Author Archives: energy

საქართველოს დელეგაცია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიაში, რიგით 46-ე სესიაზე დასასწრებად, 20 იანვარს გაემგზავრება. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სესიაზე – Eurasia and the Modern Silk Road სიტყვით გამოვა. ასევე, მონაწილეობას მიიღებს “მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში”, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები, დაესწრება სამუშაო შეხვედრებს სახელწოდებით, „შეხვდი ევროკომისიას” და “მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია: ევროპის ახალი ...

Read More »
რას მიიღებს საქართველო ირანისთვის სანქციების მოხსნით?

რას მიიღებს საქართველო ირანისთვის სანქციების მოხსნით?

ირანს საერთაშორისო სანქციები მოეხსნა. საუბარია სანქციებზე, რომლებიც მის მიმართ 2005 წლიდან ამოქმედდა თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის შემუშავების გამო. რას მიიღებს საქართველო და უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში ირანული ინვესტიციების გააქტიურებას? საქართველო-ირანის სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტი, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ზოგადად, ირანისთვის სანქციების მოხსნა მსოფლიო ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. გარდა ამისა, ეს ჩვენს ჭრილში საკმაოდ პოზიტიური ფაქტია. მთვრალაშვილის განმარტებით, სანქციების მოხსნის შემდეგ ...

Read More »
აზერბაიჯანი ბიუჯეტს $30-იანი ნავთობის მიხედვით დათვლის

აზერბაიჯანი ბიუჯეტს $30-იანი ნავთობის მიხედვით დათვლის

ბაქო ბიუჯეტს გადახედავს, ნავთობზე $30-იანი ფასის გათვალისწინებით, განაცხადა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელმან რუსტამოვმა. „ახლა ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, მანათის კურსის სტაბილიზაციიდან და მაკროეკონომიკური სტაბილურობიდან გამომდინარე“, – განაცხადა მან. ამჟამად აზერბაიჯანის 2016 წლის ბიუჯეტი შედგენილია ისე, რომ ბარელი ნავთობი $50 ეღირება. ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის გამო, აზერბაიჯანული მანათის კურსი აშშ დოლარის მიმართ დაახლოებით ორჯერ გაუფასურდა. გუშინ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ...

Read More »
კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს

კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომი” საქართველოს ულტიმატუმს უყენებს

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომი” საქართველოს ულტიმატუმს უყენებს. როგორც კალაძემ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, ქართულმა მხარემ კატეგორიული წინააღმდეგობა დააფიქსირა “გაზპრომის” მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გატარებული აირის საფასური არა ნედლეულის სახით, არამედ თანხით გადაუხადოს, თუმცა კომპანიამ ღიად მიუთითა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთის გაზმომარაგებას ირანის მეშვეობით უზრუნველყოფს. “თავად “გაზპრომის” მხრიდან იქნა დაყენებული წინადადება, რომ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე – თქვენ იცით, რომ გატარებული ...

Read More »
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აჭარისწყალი ჯორჯიას ფინანსურ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორს, ჩანდრაშექხარ დამლეს შეხვდა. შეხვედრაზე სტუმარმა ფინანსთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგოპროექტის – „შუახევიჰესის“ მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ. საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა საქართველოს მთავრობას და პირადად ფინანსთა მინისტრს, მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნისთვის სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტის მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ...

Read More »
"გაზპრომის" მილს ვერ გადავახტებით?!

“გაზპრომის” მილს ვერ გადავახტებით?!

ყველაზე მეტ ეჭვს ფარული შეხვედრები და თვით მინისტრის სხვადასხვაგვარი ვერსიები აჩენს. კალაძე “გაზპრომთან” გაზის დამატებით მოცულობებზე დაწყებულ მოლაპარაკებებს ჯერ იმით ამართლებდა, რომ საქართველოში გაზის ძირითად იმპორტიორს, “სოკარს” თურმე არ შეუძლია, ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. “სოკარის” პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი ახალი დეტალი გაახმიანა, რომ რუსეთი ჩვენთან 20 წლის წინ დადებული კონტრაქტის პირობების შეცვლას ითხოვს და საქართველოს გაზსადენში გატარებული გაზის ...

Read More »
ნაციონალური მოძრაობის, პოპულიზმი და დემაგოგია „გაზპრომის“ თემის ირგვლივ

ნაციონალური მოძრაობის პოპულიზმი და დემაგოგია „გაზპრომის“ თემის ირგვლივ

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა“, ეხმაურება გაზპრომის თემის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს. ორგანიზაციის ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის შეფასებით, ბოლო პერიოდში „გაზპრომის“ თემის ირგვლივ ხშირად ისმის პოლიტიკური სპეკულაციები.  ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ძალების მხრიდან არსებული უსაფუძვლო კრიტიკა, პოლიტიკური ქულების მოპოვებას ემსახურება. გვიდიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მათთან დაახლოებული ექსპერტების მხრიდან გაკეთებული რადიკალური განცხადებები, საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და ხელისუფლების მიმართ ...

Read More »
The Guardian - ნავთობის გაიაფების გეოპოლიტიკა

The Guardian – ნავთობის გაიაფების გეოპოლიტიკა

არსებობს ხალხი, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ განვითარებად ქვეყნებს ნავთობით სწრაფად გამდიდრების შანსი აქვთ. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს ნავთობის გაიაფების გეოპოლიტიკური შედეგები მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადია. ნავთობმოპოვების გეოპოლიტიკაში პროგნოზების გაკეთება ყოველთვის სარისკოა. შესაძლოა ეს მნიშვნელოვანიც კია, მაგრამ ნავთობზე ფასი, მოვლენების განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი ნამდვილად არ არის. თუმცა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ნავთობის მნიშვნელოვანი გაიაფების შემთხვევაში, გლობალური ძვრები აუცილებლად მოხდება. გადახედეთ, ბოლო ოთხი ...

Read More »
ირანი თავისუფალია – ნავთობის ფასი კი 28 დოლარს ჩამოსცდა

ირანი თავისუფალია – ნავთობის ფასი კი 28 დოლარს ჩამოსცდა

ირანისთვის სანქციების მოხსნამ მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. Brent–ის მარკის ნავთობის ღირებულება ბარელზე 28 დოლარს ჩამოსცდა და ვაჭრობის მიმდინარეობისას 27,72 დოლარზე დაფიქსირდა. „ირანის მიერ ნავთობის დამატებითი მიწოდებები გავლენას ახდენს ფასების მომდევნო შემცირებაზე, შესაძლოა ბარელი ნავთობის ფასები 25 დოლარამდე შემცირდეს,“ – განუცხადა „ბმულმბერგს“ ჰონგკონგის Nomura Holdings Inc.–ის ანალიტიკოსმა გორდონ კვანმა. ირანისთვის სანქციების მოხსნამ საუდის არაბეთის ბირჟის ინდექსის დაცემაც გამოიწვია.  კვირას, 17 იანვარს ...

Read More »
დავით მირცხულავა: საქართველო მუდმივად იღებდა რუსულ გაზს

დავით მირცხულავა: საქართველო მუდმივად იღებდა რუსულ გაზს

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ქვეყნის გაზით მომარაგების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ბუნებრივი გაზის ბალანსში საქართველოს 2016 წელს დეფიციტი ნამდვილად აქვს. “კითხვას, რომელსაც ამ დღეებში მუდმივად მისვამენ არა და მარტო ჟურნალისტები: 1. გვაქვს თუ არა დეფიციტი ბუნებრივი გაზის ბალანსში 2016 წელს? დიახ, ნამდვილად გვაქვს. 2. იცოდა თუ არა აზერბაიჯანულმა მხარემ ჩვენთან შესაძლო დეფიციტის წარმოშვებაზე ბუნებრივი გაზის ბალანსში? ...

Read More »