Author Archives: energy

თბოსადგურ გარდაბანი 2-ის აშენებას ჩინური CTEC-ი გეგმავს

GOGC “გარდაბანი 3”-ის მშენებლობის დაწყებას წლის მეორე ნახევარში გეგმავს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია კიდევ ერთი, რიგით მესამე, გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“-ის მშენებლობას სავარაუდოდ, 2021 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს. ამის შესახებ კორპორაციის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი. დაგეგმილია 272 მგვტ სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობა. გათვალისწინებულია ორი აირ ტურბინის და ერთი ორთქლის ტურბინის მშენებლობა. მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2023 წლისთვის იგეგმება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 175 მლნ ...

Read More »
ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

ბრიტანეთის მთავრობა ოფშორული ქარის ელექტროსადგურების დაფინანსებას იწყებს

ბრიტანეთის მთავრობა გამოუყოფს გრანტებს SeAH Wind-ს და Smulders Projects U.K.-ს ოფშორული ქარის სადგურების კომპონენტების წარმოების ქარხნების მშენებლობისთვის. დიდი ბრიტანეთი, ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე ქარის ოფშორული ბაზარი, მიზნად ისახავს მომავალი 10 წლის განმავლობაში შესაძლებლობების გასამმაგებას. მთავრობას ასევე სურს, გააძლიეროს საწარმოო ბაზა, რათა აანაზღაუროს Brexit-ის ეკონომიკური გავლენა. ბიზნესის, ენერგეტიკისა და სამრეწველო სტრატეგიის დეპარტამენტის თანახმად, დიდი ბრიტანეთი 117 მილიონ ფუნტ სტერლინგს ($161 ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის მოპოვება 6%-ით გაიზარდა

2020 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანში 25,8 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით ბუნებრივი აირი იქნა მოპოვებული. აღნიშნულის თაობაზე იუწყება აზერბაიჯანული Report. BP-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ენერგეტიკის წლიური სტატისტიკური მიმოხილვის თანახმად, 2020 წელს ბუნებრივი აირის წარმოება 6%-ით მეტია, 2019 წლის მაჩვენებელს. 2019 წლის ბოლოსთვის, აზერბაიჯანში გაზის მოპოვება 24,3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ბუნებრივი აირის წარმოება 2000 წლის ბოლოს  16,3 მილიარდ კუბურ მეტრს ...

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

2020 წელს მსოფლიოში მზისა და ქარის ენერგიის მოხმარება რეკორდულად გაიზარდა

ნავთობისა და გაზის მულტინაციონალური კომპანიის, British Petroleum-ის ახალი კვლევის თანახმად, 2020 წელს ენერგიის მოხმარების მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტად, 4.5%-ით შემცირების ფონზე, მსოფლიოში მზისა და ქარის ენერგიის მოხმარება რეკორდულად გაიზარდა. გლობალურად ენერგიის მოხმარების შემცირება, ძირითადად, დაკავშირებულია ნავთობთან, ბუნებრივ აირთან და ქვანახშირთან. გასულ წელს ნავთობის მოხმარება 9.3%-ით შემცირდა, ბუნებრივი აირის – 2.3%-ით, ხოლო ქვანახშირის – 4.2%-ით. 2020 წელს მზის ენერგიის მოხმარება 22%-ით, ხოლო ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   12 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.16  (-  0.39 ) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.10 (- 0.46)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

დღეს, თბილისის რამოდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 13 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიათურის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და საბურთალოს ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კარტოზიას ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის ...

Read More »

Goldman Sachs: მიმდინარე ზაფხულს ნავთობის ფასმა შეიძლება 80 დოლარს მიაღწიოს

ნავთობზე ფასი კვლავაც აჭარბებს 73 დოლარს, მოსალოდნელია, რომ მზარდი ტენდენცია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში შეინიშნებოდა, კვლავაც შენარჩუნდეს, საწვავავზე მოთხოვნის ზრდისა და ოპტიმისტური პროგნოზების ფონზე. Goldman Sachs–ის ანალიტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე ზაფხულს ნავთობის ფასები ბარელზე 80 დოლარს მიაღწევს. ამასობაში, გასულ კვირას შეერთებულ შტატებში მოქმედი საბურღი დანადგარების (ჭაბურღილებზე) რაოდენობა ექვსით გაიზარდა და 365-ს მიაღწია, რაც 2020 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. Brent-ის ...

Read More »

გერმანიამ “Nord Stream-2” შეჩერების შესაძლებლობა დაუშვა

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში როდერიხ კიზევეტერმა თანაპარტიელებს მოუწოდა უფრო კრიტიკულად მიუდგნენ Nord Stream 2-ს მორატორიუმის დადგენაზე იფიქრონ, იუწყება ჟურნალი Der Spiegel. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მშენებარე გაზსადენი არის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროექტი და მისი გაშვება უნდა იყოს შეჩერებული. საჭიროების შემთხვევაში, მისი მშენებლობის გაგრძელება მოგვიანებით შეიძლება. “Nord Stream 2, პირველ რიგში, გეოპოლიტიკური პროექტია. რუსეთს სურს უკრაინა ბუნებრივი აირის ...

Read More »
რა გაზი მოგვაწოდა აზერბაიჯანმა

როდემდე გვეყოფა ნავთობი და გაზი?

ნავთობი ბუნებრივი რესურსია, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში ორგანული ნივთიერებების ხრწნის შედეგად წარმოიქმნება. ყველა სხვა ბუნებრივი რესურსისგან განსხვავებით, ის გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელია. ეკონომიკის განვითარებასა და მსოფლიო პოპულაციის ზრდასთან ერთად იზრდება ნავთობისა და გაზის მოხმარება. ამ დროისთვის ერთი მოქალაქე ყოველწლიურად დაახლოებით 5 ბარელ (დაახლოებით 800 ლიტრ) ნავთობს მოიხმარს. ყოველწლიური მსოფლიო მოხმარება კი 100 მილიონ ბარელს აღემატება. 2019 წლის ბოლოს ნავთობისა და გაზის ...

Read More »

ევროპაში, მხოლოდ ერთ დღეში ბუნებრივი აირის ფასი 9%-ით გაიზარდა

ვაჭრობის მხოლოდ ერთი დღეის განმავლობაში ბუნებრივი აირის ფასი 9%-ით გაიზარდა. ორშაბათს, 12 ივლისს, ჰოლანდიურ TTF- ში ბუნებრივი აირის ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 414 დოლარიდან (წინა დღის ღირებულება) 451 დოლარამდე გაიზარდა. ამასთანავე, წინა ორ სავაჭრო სესიაზე,  დადებული ხელშეკრულების ფასი 398 აშშ დოლარს შეადგენდა. ბუნებრივი აირის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია 5 ივლისს და  466 აშშ დოლარი შეადგინა. 7 ივლისს, OPEC + – ის ...

Read More »