Author Archives: energy

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დახურული სააქციო საზოგადოება „სამხრეთის გაზის დერეფნის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა კრების გადაწყვეტილებებით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი 725 მილიონი აშშ დოლარით იზრდება. საზოგადოების პირველადი კაპიტალი 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა 2015 წლის თებერვალში, კომპანიის აქციების ნომინალის ცვლილებასთან დაკავშრებით, მისი კაპიტალი 300 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. „2015 წლის პირველ ნახევარში ნავთობის სახელმწიფო ფონდმა ქვეყნის ...

Read More »
ნავთობის ბაზარზე დღეს აღმავალი ტრენდი ფიქსირდება

ნავთობის ბაზარზე დღეს აღმავალი ტრენდი ფიქსირდება

“შავი ორშაბათის” შემდეგ ძირითადი ევროპული ბაზრები 5–6%–ით დაეცა.  პანიკური განწყობები, რომლებიც ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელების შედეგია, მთელ მსოფლიოს მოედო – ეცემა არა მხოლოდ აქციების კოტირებები, არამედ ნედლეულის ფასი – გუშინდელი ვაჭრობის პერიოდში Brent–ის ტიპის საწვავის ღირებულება 43 დოლარს ჩამოსცდა, WTI–სა კი 40–ს. დღეს ნავთობის მსოფლიო ფასები ზომიერად იზრდება. თუმცა 2009 წლის მინიმალური მაჩვენებლის მიდამოებში რჩება. დილით, Brent-ის მარკის ნავთობის ...

Read More »
ქვესადგურის "ჯვარი" და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ქვესადგურის “ჯვარი” და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ქვესადგურის “ჯვარი” და ელექტროგადამცემი ხაზების “ლია 1,2” და „ოდიში 1,2“ მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 500/220 კვ. ქვესადგურის „ჯვარი“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია 17 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში გაიმართა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ დაწყებული აღნიშნული ქვესადგურის მშენებლობა ჯვარი-ხორგას უმნიშვნელოვანესი პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ხორციელდება ფუნდამენტებისა და ლითონკონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები, ...

Read More »
თბილისში დენის ტარიფის შესახებ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დამოკიდებულია შემდგომ პროცესებზე

თბილისში დენის ტარიფის შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებულია შემდგომ პროცესებზე

სემეკში, “თელასის” სამომხმარებლო ტარიფთან მიმართებაში ყველა მნიშვნელოვან კომპონენტზე მუშაობა დასრულდა. ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, კომისიის აპარატიდან მონაცემები ცნობილია, თუმცა ეს არის პირველადი და სამუშაო ვარიანტი. „პროცესები მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს. რისი გარანტიც არის თვითონ ენერგოომბუდსმენის აპარატი მარეგულირებელ კომისიასთან ერთად. პროცესი არის აბსოლუტურად საჯარო და შესაძლებლობა გვაქვს, ყველა დაინტერესებულ პირს მასში მონაწილეობა მივიღოთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ენერგოომბუდსმენმა. სალომე ვარდიაშვილის თქმით, ...

Read More »
თელასისტვის ელექტროენერგიის შესყიდვის 6-თეთრიანი მატება ტარიფზე პირდაპირ არ აისახება

თელასისთვის ელექტროენერგიის შესყიდვის 6-თეთრიანი მატება ტარიფზე პირდაპირ არ აისახება

ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში დაახლოებით 6-თეთრიანი მატება სამომხმარებლო ტარიფზე პირდაპირ არ აისახება, – ამის შესახებ სემეკის წევრმა გოჩა შონიამ განაცხადა, რომელმაც განმარტა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ საჯარო განხილვისას წარმოდგენილი სამუშაო ვარიანტი, რომლის თანახმადაც, სემეკმა “თელასს” ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით 11.173 თეთრით განუსაზღვრა 1 კვტ.სთ-ზე. გოჩა შონიას თქმით, ეს არის სამუშაო ვარიანტი. მისივე თქმით, ...

Read More »
ნავთობის ფასების კლების გამო რუსული გაზის ჩინეთისთვის მიწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

ნავთობის ფასების კლების გამო რუსული გაზის ჩინეთისთვის მიწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

მოლაპარაკებები რუსული გაზის ჩინეთისთვის მიწოდების შესახებ გართულდა ნავთობზე ფასების მკვეთრად დაცემის გამო, განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ლინ ცზიმ. ჩინეთის წარმომადგენელმა დასძინა, რომ არც ერთი მხარე არ ისახავს მიზნად ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას დასავლეთის მარშრუტით გაზის მიწოდების შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სექტემბერში დაგეგმილი ვიზიტის მსვლელობისას. იმის შესახებ, რომ ეს კონტრაქტი შესაძლოა, ...

Read More »
"თელასში" იმედოვნებენ, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი რეალური და სამართლიანი იქნება

თელასში იმედოვნებენ რომ ელ.ენერგიის შესყიდვის ტარიფი რეალური და სამართლიანი იქნება

სემეკის დღევანდელ სხდომაზე სს “თელასისთვის” ელექტროენერგიის შესასყიდი სავარაუდო ღირებულება 11,173 თეთრით განისაზღვრა. თუმცა აღნიშნული თანხა მხოლოდ სავარაუდოა და ჯერჯერობიტ დამტკიცებული არ არის. სს “თელასის”წარმომადგენელი მიშა ანთაძე იმედოვნებს, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი იქნება რეალური და სამართლიანი. როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სემეკ-ის მიერ წარმოდგენილ შესასყიდ საპროგნოზო ტარიფთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. “სემეკ-მა დღეს წარმოადგინა საკუთარი გათვლა “თელასის” ელექტროენერგიის შესასყიდი საპროგნოზო ტარიფების თაობაზე. წარმოდგენილი ...

Read More »
"ენგურჰესზე" ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

“ენგურჰესზე” ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

“ენგურჰესზე” ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც აფხაზური მედია “ჩერნომორენერგოს” პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრაზე ტექნიკური თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. კერძოდ, ის, რომ ძლიერი სიცხეების გამო, დასავლეთ საქართველოში “ენგურჰესის” თაღოვან კაშხალზე წყლის დონემ 17 მეტრამდე დაიკლო. ბოლოს ასეთი ვარდნა რამდენიმე ათეული წლის წინ დაფიქსირდა. გარდა ამისა, გაიზარდა დატვირთვა ელექტრომომარაგების ქსელზე ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. ამასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე შემოდგომა-ზამთრისთვის მოსამზადებელი სამუშაობის ...

Read More »
სემეკმა "თელასს" ელექტროენერგიის სავარაუდო შესყიდვის ფასი 11,173 თეთრი კვტ.სთ-ზე განუსაზღვრა

სემეკმა თელასს ელექტროენერგიის სავარაუდო შესყიდვის ფასი 11,173 თეთრი განუსაზღვრა

სემეკში “თელასის” სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. საჯარო განხილვას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენერგოომბუდსმენი და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, კერძოდ, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია და მემარცხენე ალიანსის წარმომადგენელი კახა ძაგანია ესწრებიან. საჯარო განხილვაზე “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სემეკის წევრებს სთხოვა იმ საკითხს დაბრუნებოდნენ, რომელიც წინა განხილვაზე წარმოიშვა. ბაღათურია ისევ დაინტერესდა, თუ სად წავიდა 800 მილიონის ...

Read More »
თბილისში დენის ახალი ტარიფი 18 დეკემბრამდე გახდება ცნობილი

თბილისში დენის ახალი ტარიფი დაგეგმილზე ადრე გახდება ცნობილი

სემეკ-ის წევრი გოჩა შონია ფიქრობს, რომ “თელასის” სამომხმარებლო ტარიფი საბოლოო ვადამდე – 18 დეკემბრამდე გაცილებით ადრე იქნება მიღებული. “თელასის ტარიფთან დაკავშირებით ბოლო ვადა 18 დეკემბრამდე გვაქვს. თუმცა, დიდი ალბათობით, მანამდე მომზადდება ეს საკითხი, გამოვა კომისიის სხდომაზე და შესაბამისად კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი არ იქნება. დეპარტამენტი სრული დატვირთვით მუშაობს და ვფიქრობ, რომ გაცილებით ადრე მოხდება გადაწყვეტილების მიღება, ...

Read More »