აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დახურული სააქციო საზოგადოება „სამხრეთის გაზის დერეფნის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა კრების გადაწყვეტილებებით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი 725 მილიონი აშშ დოლარით იზრდება.
საზოგადოების პირველადი კაპიტალი 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა 2015 წლის თებერვალში, კომპანიის აქციების ნომინალის ცვლილებასთან დაკავშრებით, მისი კაპიტალი 300 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„2015 წლის პირველ ნახევარში ნავთობის სახელმწიფო ფონდმა ქვეყნის ეკონიმიკისა და მრეწველობის სამინისტროს სახაზინო ანგარიშზე 318.75 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა. ჯამში სააქციო საზოგადოების კაპიტალში ფონდის მონაწილეობის წილმა 369.75 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია (51%)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, სს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ საწესდებო კაპიტალი ორ თვეში ერთხელ იზრდება ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტროსა და „სოკარის“ წილობრივი მონაწილეობის შეფარდების შენარჩუნების პირობით.
სულ 2014 წლის განმავლობაშ ნავთობის ფონდმა საზოგადოების პაკეტში თავისი წილის ფინანსირებისათვის 2.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.
2014 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას დსს-ს შექმნის შესახებ „შაჰ-დენიზის“ გაზოკონდესატური საბადოს ათვისების მეორე ფაზის, სამხრეთკავკასიური, ტრანსანატოლიური და 11 ტრანსადრიატიკული გაზსადენების გაფართოების პროექტების ეფექტური მართვის მიზნით.
ნავთობის სახელმწიფო ფონდს დაევალა სახელმწიფოს პირდაპირ მფლობელობაში არსებულ სააქციო საზოგადოებაში წილობრივი მონაწილეობის დაფინანსება. სახსრები, რომლებიც წილობრივი მონაწილეობისათვის მიეცემა საზოგადოებას უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი ინვესტიციებით დაბრუნების პირობით.
„სამხრეთის გაზის დერეფანი“ არის პროექტი, რომელიც ევროპას ნახშირწყალბადების წყაროების დევერსიფიცირებისა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდის საშუალებას მისცემს, ხოლო აზერბაიჯანს – შესძენს ახალ ბაზარს ევროპის სახით.
ენერგოდაიჯესტი