ბრიტანეთის მთავრობა გამოუყოფს გრანტებს SeAH Wind-ს და Smulders Projects U.K.-ს ოფშორული ქარის სადგურების კომპონენტების წარმოების ქარხნების მშენებლობისთვის.
დიდი ბრიტანეთი, ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე ქარის ოფშორული ბაზარი, მიზნად ისახავს მომავალი 10 წლის განმავლობაში შესაძლებლობების გასამმაგებას. მთავრობას ასევე სურს, გააძლიეროს საწარმოო ბაზა, რათა აანაზღაუროს Brexit-ის ეკონომიკური გავლენა.
ბიზნესის, ენერგეტიკისა და სამრეწველო სტრატეგიის დეპარტამენტის თანახმად, დიდი ბრიტანეთი 117 მილიონ ფუნტ სტერლინგს ($161 მილიონი) გამოუყოფს SeAH Wind-ს, ხოლო 70 მილიონი ფუნტს Smulders-ს, რაც ხელს შეუწყობს 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და შენარჩუნებას.
“ოფშორული ქარის ტურბინების უდიდესი სიმძლავრით, გადაწყვეტილი გვაქვს განვავითაროთ და გავაძლიეროთ ძლიერი მსოფლიო კლასის საწარმოო ბაზა”, – განაცხადა ბიზნესისა და ენერგეტიკის მინისტრმა, კვასი კვარტინგმა.
SeAH-ის Humber-ის ქარხანა აწარმოებს მონობლოკებს, ოფშორულ ქარის ტურბინების საძირკველს, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში არ იწარმოება, ხოლო Smulders-ის ქარხანა ნიუკასლის მახლობლად აწარმოებს გარდამავალ ნაწილებს – ფოლადის მილს, რომელიც ასევე საძირკვლის ნაწილია.
კომპანიებს, რომლებიც განავითარებენ ოფშორულ ქარის სადგურებს, უნდა დაადასტურონ, რომ კომპონენტები დიდი ბრიტანეთიდან მიიღეს, რათა წლის ბოლოს სუბსიდიების მომდევნო რაუნდში მონაწილეობა მიიღონ.
1 ივლისს ჩინურმა Envision Group-მა განაცხადა, რომ განიხილავს დიდ ბრიტანეთში ოფშორული ქარის ტურბინის ქარხნის მშენებლობას. თუ გეგმები განხორციელდება, ეს იქნება Envision-ის პირველი ქარხანა ევროპაში.
წყარო: “ბიზნესფორმულა”