Author Archives: energy

ჩინეთი სულ უფრო მეტ ნავთობსა და გაზს მოიპოვებს

ზედიზედ მეოთხე წელია, ჩინეთში გაზის მოპოვება იზრდება 10 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტით წელიწადში. 2021 წელს ბუნებრივი გაზის მოპოვება სავარაუდოდ 186 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს, თქვა ჩინეთის სახელმწიფო ენერგეტიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩანგ ძიანჰუამ. ჩინეთის ენერგო სემინარზე სიტყვით გამოსვლისას, ჩანგ ძიანჰუამ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩინეთში ნედლი ნავთობის წარმოება ზედიზედ ორი წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება და წელს 194 მილიონ ტონას მიაღწია. ...

Read More »

კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმები სვანეთში და სასტუმრო “ბანგურიანის” განცხადება

„მე ვერ ვხედავ კანონდარღვევას ბიტკოინების წარმოებაში, თორემ სიამოვნებით ვეტყოდი, რომ კანონს არღვევს.“ – ასე ეხმაურებოდა ერთი წლის წინ მესტიის მუნიციპალოიტეტის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობის პროტესტს ბიტკოინების წარმოების გამო. ბიტკოინების ეპოქაში მატულობს კრიპტოვალუტის მწარმოებელი მაინერების რიცხვი. ამის მაგალითია საქართველოს ის რეგიონი, რომელიც დენის გადასახადისგან სრულიად თავისუფალია და მსურველებს უფასოდ შეუძლიათ ნებისმიერი რაოდენობის ელექტეროენერგია მოიხმარონ, რათა ბიტკოინებით შემოსავალი მიიღონ. აღსანიშნავია, რომ ...

Read More »

დავით მირცხულავა – რატომ არის ნამახვან ჰესი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი

ნამახვან ჰესის პროექტის მოწინააღმდეეგებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა Facebook გვერდზე მიმართავს: „კიდევ რამდენიმე ასპექტზე მინდა შევჩერდე ნამახვან ჰესთან დაკავშირებით: 1. როდესაც ჰესების მოწინააღმდეგები საუბრობენ ნამახვან ჰესზე, მუდმივად ასახელებენ ამ პროექტის განხორციელების და სხვა ნებისმიერი ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მათვის ერთ ერთ მთავარ არგუმენტს, რომ საქართველოში არასოდეს არ ჩატარებულა გენერაციის ობიექტების სტრატეგიული დაგეგმვის ისეთი კვლევა, რომელიც ინტეგრარულად შეაფასებდა ენერგოგენერაციის განვითარების ტექნიკურ ...

Read More »

კრიპტოვალუტის რეგულირება და მოპოვება საქართველოში

2019 წლის ივნისის განისაზღვრა კრიპტოაქტივისა და მის მოსაპოვებლად გამოყენებული სიმძლავრის გადასახადების დაბეგვრა. მიღებული გადაწყვეტილებით: კრიპტოვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლა გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადითფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგანკრიპტოვალუტის მისაღებად გამოყენებული სიმძლავრე (გამოყენებული ელექტროენერგია დროის მონაკვეთში) არ ექვემდებარება დღგ-თი დაბეგვრას, თუ ამ მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ პირს, ან საქართველოში არ გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, ...

Read More »

რუსეთში ნავთობის მოპოვება 8.4%-ით შემცირდება

2020 წლის შედეგებით ნავთობის მოპოვება რუსეთში  8.4%-ით შემცირდება წინა წელთან შედარებით, 514 მილიონი ტონამდე, ხოლო გაზის – 5%-ით, დაახლოებით 700 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე. “რაც შეეხება ნავთობის მოპოვების მაჩვენებლებს, წელს ჩვენ გავალთ დაახლოებით 514 მილიონ ტონაზე, რაც 8.4%-ით ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს, ”- თქვა მან. ნავთობის მოპოვების შემცირება უკავშირდება ...

Read More »
საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

საქართველოში საწვავის იმპორტის $235 მლნ-ით შემცირდა

როგორც მოსალოდნელი იყო, კრიზისის პერიოდში იმპორტი ექსპორტზე მეტად შემცირდა. იანვარ-ნოემბერში საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოტანილმა პროდუქციის ღირებულებამ $7.186 მლრდ შეადგინა, რას გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით 15.9%-ით ანუ $1.358 მლრდ-ით ნაკლებია. ტოპ 10 საიმპორტო პარტნიორიდან სომხეთისა და ბრაზილიის გარდა იმპორტი ყველა სახელმწიფოდან შემცირებულია. 13.4%-იანი კლების მიუხედავად $1.258 მლრდ-ით თურქეთი უცვლელ პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზე რუსეთია, საიდანაც 9.2%-იანი კლების შემდეგ $789 მლნ-ის ...

Read More »

ნავთობქიმიური პროდუქტების ბაზარი იცვლება

ნავთობქიმიური პროდუქტების ბაზარი იცვლება … Amazon შეწყვეტს ერთჯერადი პლასტმასის საგნების რეალიზაციას ევროკავშირის ქვეყნებში. ამიერიდან, სამედიცინო ნიღბები გახდება პლასტიკური ნარჩენებისგან წარმოებული მთავარი პროდუქტი. მსოფლიოში უდიდესმა ონლაინ სავაჭრო კომპანია Amazon-მა 21 დეკემბრიდან შეწყვიტა ისეთი ერთჯერადი მოხმარების ნივთბის გაყიდვა, რომლებიც დამზადებულია ჩვეულებრივი და ბიოდეგრადირებადი პლასტმასისგან. ხსენებულ ნივთებს შორისაა: დანა-ჩანგალები და ჭიქები, საკვები კონტეინერები და კონტეინერები სითხეებისთვის, საწრუპი ჩხირები და საჰაერო ბუშტების დამჭერები. აღნიშნულიდან ...

Read More »

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ განვითარების ათწლიანი გეგმა გამოაქვეყნა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა (2021-2030) გამოაქვეყნა. ნაშრომში ასახულია საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელისა და დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების ათწლიანი გეგმა. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმების წინა (2016, 2017 2018 და 2019 წლების) რედაქციებისგან, რაც დაკავშირებულია მიმდინარე პერიოდის გამოწვევებთან, როგორიცაა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კანონის ამოქმედებასთან და კორონა ...

Read More »
ნავთობის ფასი 40 დოლარზე დაბლა დაეცა

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 562 ათასი ბარელით შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 562 ათასი ბარელით შემცირდა და შეადგინა 499.534 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები შემცირდა 1125 ათასი ბარელით და შეადგინა 237,754 მლნ ბარელი.დისტილატების მარაგები შემცირდა 2325 ათასი ბარელით და შეადგინა 148,934 მლნ ბარელი.

Read More »

2024 წლის ბოლოს, ქვეყნის გაზიფიცირების მაჩვენებელი 90%-ზე მეტი იქნება – გახარია

დღეს ქვეყანაში გაზიფიცირების მაჩვენებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში, ეს, უბრალოდ ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. მისივე თქმით, გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომელიც სრულდებოდა 2021 წელს, მიუხედავად იმისა, რომ გაზიფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში დაახლოებით 85-90%-ია, კიდევ 3 წლით გაგრძელდა. „დაიწყო გაზიფიცირების ახალი პროგრამა 2021-2024 წლებისთვის. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2019-2021 წლის პროგრამაში დამატებით ახალი ...

Read More »