Author Archives: energy

ყოველდღიური ძლიერი ქარი თბილისში - გარემოსდამცველები მიზეზებს განმარტავენ

ყოველდღიური ძლიერი ქარი თბილისში – გარემოსდამცველები მიზეზებს განმარტავენ

„დიდი რაოდენობით მაღალსართულიანმა შენობებმა და მდინარეების ხევების ათვისებამ, გარემო შეცვალა” ყოველდღიური ქარები, თან იმდენად ძლიერი, რომ ხან ხეს მოგლიჯავს, ხან სახურავს გაიტაცებს – თბილისში ბევრი ამბობს, ასე ინტენსიურად ქარი არ გვახსოვს, თან ამ პერიოდშიო. ჩვენც ვცადეთ გაგვერკვია, რატომ არის თბილისში ასე ხშირად ძლიერი ქარი. ზოგადად, საქართველოს რეგიონებში ძლიერი ქარი ყოველწლიურად მილიონობით ლარის ზარალს იწვევს. გაემოსდამცველებიც ადასტურებენ, რომ ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, ...

Read More »
კალაძის გასაჭირი: საქართველოს ენერგეტიკულ ომში ითრევენ

კალაძის გასაჭირი: საქართველოს ენერგეტიკულ ომში ითრევენ

რეგიონში ენერგეტიკული რესურსების განაწილებისთვის ბრძოლა ახალ ფაზაში შედის. ამერიკა ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტზე კონტრაქტებს აფორმებს, რუსეთი ცდილობს აზიიდან რაც შეიძლება დიდი მოცულობის გაზის ტრანსპორტირება დაიბევოს და ევროპის ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა შეინარჩუნოს. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, თურქეთის მთავრობა კი დივერსიფიკაციის მიმართულებით გააქტიურდა, ვინაიდან რუსეთი მისთვის არასაიმედო ქვეყანა გახდა. ამ დროს საქართველო, შეიძლება ითქვას, “ორ ცეცხლს” შუაა ჩავარდნილი. ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა ...

Read More »
ჯოშ ჯერარდი: შუახევიჰესი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში

ჯოშ ჯერარდი: შუახევიჰესი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში

შუახევიჰესის მშენებლობა მთავარ ეტაპზე გადავიდა, პროექტის დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისა და პროექტის სხვა დეტალების შესახებ „energynews“-ს შუახევიჰესის პროექტის სამშენებლო პროცესის ხელმძღვანელი, პროექტის დირექტორის მოადგილე ჯოშ ჯერარდი ესაუბრა. რა ეტაპზეა შუახევიჰესის პროექტი და როგორ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები? შუახევიჰესის მშენებლობას 2013 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ სამშენებლო პროცესი საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ რომ ჩვენ ვაშენებთ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ...

Read More »
საქართველოში საწვავი კიდევ უფრო გაიაფდება! - ნავთობის ბაზრის პერიპეტიები

საქართველოში საწვავი კიდევ უფრო გაიაფდება! – ნავთობის მსოფლიო ბაზრის პერიპეტიები

ანალიტიკოსები 2016 წლის პირველ ნახევარში 1 ბარელი ნავთობის 30 დოლარამდე გაიაფებას ელიან. “შავი ოქროს” ამ მაჩვენებლამდე დაცემას აღარაფერი უკლია. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, გაიაფებაზე გავლენა ამერიკული ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის გაუქმებამ და რეფინანსირების განაკვეთის 0,25%-ით გაზრდასთან დაკავშირებით, ამერიკის ფედერალური სისტემის გადაწყვეტილებამ იქონია. ლონდონის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასი 37 დოლარის ნიშნულზეა, ხოლო ნიუ-იორკის ბირჟაზე – 35,52 დოლარია. მკვეთრად დაეცა ოპეკის კალათის ფასიც, ...

Read More »
სემეკმა განახლებული ტარიფები დაადგინა

სემეკმა განახლებული ტარიფები დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 22 დეკემბრის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა. კომისიამ განიხილა შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ შპს „მტკვარი ენერგეტიკასათვის“, შპს „ჯიფაუერისათვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2016 წლის ტარიფების; სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის, ხოლო შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის 2016 წლის ტარიფების დადგენის შესახებ კომისიის აპარატის ...

Read More »
აფხაზეთს იმდენ ელექტროენერგიას ვაწვდით, რამდენიც მათთვის არის საჭირო

აფხაზეთს იმდენ ელექტროენერგიას ვაწვდით, რამდენიც მათთვის არის საჭირო

“ჩვენ აფხაზეთს ელექტროენერგიას ვაწვდით იმდენს, რამდენიც მათი მოხმარებისთვის არის საჭირო”, – აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, შეიცვალა თუ არა აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა, მინისტრმა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში ენგურჰესის გამომუშავებული ენერგიის პროცენტული გადანაწილება კვლავ 60-40-ზეა. “ჩვენ აფხაზეთს ელექტროენერგიას ვაწვდით იმდენს, რამდენიც მათი მოხმარებისთვის არის საჭირო, თუმცა ბოლო წლებში ზოგადი მოხმარება გაზრდილია. ისინი ფიზიკურად ვერ გაყიდიან ენერგიას, ...

Read More »
ბიოგაზი - ენერგიის ალტერნატიული წყარო

ბიოგაზი – ენერგიის ალტერნატიული წყარო

დღესდღეობით, როცა მსოფლიო ენერგეტიკული გამოწვევების წინაშე დგას, აქტუალურია ალტერნატიული ენერგიების გამოყენების საკითხი და ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანს ბიოგაზი წარმოადგენს. ბიოგაზი სუფთა და განახლებადი ენერგიაა, რომლის წარმოება ძალიან ბევრ შინამეურნეობას საკუთარი ძალებით შეუძლია. ის მეთანისა და ნახშირორჟანგის ნაზავს წარმოადგენს, რომელიც ორგანული მასალების დაშლის შედეგია (წარმოიქმნება სხვადასხვა წარმოშობის ორგანული ნივთიერების ფერმენტაციისას უჟანგბადო გარემოში). ორგანულ წყაროებზე დამოკიდებულების მიხედვით, ბიოგაზი დაახლოებით 50-70% მეთანის, 30-40% ნახშირორჟანგისა ...

Read More »
აფბა: 2016 წლისთვის ნავთობის ფასი კიდევ უფრო შემცირდება

აფბა: 2016 წლისთვის ნავთობის ფასი კიდევ უფრო შემცირდება

21 დეკემბერს „პირველის“ პრეს-კლუბში, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბამ“, ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციამ მსოფლიო ნავთობის ბაზარზე, მიმდინარე პროცესები შეაფასა. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა, განაცხადა, ქართული საწვავის ფასები ისევ არ მოდის თანხვედრაში მსოფლიო ტენდენციებთან. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა“, აფასებს მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს, მის ასახვას, ქართულ საზვავის ბაზარზე და წლის შემაჯამებელ კვლევას წარმოგიდგენთ. ნავთობის ფასმა ვარდნა 2014 ...

Read More »
შესაძლებელია, რომ ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყნიდან კვლავ ექსპორტიორი გავხდეთ

შესაძლებელია, რომ ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყნიდან კვლავ ექსპორტიორი გავხდეთ

“2012 წლიდან საქართველო ნეტო იმპორტიორი ქვეყანა გახდა. 2015 წელი კი იყო ის წელი, როდესაც ნეტო ექსპორტიორის პოზიციას დავუბრუნდებით“, – აღნიშნულის შესახებ, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ “ბიზნესკონტაქტთან” საუბრისას განაცხადა. მილორავა აღნიშნავს, რომ წელს იმპორტსა და ექსპორტს შორის ბალანსს ახალი 230 მეგავატიანი თბოსადგურის დაარეგულირებს. “შესაძლებელია, რომ ნეტო იმპორტიორი ქვეყნიდან კვლავ ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ. მეტი იმპორტის, თუ ექსპორტის საკითხს გენერაცია განაპირობებს. ...

Read More »
ირანთან არამარტო გაზის არამედ ელექტროენერგიის შესახებაც დავიწყებთ საუბარს

კახა კალაძე: ირანთან არამარტო გაზის არამედ ელექტროენერგიის შესახებაც დავიწყებთ საუბარს

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ირანი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, რისი გამოყენებაც საქართველოს, გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით შეუძლია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს პრემიერის მიერ მთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა, საქართველო ირანთან მოლაპარაკებებს გეგმავს. “უახლოეს მომავალში არა მხოლოდ ბუნებრივი აირის თვალსაზრისით, ელექტროენერგიის თვალსაზრისითაც დავიწყებთ საუბარს. ირანი არის ძალიან საინტერესო ქვეყანა. ძალიან მდიდარია თავისი რესურსებით და შეძლებისდაგვარად, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ...

Read More »