Author Archives: energy

ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

ავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: დეკემბრის თვის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,11  ევროს/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და პორტუგალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,67 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,75  ევროს, დიზელის ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

IDFI: ელექტროენერგიის მოხმარება 2019 წლის დონეს 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება

ელექტროენერგიის მოხმარება 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება 2019 წლის დონეს, –  პროგნოზს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აკეთებს. ორგანიზაციამ ენერგოსექტორი მიმოიხილა, სადაც აღნიშნულია, რომ  ელექტროენერგიის მოხმარება ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული. კორელაცია ეკონომიკურ ზრდასა და ელ. ენერგიის მოხმარების ზრდას შორის (აფხაზეთის გამოკლებით) 80%-ს აღწევს. 2020 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 11%-ით მცირდება, მაშინ როცა რეალური მშპ-ს შემცირება მოსალოდნელია -6%-მდე აღნიშნულ პერიოდში.   2021-2025 წლებში, მოსალოდნელია,  მოხმარება ...

Read More »

თურნავა – საყოველთაო გაზიფიცირება და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება

საყოველთაო ინტერნეტიზაცია, გაზიფიცირება და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამების სამომავლო განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას. მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომლის საპილოტე ეტაპიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება, მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით 1000-მდე დასახლებული პუნქტი შეძლებს, მიიღოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. 2022 წლიდან ასევე სამი წლით გაგრძელდება გაზიფიცირების ...

Read More »

აფხაზეთში ელ.ენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 3-ჯერ აჭარბებს დანარჩენი საქართველოს მაჩვენებლებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ნოემბრის თვის ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვას ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულზე სამჯერ აღემატება მოხმარებას დანარჩენ საქართველოში. 2020 წლის საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთი წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე მოიხმარს  8,1552 კვტ. სთ. ელექტროენერგიას. დანარჩენ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 2,542 კვტ. სთ-ია. “აფხაზეთის მაღალი მოხმარება ძირითადად „უფასო“ ელექტროენერგიით და კრიპტომაინინგით შეიძლება აიხსნას”, – ნათქვამია ...

Read More »

თურნავა: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან მალე გამოვა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან მალე გამოვა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სამთავრობო ანგარუიშის არდგენისს განაცხადა. მინისტრობის კანდიდატმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც 2021 წელს სახელმწიფო ქონების განკარგვის თვალსაზრისით იგეგმება. „2019-2020 წლებში სახელმწიფო ქონების განკარგვის თვალსაზრისით ბევრი ახალი ინიციატივა განხორციელდა. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც გაცილებით უკეთ განიკარგება კერძო ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: “ბუნებრივი იქნება, რომ ელ.ენერგიის ტარიფი გაიზარდოს”

017 წელს სემეკის მიერ სამი წლით დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს ვადა წელს ეწურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ახალი ტარიფები უნდა დადგინდეს. გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია? – ესაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც კიდევ ერთი დამატებითი კითხვა მოჰყვება – თუ გაძვირდება დენის ტარიფი, რამდენით? ენერგეტიკოსები უფრო მეტად ტარიფის ზრდას პროგნოზირებენ. „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორმა, მურმან მარგველაშვილმა თქვა, რომ ტარიფი სავარაუდოდ, ...

Read More »

„ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვაა“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას ენერგეტიკის სექტორში დაწყებული და დაგეგმილი რეფორმების მიმდინარეობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, 2017 წელს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით დაწყებულ ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიან რეფორმას გააგრძელებს.   „დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, ენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება ...

Read More »

პატარა ბირთვულ რეაქტორს შეუძლია მზის ენერგია „დაჩრდილოს“

ენერგო სტარტაპი ორეგონში, აშშ, აპირებს შეცვალოს საზოგადოების აზრი ბირთვულ ენერგიაზე. მათ მიერ შემუშავებული NuScale რეაქტორი მცირე ზომისაა და მისი შემქმნელების აზრით, გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე ბირთვული რეაქტორი, რადგან უფრო ადვილია მისი დამცავ გარსში მოთავსება და გაკონტროლება საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. ახალი რეაქტორის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დასახლებული პუნქტებიდან 15 კილომეტრით მოშორება არ არის საჭირო. ის შეიძლება ...

Read More »

თურნავა: “დადგება იანვარი და ვნახავთ, რა შედეგი იქნება”

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა “თბილისი ენერჯის” მიერ 2021 წლის იანვრიდან კომერციული ბუნებრივი აირის ტარიფის (არ)გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული თავისი კომენტარი კიდევ ერთხელ განმარტა. საქმე იმაშია, რომ გასულ კვირას ნათია თურნავამ განაცხდა, რომ გაზგამანაწილებელი კომპანია შემდეგი წლიდან კომერციულ გაზს აღარ გააძვირებს, თუმცა მისი ეს ინფორმაცია “თბილისი ენერჯიმ” ჯერ საერთოდ არ დაადასტურა, შემდეგ კი თქვა, რომ “აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს”.დღეს კი, ...

Read More »

ლევან დავითაშვილი დიზელის ევრო 5-ის სტანდარტზე გადასვლის გადავადებას არ გამორიცხავს

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მსჯელობა მიდის და გამორიცხული არაა, დიზელის ევრო 5-ის სტანდარტზე გადასვლის გადაწყვეტილება გადაიხედოს. როგორც ნობილია, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები და ის გაუთანაბრდება ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, საქართველოში ვერ შემოვა აზერბაიჯანული ...

Read More »