ბიტკოინის ღირებულებამ სამდღიანი ზრდის შემდეგ იკლო და 40 000 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.
Coindesk-ს მონაცემებით, ამ დროისათვის, ბიტკოინის ღირებულება 39,536.43 აშშ დოლარს შეადგენს.
ბოლო კვირების განმავლობაში, კრიპტოვალუტის ზრდას მხარი დაუჭირა მილიარდერმა ილონ მასკმა და ARK Investment Management– ს დამფუძნებელმა ქეით ვუდმა.
ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.
ბოლო კვირების განმავლობაში ბიტკოინის ფასი აპრილის რეკორდიდან განახევრდა. ციფრულმა ვალუტამ რეკორდულ $65,000-იან ღირებულებას აპრილის შუა რიცხვებში მიაღწია, რაც ელონ მასკის მხრიდან ბიტკოინის ადვოკატირებას უკავშრდება, სანამ მან ბიტკოინის მოპოვების გარემოზე ზემოქმედება გააკრიტიკა.
ამავდროულად, გაერთიანებულ სამეფოში, Binance-ს ფინანსურმა დამკვირვებელმა ქვეყანაში რეგულირებადი ბიზნესის წარმოება აუკრძალა, რაც მარეგულირებლის მიერ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია კრიპტო ინდუსტრიაში გლობალური რეგულაციების ფონზე.