აფხაზეთს იმდენ ელექტროენერგიას ვაწვდით, რამდენიც მათთვის არის საჭირო

აფხაზეთს იმდენ ელექტროენერგიას ვაწვდით, რამდენიც მათთვის არის საჭირო

“ჩვენ აფხაზეთს ელექტროენერგიას ვაწვდით იმდენს, რამდენიც მათი მოხმარებისთვის არის საჭირო”, – აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიცვალა თუ არა აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა, მინისტრმა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში ენგურჰესის გამომუშავებული ენერგიის პროცენტული გადანაწილება კვლავ 60-40-ზეა.
“ჩვენ აფხაზეთს ელექტროენერგიას ვაწვდით იმდენს, რამდენიც მათი მოხმარებისთვის არის საჭირო, თუმცა ბოლო წლებში ზოგადი მოხმარება გაზრდილია. ისინი ფიზიკურად ვერ გაყიდიან ენერგიას, რადგანაც ხაზი, რომელიც აკავშირებს აფხაზეთის ტერიოტორიას რუსეთთან ჩვენ ვაკონტროლებთ”, – განაცხადა მინისტრმა.

აღნიშნული განცხადება, ვიცეპრემიერმა ნაციონალური მოძრაობის წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებაზე საპასუხოდ გააკეთა, რომელიც აცხადებს, რომ აფხაზური მხარე ენგურჰესის ენერგიას, “გვართმევს” და შემდეგ ელექტროენერგიას ყირიმში ყიდიან.

„ამაზე არავინ საუბრობს ეს ინფორმაცია დახურულია, თუმცა არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ აფხაზეთი გვართმევს იმაზე უფრო მეტს, ვიდრე აქამდე, რადგან კრასნოდარს სჭირდება მეტი. თვითონ აფხაზეთს უფასოდ მიაქვს ენგურიდან ელექტროენერგია, შემდეგ ყიდიან კრასნოდარში და ფულს შოულობენ. მათთვის ეს კორუფციული შემოსავლია. კრასნოდარს დენი სჭირდება იმიტომ რომ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში კრასნოდარის დენი ყირიმში წავიდა. ასე რომ, ჩვენ ფაქტრიურად ჩვენი საინვეტიციო და საექსპორტი პოტენციალის კლების ხარჯზე, ახლა ვეხმარებით და ვამარაგებთ აფხაზეთში, აფხაზი სეპარატისტების ფულის შოვნის ხარჯზე, მათი გავლით ყირიმს“- აცხადებს ცისკარიშვილი.

წყარო: ბიზნესკონტაქტი

Leave a Reply