შესაძლებელია, რომ ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყნიდან კვლავ ექსპორტიორი გავხდეთ

შესაძლებელია, რომ ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყნიდან კვლავ ექსპორტიორი გავხდეთ

“2012 წლიდან საქართველო ნეტო იმპორტიორი ქვეყანა გახდა. 2015 წელი კი იყო ის წელი, როდესაც ნეტო ექსპორტიორის პოზიციას დავუბრუნდებით“, – აღნიშნულის შესახებ, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ “ბიზნესკონტაქტთან” საუბრისას განაცხადა. მილორავა აღნიშნავს, რომ წელს იმპორტსა და ექსპორტს შორის ბალანსს ახალი 230 მეგავატიანი თბოსადგურის დაარეგულირებს.

“შესაძლებელია, რომ ნეტო იმპორტიორი ქვეყნიდან კვლავ ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ. მეტი იმპორტის, თუ ექსპორტის საკითხს გენერაცია განაპირობებს. თუ ჰიდროლოგია არის ცუდი ნიშნავს, რომ გენერაცია დაბალია და ეს შესაბამისად ამ სტატუსზე აისახება. გარდა ამისა, ქვეყანაში მოხმარება სტაბილურად იზრდება. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ 2014 წელსაც იყო. 2015 წელს განსაკუთრებით მკვეთრად გამოჩნდა, რომ გამანაწილებელი კომპანიების მოხმარების პიკი ზამთრის პერიოდიდან ზაფხულის პერიოდში გადადის. მაგალითად, აგვისტოს პერიოდში გაცილებით მაღალია იგივე “ენერგო პროს” არეალში, ვიდრე ეს ზამთრის პერიოდშია. თავისთავად ცხადია, რომ აგვისტოში მოხმარების ზრდა ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ექსპორტის პოტენციალი მცირდება”, – განმარტავს მილორავა.

წყარო: ბიზნესკონტაქტი

Leave a Reply