Author Archives: energy

ენერგოომბუდსმენი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშით წარდგა

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშით წარდგა. როგორც ენერგოომბუდსმენის სამსახურიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, სალომე ვარდიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. წლიურ ანგარიშთან ერთად, სალომე ვარდიაშვილმა პანდემიის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობასა და მართვის სტილზე ისაუბრა, ასევე მოქალაქეთა მიმართვიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო. „ენერგოომბუდსმენის სამსახური მოუწოდებს მომხმარებლებს, ენერგეტიკის სექტორში არსებულ სადავო ...

Read More »
ბათუმში 29 მარტიდან ბუნებრივი აირი გაითიშება

5600-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯი“ გაზის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გაცნობებთ, რომ 3 აგვისტოს, დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის აუცილებელი სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო 5600-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზი დროებით შეუწყდება. საბურთალოსა და დიღმის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება სამშაბათს, 3 აგვისტოს, 10:00 საათზე შეუწყდება და სრულად აღდგება 4 აგვისტოს 10:00 საათზე. გაზის მიწოდება შეუწყდება: საბურთალოს რ-ში–იური გაგარინის ქ. 18-ში, ი. გაგარინის ქ. 29-ში მდებარე ...

Read More »

აზერბაიჯანი და რუსეთი ბუნებრივი აირის სეზონურ გაცვლაზე ითანამშრომლებენ

აზერბაიჯანი და რუსეთი ითანამშრომლებენ ბუნებრივი აირის სეზონური გაცვლის კუთხით. შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფო კომპანია “აზერკონტრაქტსა” და “გაზპრომს” შორის. აზრბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს აზერბაიჯანიდან რუსეთში გაზის მიწოდებას ზაფხულის სეზონზე, ხოლო ზამთრის სეზონზე ბუნებრივი აირის ანალოგიური მოცულობა გაიგზავნება რუსეთიდან აზერბაიჯანში. მიწოდების მოცულობა დამოკიდებული იქნება აზერბაიჯანში გაზის წარმოებისა და მოხმარების დონეზე ზაფხულის თვეებში. სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) უზრუნველყოფს შეთანხმების ტექნიკურ მხარეს აზერბაიჯანული მხრიდან, ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

BTC-ით ნავთობის ტრანზიტი შემცირდა

მიმდინარე წლის ივნისში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქეთში გაყვანილი იქნა 14.742 მილიონი ბარელი ნავთობი. თურქული კომპანია BOTAŞ–ის მონაცემებით, 9.7%-ით, ნაკლებია გასული წლის აპრილის მაჩვენებელზე. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში BTC–ით 98,927 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიტუმბა, რაც 12.149 მილიონი ბარელით,  10.9%-ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ნავთობის ტრანზიტი BTC-ით შემცირდა. აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) საოპერაციო ხარჯებმა შეადგინა დაახლოებით 41 მილიონი აშშ ...

Read More »

Shell-ის სუფთა მოგება 9,1 მლრდ დოლარამდე გაიზარდა

ანგლო-ჰოლანდიური ნავთობკომპანია Shell-ის სუფთა მოგებამ მიმდინარე წლის 6 თვეში 9,1 მლრდ დოლარს მიაღწია, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 18,2 მლრდ დოლარი იზარალა. აქციონერებისთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 9,1 მლრდ დოლარიდან 3,4 მლრდ დოლარის სუფთა მოგება კომპანიამ მეორე კვარტალში, დანარჩენი კი პირველ კვარტალში მიიღო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიამ ნავთობმოპოვება 5%-ით, დღე-ღამეში 3,371 მლნ ბარელამდე გაზარდა. კონცერნი Royal Dutch Shell აერთიანებს ...

Read More »

ირანი ომანის სანაპიროსთან ნავთობმზიდზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმაში ბრალდებას უარყოფს

ირანი ომანის სანაპიროსთან ნავთობმზიდზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმაში ბრალდებას უარყოფს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ხათიბზადემ განაცხადა. ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ისრაელის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ამგვარი ბრალდებები თეირანის მისამართით ახალი არ არის. ნავთობტანკერზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 30 აგვისტოს გავრცელდა. ხომალდი MT Mercer Street იაპონურ კომპანიას ეკუთვნის, თუმცა მის ექსპლუატაციას ისრაელელი მილიარდერის ეიალ ოფერის ოჯახის კუთვნილი კომპანია „ზოდიაქ მერითაიმი“ ახორციელებს. ტანზანიიდან ...

Read More »

რუსეთში ნავთობის მოპოვება შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის იანვარ-ივლისის თვეებში რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება შემცირდა 1.7%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 299.24 მილიონი ტონა. აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში გაზის მოპოვება პირიქით 13.2%-ით გაიზარდა  და შეადგინა 442.08 მილიარდი კუბური მეტრი. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “ინტერფაქსი”. მ/წლის შვიდი თვის განმავლობაში ნავთობისა და გაზის კონდენსატის საშუალო დღიურმა მოპოვებამ შეადგინა 10.35 მილიონი ბარელი. ...

Read More »

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას – არჩილ კაიკაციშვილი

„სეისმურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და დაინტერესებული მეცნიერებისა თუ პოტენციური ინვესტორებისთვის ის, პრაქტიკულად, დახურულია“, -ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის“  ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრისკენ მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მოუწოდა. სწორედ ილიუნის ერთეულია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“, რომელიც  ფლობს და ამუშავებს სეისმურ მონაცემებს. პრობლემის ირგვლივ და იმასთან დაკავშირებით, ...

Read More »
უკრაინაში ქვანახშირის დეფიციტია

ინდოეთი ქვანახშირის ქარხნების დახურვით წელიწადში $1,2 მილიარდს დაზოგავს

კვლევის თანახმად, ინდოეთს შეუძლია დაზოგოს წელიწადში 89,4 მილიარდი რუპია ($1,2 მილიარდი) ზოგიერთი ძველი ქვანახშირის ელექტროსადგურის გათიშვითა და ახალი ქარხნების ამუშავებით. “ქვეყანამ უნდა დააჩქაროს 30 გიგავატიანი არაეფექტური ქვანახშირის სიმძლავრის ქარხნების გაუქმება და აამოქმედოს 20 გიგავატი სიმძლავრის ელექტროსადგური, როგორც რეზერვი, რაც დაზოგავს ხარჯებს და დაბინძურებას შეამცირებს”,- ნათქვამია CEEW-ის კვლევაში. ძველი ქარხნების დახურვა, რომლებიც უფრო მეტ ნახშირს მოიხმარენ, ვიდრე ახლები, ხელს შეუწყობს სათბური ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულება 40 000 დოლარს ჩამოსცდა

ბიტკოინის ღირებულებამ სამდღიანი ზრდის შემდეგ იკლო და 40 000 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. Coindesk-ს მონაცემებით, ამ დროისათვის, ბიტკოინის ღირებულება 39,536.43 აშშ დოლარს შეადგენს. ბოლო კვირების განმავლობაში, კრიპტოვალუტის ზრდას მხარი დაუჭირა მილიარდერმა ილონ მასკმა და ARK Investment Management– ს დამფუძნებელმა ქეით ვუდმა. ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. ბოლო კვირების განმავლობაში ბიტკოინის ფასი აპრილის რეკორდიდან განახევრდა. ...

Read More »