მოლაპარაკებები რუსული გაზის ჩინეთისთვის მიწოდების შესახებ გართულდა ნავთობზე ფასების მკვეთრად დაცემის გამო, განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ლინ ცზიმ.
ჩინეთის წარმომადგენელმა დასძინა, რომ არც ერთი მხარე არ ისახავს მიზნად ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას დასავლეთის მარშრუტით გაზის მიწოდების შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სექტემბერში დაგეგმილი ვიზიტის მსვლელობისას.
იმის შესახებ, რომ ეს კონტრაქტი შესაძლოა, ხელმოწერილი ყოფილიყო სექტემბერში, საუბრობდა რუსეთის ეკონომიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი. დასავლეთის მარშრუტი წელიწადში 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ იგეგმებოდა გაზსადენებით „ციმბირის ძალა-2″ და „ალტაი”.
„ციმბირის ძალის” პირველი რიგი გემის მიხედვით, უნდა ამუშავდეს 2017 წლის ბოლოს. გაზეთი „ვედომოსტი” აგვისტოს დასაწყისსი წერდა, რომ მისი გაშვების ვადა გადაიწევს ნახევარი წლით.
გაზსადენში ჩადებული ინვესტიციების ამოღება (გამოსყიდვა) შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ გაზის ფასი იქნება 340-360$ ათას კუბურ მეტრზე, ამისათვის კი ნავთობი უნდა ღირდეს, არანაკლებ 100%-სა ბარელზე, განმარტა „გაზპრომთან” დაახლოებულმა წყარომ. „ციმბვირის ძალიას” მშენებლობის დაწყებისას ნავთობის ფასი ასეთი იყო, ამჟამად, ნავთობი ორჯერ და მეტად გაიაფებულია. წერს slon.ru.
interfactnews.ge