იარაღსა და სიგარეტს აწარმოებენ. მაღალჩინოსნებს ეკრძალებათ ჩაერიონ ფონდში ბიუჯეტის დასაფინანსებლად, მათ წელიწადში მხოლოდ 4%-ის აღება შეუძლიათ და ამ უფლებითაც ბოლომდე არ სარგებლობენ. საერთო ჯამში კი, მიუხედავად ნავთობზე დაბალი ფასისა, ფონდის რესურსები მუდმივად ივსება.