ნავთობზე ფასი კვლავაც აჭარბებს 73 დოლარს, მოსალოდნელია, რომ მზარდი ტენდენცია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში შეინიშნებოდა, კვლავაც შენარჩუნდეს, საწვავავზე მოთხოვნის ზრდისა და ოპტიმისტური პროგნოზების ფონზე.
Goldman Sachs–ის ანალიტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე ზაფხულს ნავთობის ფასები ბარელზე 80 დოლარს მიაღწევს.
ამასობაში, გასულ კვირას შეერთებულ შტატებში მოქმედი საბურღი დანადგარების (ჭაბურღილებზე) რაოდენობა ექვსით გაიზარდა და 365-ს მიაღწია, რაც 2020 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
Brent-ის ტიპის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი ლონდონის ICE Futures–ზე, თბილისის დროით 16:35 საათზე, ბარელზე 73,34 აშშ დოლარი იყო, ანუ 0,55 დოლარით (0,76%) მეტი, ვიდრე წინა სესიის ბოლოს.
გასული კვირის განმავლობაში, Brent–მა მოიმატა 1,1%–ით, ხოლო WTI–მა 1,9%–ით. უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის ფასები ზედიზედ მესამე კვირაა იზრდება.
მანამდე, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) განაცხადა, რომ ნავთობპროდუქტებზე გლობალური მოთხოვნა პანდემიამდე არსებულ ნინშულს 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება. ექსპერტები ელიან, რომ 2021 წელს მოთხოვნა 5,4 მილიონი ბარელით გაიზრდება და დღეში 96,4 მილიონი ბარელს შეადგენს.
ნინო სამადაშვილი